სამი შვილის დედა, ტელეწამყვანი ნანუკა გულუა ოჯახურ ფოტოებს აქვეყნებს. მას და მის მეუღლეს - კახაბერ კაშიას, ნინას და იკას შემდეგ, 2025 წლის ივნისში კირა შეეძინათ. ნანუკას პატარების გაზრდაში ძიძები ეხმარებიან, ასევე აქტიურად არის ჩართული მათ აღზრდაში მისი მეუღლე.





ნანუკას არაერთხელ უსაუბრია გვიან დედობაზე და იმაზე, რომ "შინაბრობის" სტატუსიდან უცებ შეიძინა მრავალშვილიანი დედის სტატუსი.
"37 წლის რომ გავხდი, ღმერთს შევევედრე, დედა გავმხდარიყავი… მაშინ არც კახასთანა ადამიანი მინატრია და ვერც მრავალშვილიან დედობას წარმოვიდგენდი, მაგრამ ჩემი ლოცვა ამიხდა… ლოცვას დიდი ძალა აქვს, მეგობრებო, სიკეთე და სიყვარულის უნარს ძალიან ახლოს მიყავხარ ღმერთთან!"
ვიდრე დავოჯახდებოდი, ბოლომდე მქონდა ის შეგრძნება, რომ ბედნიერი, შემდგარი ადამიანი ვიყავი და არაფერი მაკლდა. კახა (მეუღლე) რომ არ ყოფილიყო, მე ამ ნაბიჯს არ გადავდგამდი. ძალიან მიჭირდა. უკვე ის პერიოდი იყო, როცა მარტო ყოფნას შეჩვეული ვიყავი და ყველაფერი დალაგებული მქონდა. ოქროს ადამიანი შემხვდა. რა ვინატრე ასეთი, რომ ზუსტად ასეთი მამა ჰყავთ ჩემს შვილებს, როგორზეც ვოცნებობდი.
გოგონებო, თუ თქვენ გავიწროებენ, 38-39 ან 40 პლუს ასაკში გეუბნებიან, რომ თქვენი დრო წავიდა, აწი რაღა დროს სიყვარული და ოჯახია, არ მოისმინოთ, ყველაფერი გადასარევადაა. თუ თქვენს ლამაზ ცხოვრებაში შემოვა ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს უფრო ლამაზს გახდის, მხოლოდ ამ შემთხვევაშია ეს უდიდესი ბედნიერებაა. იმიტომ, რომ "ვაიმე, მაგვიანდება, ვინც გინდა, ის იყოს", არასწორია. ყველაფერი წინაა. ქალბატონებისთვის გვიან არასდროს არ არის. რაზეც ვიოცნებე, ყველაფერი ამიხდა ისე, რომ ომი, ადამიანის გაგუდვა - არაფერი გამიკეთებია. უბრალოდ, ძალიან ვოცნებობდი. როცა გულწრფელი ხარ და ყველა ადამიანისთვის სიკეთე გინდა, აუცილებლად ზემოდან ყველაფერი მოდის..."
"დედობამ 1000%-ით შემცვალა. შეიცვალა ჩემი ცხოვრება, შეიცვალა ჩემი ცხოვრების დანომრილი წესრიგი, შევიცვალე ვიზუალურად და ეს საერთოდ არ მაღელვებს. ამის საპირწონედ ახლა ისეთ შეგრძნებებში ვარ, რომ ეს ყველაფერი მეასეხარისხოვანი გახდა... ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, მუდმივად ქაოსურად ვიყავი. სულ სამსახური, ჟრიამული, მეგობრები, ხალხი... ძალიან ვნანობ, გახსენებისაც კი მეშინია იმ წინადადების, თუ ოდესმე მითქვამს, რომ დედა თუ არ გავხდებოდი, არა უშავს. ეს იმხელა შეგრძნებაა, ისე ცვლის ადამიანს, სამყაროს, საზრუნავს, კრიტერიუმებს, აბსოლუტურად ყველაფერს ყირაზე აყენებს."