"ის უბრალოდ არ იცვლება..." - 58 წლის ჯულია რობერტსის გამოჩენას "ოქროს გლობუსზე" დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა - მშობლები

"ის უბრალოდ არ იცვლება..." - 58 წლის ჯულია რობერტსის გამოჩენას "ოქროს გლობუსზე" დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა

2026-01-13 11:51:12+04:00

წლევანდელი "ოქროს გლობუსის" დაჯილდოების კიდევ ერთ მნიშვნელოვან მომენტად იქცა ჯულია რობერტსის გამოსვლა სცენაზე. მას საუკეთესო ფილმი უნდა წარედგინა, თუმცა სანამ გამოაცხადებდა, მთელი დარბაზი ფეხზე წამოდგა ჰოლივუდის ლეგენდის შესახვედრად. ხოლო როდესაც კადრები სოციალურ ქსელში გამოჩნდა, საზოგადოებამ გაოცება ვერ დამალა - "ის უბრალოდ არ იცვლება", "ასეთი რა საიდუმლო აქვს..." - წერდნენ კომენტარებში.

615154498-1431538368346622-5610989811784410543-n-1768291762.jpgjulia20golden20202620abito20collana20strowberrygettyimages-2255779572-1768291762.webp

julia-roberts-danny-moder-at-golden-globes-12-1768291762.webp

ჯულია თავის საყვარელ მეუღლესთან - დენი მოდერთან ერთად იმყოფებოდა.

julia-roberts-danny-moder-golden-globes-011126-994cc051adf54b89aadb16862c851217-1768291762.jpg

მსახიობი, რომელიც უკვე 58 წლისაა და არ მიუმართავს პლასტიკური ქირურგებისთვის, მართლაც იდეალურად გამოიყურება.

545755916-758335093852353-2055194390121266604-n-1768291762.jpgjulia-roberts-through-the-years-3-1768291883.webp

როგორც ცნობილია, ბოლო წლებში ჯულია ისე აქტიურად არ მონაწილეობს ფილმებში. სამი შვილის გაჩენის შემდეგ, უმეტეს დროს შვილების აღზრდას უთმობდა და დამხმარეების გარეშე, მეუღლესთან ერთად გაზარდა ისინი.

julia-roberts-0627-jc.jpg

ჯულია რობერტსმა 3 შვილი დამხმარის გარეშე გაზარდა. მათ დიდხანს არ იცოდნენ, რომ მათი დედა ვარსკვლავია - როცა ღონისძიებიდან სახლში ვბრუნდები, ბრწყინვალე კაბით, ბრილიანტებით, პირველი, რასაც ვისმენ, არის: დედა, რა გვაქვს საჭმელი?