პედიატრი
ეკა უბერი ჩუტყვავილის შესახებ მშობლებისთვის სოციალურ ქსელში
წერს:
ჩუტყვავილა — 3 მნიშვნელოვანი საკითხი მშობლებისთვის
- კონტაგიოზურობა (გადამდებლობა)
ჩუტყვავილა ერთ-ერთი ყველაზე გადამდები ინფექციაა.
ბავშვი გადამდებია:
- გამონაყარის გაჩენამდე 1–2 დღით ადრე
- მანამ, სანამ ყველა ბუშტუკი ქერქით არ დაიფარება
ამ პერიოდში ბავშვი არ უნდა მივიდეს ბაღში/სკოლაში.
ჰიგიენა — გართულებების პრევენცია
- ხელების ხშირი დაბანა
- ფრჩხილების მოკლედ დაჭრა (ქავილისას ინფიცირების რისკი მცირდება)
- ყოველდღიური შხაპი — აკრძალული არ არის
- სუფთა, მსუბუქი ტანსაცმელი
- ბუშტუკების დაზიანება/ნემსით გაღიზიანება, დაუშვებელია
იბუპროფენი — მნიშვნელოვანი გაფრთხილება
ჩუტყვავილას დროს იბუპროფენის გამოყენება არ არის რეკომენდებული
იგი ზრდის კანისა და რბილი ქსოვილების მძიმე ინფექციების რისკს.
ცხელებისას უპირატესობა ენიჭება პარაცეტამოლს, ექიმის რეკომენდაციით.
მითი: ვაქცინა საჭირო არ არის, ჯობია ბავშვმა „გადაიტანოს“
რეალობა: ვაქცინა იცავს მძიმე მიმდინარეობისა და გართულებებისგან.
მითი: გამონაყარის დროს ბავშვს დაბანა ეკრძალება
რეალობა: ყოველდღიური შხაპი ნებადართულია და რეკომენდებულიც — სწორი ჰიგიენა ინფიცირების რისკს ამცირებს.
მთავარი მესიჯი მშობლებისთვის:
სწორი ჰიგიენა, იზოლაცია და უსაფრთხო მედიკამენტების არჩევა ამცირებს გართულებების რისკს.