"ფერეიდანში, ქალაქ მარტყოფში მსხვერპლი არ არის, მაგრამ იაზდანშაჰრში 250 დაღუპულია, იქ მოსახლეობის დიდი ნაწილი ქართველია" - რას ჰყვება ფერეიდნელი ქართველი - მშობლები

"ფერეიდანში, ქალაქ მარტყოფში მსხვერპლი არ არის, მაგრამ იაზდანშაჰრში 250 დაღუპულია, იქ მოსახლეობის დიდი ნაწილი ქართველია" - რას ჰყვება ფერეიდნელი ქართველი

2026-01-15 00:34:16+04:00

ფერეიდანში, ქალაქ მარტყოფში მსხვერპლი არ არის, მაგრამ ქალაქ იაზდანშაჰრში არის 250 ადამიანი დაღუპული, მოსახლეობის დიდი ნაწილი არის ქართველი, ასევე, ისპაჰანში და თეირანში რაც ახლა ვიცით, 20-ზე მეტია დაღუპული ფერეიდნელების რაოდენობა,- ამის შესახებფერეიდნელმა ქართველმა, იურისტმა ანდრო ლაჩინანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

  • მისი თქმით, ირანში საპროტესტო აქციების დროს, ბოლო ინფორმაციით, 12 ათასი ადამიანია დაღუპული, თუმცა მისივე განცხადებით, ეს მხოლოდ დიდი ქალაქების მონაცემია.

"ბოლო ინფორმაციით, დადასტურებულია 12 ათასი მსხვერპლი, თუმცა მეტი იქნება, ეს აქცია დაახლოებით 200 ქალაქში მიმდინარეობს. პატარა ქალაქების ინფორმაცია ჯერ დაზუსტებული არაა. 20 ათასი არის დაკავებული. ესეც მხოლოდ დიდი ქალაქების მონაცემებია. თითქმის ყველა ზღვარს გადასცდა ხელისუფლება, თუ შემიძლია ასე ვუწოდო სისტემას, რეჟიმს, რომელიც ამ სისასტიკით იყენებს თავისი ერის წინააღმდეგ ძალას“,- განაცხადა ანდრო ლაჩინანმა. განაგრძეთ კითხვა

ოჯახი სასოწარკვეთილია - რას ამბობენ ახალგაზრდა კაცზე, რომელსაც დღეს ირანის რეჟიმი ჩამოხრჩობას უპირებს
15 წლის ბიჭის ცხედარი იმდენად ცუდ მდგომარეობაში იყო, რომ ვინაობის დასადგენად დნმ-ის ტესტირება გახდა საჭირო... - ირანში საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა და დაპატიმრებულთა შორის არაერთი არასრულწლოვანია...
ვინ არიან ირანის უკანასკნელი შაჰის მემკვიდრეები - ირანიდან გაძევებული მონარქის ტრაგედიები და მისი შთამომავლების მოლოდინები