მკვლელობა მოხდა გუშინ თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე38 წლის მარი თხელიძემეზობელმა მოკლა. ბრალდებული 35 წლის მამაკაცია, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
მოკლული ქალი და სავარაუდო დამნაშავე ე.წ. იტალიური ეზოს ერთ ეზოში ცხოვრობდნენ. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თხელიძეს ჭრილობა ბასრი საგნით მიაყენა.
"თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1991 წელს დაბადებული ა.დ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 იანვარს, თბილისში, ბასრი საგნის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა - 1987 წელს დაბადებულ მ.თ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ა.დ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს" -ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. განაგრძეთ კითხვა