ბიძინა ივანიშვილის რძალი ნანუკა გუდავაძე ოჯახურ საახალწლო ფოტოებს აქვეყნებს. დიდი ხნის შემდეგ, ოჯახურ ფოტოებზე ბიძინა ივანიშვილის ნაკლებად ცნობილი ვაჟი - უტაც გამოჩნდა. როგორც ჩანს, ძველით ახალ წელს ყველანი ერთად შეხვდნენ. მხოლოდ ივანიშვილების ქალიშვილი აკლია შეკრებას.








ცოტა ხნის წინ ნანუკა გუდავაძეს დაბადების დღე ჰქონდა, რომელიც ასევე საქართველოში აღნიშნა. ბოლო წლებში ის და მისი მეუღლე ბერა ივანიშვილი, შვილებთან ერთად დიდ დროს ატარებდნენ საზღვარგარეთ, თუმცა არც ისე დიდი ხანია, ძირითადად საქართველოში არიან და ბიძინა ივანიშვილი და ეკა კვესიტაძე ხშირად შვილიშვილების გარემოცვაში ხვდებიან დღესასწაულებს.
