"გამუდმებით უარმყოფდნენ და იმედი მიცრუვდებოდა... ახლა აქ ვდგავარ, როგორც მომღერალი და სიმღერების ავტორი, ასე რომ, ჩემი ოცნება ასრულდა" - კორეელი მომღერლის ცრემლები "ოქროს გლობუსზე" - მშობლები

"გამუდმებით უარმყოფდნენ და იმედი მიცრუვდებოდა... ახლა აქ ვდგავარ, როგორც მომღერალი და სიმღერების ავტორი, ასე რომ, ჩემი ოცნება ასრულდა" - კორეელი მომღერლის ცრემლები "ოქროს გლობუსზე"

2026-01-12 22:04:48+04:00

"ოქროს გლობუსის" წლევანდელი დაჯილდოების ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ მომენტად იქცა კორეელი მომღერლის - Ejae-ს გამოსვლა. მომღერალსა და სიმღერების ავტორს "ოქროს გლობუსი" გადასცეს მულტფილმის "კეი-პოპ-მონადირეები" საუნდტრეკისთვის Golden. ეს 2007 წლის შემდეგ პირველი შემთხვევა იყო, როცა "ოქროს გლობუსზე" ნომინაციაში "საუკეთესო ორიგინალური სიმღერა", მულტფილმის საუნდტრეკმა გაიმარჯვა.

სცენაზე ჯილდოს ასაღებად გამოსულმა მომღერალმა ცრემლები ვერ შეიკავა: "როცა პატარა გოგონა ვიყავი, 10 წელი მუხლჩაუხრელად ვმუშაობდი, რომ ერთი ოცნება ამერსულებინა - გავმხდარიყავი კეი-პოპ ვარსკვლავი, მაგრამ გამუდმებით უარმყოფდნენ და მეც იმედი მიცრუვდებოდა. ჩემი ხმა არ იყო საკმარისად კარგი, ამიტომ სიმღერების შექმნასა და მუსიკაზე გადავერთე, რომ ეს გადამეტანა. ახლა აქ ვდგავარ, როგორც მომღერალი და სიმღერების ავტორი, ასე რომ, ჩემი ოცნება ასრულდა. მიხარია, ვიყო იმ სიმღერის ნაწილი, რომელიც სხვა გოგონებს, ბიჭებს, ყველა ასაკის ადამიანს ეხმარება სირთულეების გადალახვაში და საკუთარი თავის მიღებაში“.

სიმღერა, რომელმაც გაიმარჯვა:

Ejae (ნამდვილი სახელი კიმ ინ-ჯეა) 1991 წლის 6 დეკემბერს არის დაბადებული სეულში, კორეის რესპუბლიკაში. ბავშვობიდან მღერის, მოგვიანებით კი სიმღერების წერაც დაიწყო. მუშაობდა ცნობილ ჯგუფებთან. ბოლო პერიოდში ამერიკაში ცხოვრობს დიდწილად.

2025 წელს ნამდვილი გარღვევა იყო მის კარიერაში ნეტფლიქსის მულტფილმი "კეი-პოპ დემონებზე მონადირეები", რომელშიც მთავარი გმირი გაახმოვანა და ასევე დაწერა მუსიკა, შეასრულა საუნდტრეკები, კოლეგებთან ერთად.

614868218-18504864448072128-5784279399713629048-n-1768243444.jpg

image-9-1768243444.png

kpop20hunters-1768243445.webp

ejae-2026-golden-globes-award-speech-billboard-1800-1768243444.webp

ოცნება ფეხბურთელობაზე, მილიარდერი საცოლე და განსაკუთრებული სტილი - ამბები ჰოლივუდის ვარსკვლავ ტიმოთი შალამეზე