როდესაც ცნობილ სახეებს ეკრანებზე ვუყურებთ, ვხედავთ, რომ მათი დიდი ნაწილი იღიმის, კეთილგანწყობილია, გულშემატკივრებზე თბილად საუბრობს, თუმცა ისინი რეალურ ცხოვრებაში აბსოლუტურად ეწინააღმდეგებიან იმას, რაც ეკრანებიდან ჩანს...
სკარლეტ იოჰანსონმა ერთხელ ინტერვიუში თქვა: "ყველა წარმატებული არტისტი თვლის, რომ ის ერთადერთი და განუმეორებელია." რა თქმა უნდა, თავდაჯერებულობა არასდროს არავის ავნებს და საკუთარი შესაძლებლობების მტკიცე რწმენა ყოველთვის წარმატების ერთ-ერთ მამოძრავებელ ფაქტორად ითვლებოდა. თუმცა, ზომიერება მთავარია.
სამწუხაროდ, ზოგჯერ ცნობილი სახეები, გადაჭარბებული შექების, უამრავი თაყვანისმცემლისა და ფინანსური წარმატების შემდეგ, საკუთარ თავს უფლებას აძლევენ, ამპარტავნება გამოხატონ, თანამშრომლები, ჩვეულებრივი ადამიანები აბუჩად აიგდონ, აგრესია გამოხატონ, თავი სამყაროს ცენტრში წარმოიდგინონ და ყველაფრის შესრულება მოითხოვონ.
ამ სტატიაში მოგიყვებით ცნობილ სახეებზე, რომლებიც შესაძლოა, ეკრანებიდან ძალიან გიყვართ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ისინი რეალურ ცხოვრებაში ამპარტავანი და აგრესიული ადამიანები არიან:

გვინეტ პელტროუ სიის სათავეშია. როგორც ამბობენ, ის კოლეგებსაც აღიზიანებს და საზოგადოებასაც. 2013 წელს ჟურნალმა "Star"-მა მსახიობი "ჰოლივუდის ყველაზე საძულველ ვარსკვლავად" დაასახელა. ყველაფერი 1999 წელს დაიწყო, როდესაც ახალგაზრდა გვინეტმა "ოსკარი" ფილმში "შეყვარებული შექსპირი" შესრულებული როლისთვის მიიღო. ამ ტრიუმფის შემდეგ პელტროუს თვითშეფასება მკვეთრად გაიზარდა.

მსახიობს ხშირად აკრიტიკებენ ჯანსაღი, მაგრამ ძვირად ღირებული ცხოვრების წესის აკვიატებული პოპულარიზაციისთვის, რომლის შეძენაც მხოლოდ მას და სხვა მულტიმილიონერებს შეუძლიათ. გარდა ამისა, გვინეტ პელტროუმ წლების განმავლობაში არაერთი საეჭვო საჯარო განცხადება გააკეთა. მაგალითად, 2014 წელს ახალბედა დედები გაანაწყენა. მსახიობმა თქვა, რომ მათი სირთულეები შვილების აღზრდის პროცესში არაფერია იმასთან შედარებით, რასაც მსახიობი დედები აწყდებიან. მსახიობს კოლეგებთან და საზოგადოებასთან ამპარტავნულ დამოკიდებულებაშიც ხშირად ადანაშაულებენ.

"ვფიქრობ, კანიე უესტი მოდისა და კულტურისთვის ისეთივე ადამიანი იქნება, როგორიც სტივ ჯობსი იყო ინტერნეტისთვის", - თქვა კანიე უესტმა საკუთარ თავზე. კანიემ ერთხელ ინტერვიუში საკუთარ თავს "ღვთის მაცნე" უწოდა.
მომღერალს უამრავ კოლეგასთან აქვს კონფლიქტი. ის ხისტი, მოურიდებელი, ხშირად სრულიად არაეთიკური კომუნიკაციითაა ცნობილი. მაგალითად, 2009 წელს რეპერი MTV Video Music Awards-ის სცენაზე ავიდა. მაშინ მთავარი ჯილდო ტეილორ სვიფტმა მიიღო. კანიემ ტეილორს მიკროფონი წაართვა და გამოაცხადა, რომ ეს ჯილდო მას კი არა, ბიონსეს ეკუთვნოდა...

"Anchorman 2: The Legend Continues"-ის გადაღებებზე რეპერმა უამრავი ადამიანი გააღიზიანა. უილ ფარელის თქმით, უესტი მუსიკას იმდენად ხმამაღლა რთავდა, რომ გადაღებები ჩაშალა, ხოლო კანიეს სცენების დასრულების შემდეგ, მან უარი თქვა გადასაღები მოედნის დატოვებაზე და ტრეკების ხმამაღლა შესრულებას განაგრძობდა. რეპერმა პოპულარულ ტელეწამყვანს კონან ო’ბრაიენს ინტერვიუზე უარი იმიტომ უთხრა, რომ შხაპის მიღება სჭირდებოდა...

"ამ სამყაროში მე ვარ მთავარი და ვიცი, რა არის საუკეთესო", - თქვა ერთხელ მერაია ქერიმ. ჰოლივუდის წამყვანი დივას მოთხოვნები არა მხოლოდ კონცერტის ორგანიზატორებსა და მის ასისტენტებს, არამედ მის გულშემატკივრებსაც აოცებს.
მაგალითად, ქერი დაჟინებით მოითხოვს, რომ ფეხსაცმლის თასმები ოთხმა ადამიანმა შეუკრას და ასისტენტებს სთხოვს, გულშემატკივრებთან შეხვედრების დროს ჭიქით წყალი სულ გამზადებული ჰქონდეთ. მომღერალს თავის შეწუხება არ უყვარს. თუ სცენაზე მცირე ტექნიკური პრობლემა გაჩნდება, შეუძლია, საერთოდ გააუქმოს ეს ღონისძიება და წავიდეს... 2013 წელს ქერიმ ჯენიფერ ლოპესზე, რომელსაც მსოფლიოში უამრავი გულშემატკივარი ჰყავდა, თქვა: "ეგ ვინ არის?!"
ერთხელ ქერიმ ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი ფილიპ სკოფილდიც კი გააბრაზა. მომღერალმა "This Morning"-ის გადაღებაზე ერთი საათით დააგვიანა, რადგან არ იცოდა, რა ჩაეცვა. მომღერალს რადიო გადაცემებიც გაუუქმებია იმის გამო, რომ დილით ვერ გაიღვიძა...

მსახიობმა და მოცეკვავემ ჯენიფერ ესპოზიტომ თავის მემუარებში ერთ-ერთი ყოფილი მამაკაცი აღწერა, როგორც "თავხედი, ამპარტავანი და მანიპულატორი." მსახიობი მას ასევე "ბინძურ და ცბიერ კაცს" უწოდებდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯენიფერმა ეს კაცი არ დაასახელა, ჟურნალისტები თვლიან, რომ ის ყოფილ ქმარს, ბრედლი კუპერს გულისხმობდა.
კუპერის ამპარტავნება და არამეგობრული დამოკიდებულება ბრაზილიელმა ჟურნალისტებმაც აღნიშნეს. სხვათა შორის, "The Hangover: Part III"-ის გადაღების შესვენებების დროს, ის ადგილობრივ გულშემატკივრებსაც უგულებელყოფდა.

კეტრინ ზეტა-ჯონსი საკუთარი სტატუსითა და ფულით ხშირად ამაყობს და აბობს, რომ სასახლეებს აგროვებს. მეტიც, მსახიობს ხშირად უთქვამს, რომ ამდენი ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ყიდვა უკვე ღლის, რადგან ყველა სახლში რომ ჰქონდეს, რამდენიმე წყვილად ყიდულობს ნივთებს. 2003 წელს მსახიობმა ისიც კი განაცხადა, რომ "მილიონი დოლარი სინამდვილეში მისნაირი ადამიანისთვის მოკრძალებული თანხაა."
ერთხელ მსახიობმა თქვა, რომ საზოგადოების მხრიდან ბულინგით დაიღალა:
"ვწუხვარ, რომ მდიდარი ვარ, ვწუხვარ, რომ კინოვარსკვლავზე ვარ დაქორწინებული, ვწუხვარ, რომ შესანიშნავად გამოვიყურები", - განუცხადა კეტრინმა The Mirror-ს.

უილ სმიტის "ეგოისტურ" ამპარტავნებაზე მისი კოლეგები ღიად საუბრობენ. მსახიობმა, ჯანეტ ჰუბერტმა, რომელმაც უილთან ერთად სერიალში "The Fresh Prince of Bel-Air" ითამაშა, განაცხადა, რომ სერიალის გაგრძელების გადაღებებზე მხოლოდ მას შემდეგ დაბრუნდებოდა, რაც სმიტი ბავშვივით მოქცევას შეწყვეტდა და არაადეკვატური ქმედებებისთვის ბოდიშს მოიხდიდა. მსახიობზე ხშირად ამბობენ, რომ მის ლექსიკონში სიტყვა "ბოდიში" საერთოდ არ არსებობს.
უილს არც თავად დაუმალავს, რომ მსოფლიოში თავს უდიდეს მსახიობად თვლის და ყველაფერს იმსახურებს, რასაც მოითხოვს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯენიფერ ლოპესს ეკრანებიდან უშუალო, აქტიურ ადამიანად ვიცნობთ, ხშირად ამბობენ, რომ მომღერალი ძალიან პრეტენზიული და ამპარტავანია. მიმტანებსა და ბორტგამცილებლებს არ ესალმება და საკუთარი წესები აქვს. ჯეილოს არც გაყიდვების თანამშრომლებთან ურთიერთობა უყვარს.
როგორც ამბობენ, ერთხელ მომღერალი ბუტიკში შევიდა და თანამშრომლის კითხვაზე, თუ რით შეეძლო დახმარება, თაროდან რამდენიმე საცურაო კოსტიუმი აიღო, გამყიდველს სახეში ესროლა და გასახდელში შევიდა... კონსულტანტი ამ ამბით შოკირებული იყო.

რამდენიმე წლის წინ, ლოპესმა გერმანული სასტუმროდან დიასახლისის გათავისუფლებაც მოითხოვა. ერთადერთი მიზეზი ის იყო, რომ ქალს ლოპესისაგან ავტოგრაფის მიღება სურდა. ის ჯენიფერს პირადად არც შეხვედრია. ვარსკვლავის ასისტენტმა პირდაპირ კარიდან გააბრუნა.
ჯენიფერი არც ხმაურიან განცხადებებსა და სხვების დაკნინებას ერიდებოდა. მაგალითად, 1990-იანი წლების ბოლოს მომღერალმა თქვა, რომ გვინეტ პელტროუ სამსახიობო როლებით კი არა, ბრედ პიტთან რომანით გახდა ცნობილი.

"ჩემი არსებობა ქველმოქმედებაა. არ მაქვს ისეთი თვისება, რომელიც არ მომწონს", - თქვა ერთხელ ჯეი-ზიმ საკუთარ თავზე. 2012 წელს რობერტ დე ნირომ რეპერს ტრიბეკას კინოფესტივალისთვის მუსიკის დაწერა სთხოვა. ჯეი-ზი დასთანხმდა, თუმცა ვალდებულება არ შეასრულა. მეტიც, მსახიობის ზარებს საერთოდ აღარ უპასუხა.
რეპერს ჰოლივუდში არაეთიკური ფრაზებისა და ამპარტავნების გამო არაერთი ადამიანი ემტერება.

მეუღლის მსგავსად, ბიონსე საკუთარ თავს სამყაროს ცენტრად მიიჩნევს. "მე მაქვს ღვთისგან ბოძებული ნიჭი, რომელიც ყოველთვის გამომარჩევს სხვა ადამიანებისგან", - აღნიშნა მომღერალმა.

ცნობილია ისიც, რომ ბიონსე საკუთარ თანამშრომლებს ამპარტავნულად ექცევა. ხშირად არაპუნქტუალურია და სხვების დროს პატივს არ სცემს. მაგალითად, 2013 წელს ეგვიპტის სიძველეთა ყოფილმა მინისტრმა, ზაჰი ჰავასმა, ბიონსეს გიზის პირამიდების დათვალიერებაზე უარი უთხრა, რადგან მომღერალი რამდენიმე საათის დაგვიანებით მივიდა და ბოდიშიც კი არ მოუხდია.

როგორც ამბობენ, ძალიან დიდი პოპულარობის ფონზე, ჯასტინ ბიბერს ადრეული ასაკიდანვე ამპარტავნული ხასიათი განუვითარდა და ის წლების განმავლობაში სრულიად არაადეკვატურად იქცეოდა. მაგალითად, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთხელ მან სასტუმროს აივნიდან გულშემატკივარს შეაფურთხა, ნიუ-იორკში რესტორნის სამზარეულოში შევიდა და საკუთარი მოთხოვნები წამოაყენა, ბუენოს-აირესის კლუბის სცენა არგენტინის დროშით მოწმინდა, წვეულებაზე ხმაურით განაწყენებულ მეზობლებს კი კვერცხები დაუშინა... სია საკმაოდ გრძელი და მრავალფეროვანია.
ბიბერი საკუთარ თავს "რჩეულს" უწოდებს და მუდმივად განსაკუთრებული მოთხოვნები და პირობები აქვს.