ფიგურული სრიალის ვარსკვლავების ქართველი მწვრთნელი რუსეთში, რომელიც "ყველაზე სასტიკი მწვრთნელების" სიაშია - ეთერ თუთბერიძის გზა - მშობლები

ფიგურული სრიალის ვარსკვლავების ქართველი მწვრთნელი რუსეთში, რომელიც "ყველაზე სასტიკი მწვრთნელების" სიაშია - ეთერ თუთბერიძის გზა

2026-01-16 11:13:41+04:00

შეფილდში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში, არაერთხელ გაიჟღერა ეთერ თუთბერიძის სახელმა და გვარმა. ცნობილი მწვრთნელის აღზრდილია საქართველოს წარმომადგენელი, რუსეთში დაბადებულინიკა ეგაძე, რომელმაც მამაკაცთა კატეგორიაში მოკლე პროგრამა უმაღლეს დონეზე შეასრულა და პირველი ეტაპის შემდეგ პირველ ადგილს იკავებს. ნიკა მოკლე პროგრამა "მგზავრების" კომპოზიციაზე შეასრულა და საყოველთაო ოვაციებიც დაიმსახურა.

615264851-1347225814086157-7944806682953805651-n-1768549085.jpg

ნიკა ბავშვობიდან ეთერ თუთბერიძის მოსწავლე იყო მოსკოვში და სწორედ მის ხელში ჩამოყალიბდა კონკურენტუნარიან და ჩემპიონ სპორტსმენად.

tuteg-pic4-zoom-1500x1500-2677-1768549029.jpgkak-vystupil-figurist-tutberidze-nika-egadze-na-che-17051261671893391800-1768549029.jpg1680381128-photosota-club-p-nika-egadze-figurist-3-1768549029.jpg

ჩემპიონების მწვრთნელი

ეთერ თუთბერიძეს რუსეთში და ასევე მსოფლიო სპორტულ სამყაროში, ყველა იცნობს. ცნობილი მწვრთნელი, რომელსაც ოლიმპიური ჩემპიონები ჰყავს გაზრდილი, წარმოშობით ქართველია.

1974 წლის 24 თებერვალს მოსკოვშია დაბადებული, მრავალშვილიან ქართულ ოჯახში. მის გარდა ოჯახში კიდევ 4 შვილი იზრდებოდა და ეთერი მეხუთე იყო. სამი და და ერთი ძმა ჰყავს. მამამისი ქარხანაში მუშაობდა, დედა ინჟინერი იყო. მუსიკალური სკოლა დაამთავრა, თუმცა 4 წლიდან მისი მთავარი გატაცება ფიგურული სრიალი გახლდათ.

chto-izvestno-o-seme-eteri-tutberidze-1599150617428309514-1768549432.jpg
დებთან და ძმასთან ერთად

სამწუხაროდ, სპორტულ წარმატებებს ვერ მიაღწია, როგორც სპორტსმენმა, რადგან ხერხემალზე მიიღო ტრავმა და ყინულზე ცეკვაზე გადაერთო, ასევე ცეკვავდა ბალეტს ყინულზე. 18 წლისა ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა, ცნობილ ყინულის შოუში მონაწილეობის მისაღებად.

347422105014509-1768549029.jpeg

მერე კი მწვრთნელობა დაიწყო. პროფესიით მწვრთნელი და ბალეტმეისტერ-ქორეოგრაფი გახლავთ. 1994-98 წლებში აშშ-ში მწვრთნელობდა, მერე კი რუსეთში დაბრუნდა და რუსეთის ფიგურული სრიალის ნაკრების საუკეთესო წევრები ხშირად მისი აღზრდილები არიან. მის მიერ გაწვრთნილ სპორტსმენებს მოგებული აქვთ ევროპის, მსოფლიოს ჩემპიონატები და ოლიმპიური თამაშები.

tutberidzee-1768549029.jpg

რაც შეეხება ოჯახს, ეთერს ამერიკელი ქმარი ჰყავდა, რომლისგანაც ეყოლა ქალიშვილი დიანა დევისი. გოგონა ასევე ფიგურულ სრიალს გაჰყვა და წყვილებში ცეკვავს. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, ბავშვობიდან ავარჯიშებს დედა და წარმატებულ მოცეკვავედაც აქცია. არაერთი პრესტიჟული ჯილდო აქვს მოგებული.

2 წლიდან სენსონერვული სმენის დაქვეითება აქვს. იმის გამო, რომ ძალიან ცუდად ესმის, ნორმალური ცხოვრებისა და სწავლისთვის ყოველთვის განსაკუთრებული პირობები სჭირდებოდა. თუმცა როგორც თავად ყვება, დედა ყოველთვის ისე ექცეოდა, როგორც ჩვეულებრივი საჭიროებების მქონე ბავშვს და არასოდეს არაფერს უთმობდა, იმის მიუხედავადაც, რომ შვილი იყო. ამან ის ბევრად გამოაწრთო და გაცილებით ქმედუნარიანი და მებრძოლი გახადა.

p23432883789b47da7e4904a73fb5527113d172800x600-1768549029.jpg0cb0a8e6a53b70fef4525f7689dd3e5b-1768549028.jpg

ერთხელ დიანამ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა სწორედ იმათთვის, ვინც მას სუსტად მიიჩნევს, სმენის პრობლემების გამო: "უკვე დავიღალე იმის კითხვით, თუ როგორ მიმიჩნევენ ავადმყოფად და სმენდაქვეითებულად, რომ არ მაქვს მომავალი ამ დაავადების გამო და ა.შ. ჩვეულებრივად ვცხოვრობ, ვსწავლობ ჩვეულებრივ სკოლაში და ვლაპარაკობ ადამიანებთან".

დიანა რამდენიმე წლის წინ თავის მეწყვილეზე გლებ სმოლკინზე დაქორწინდა, რომელთან ერთადაც რუსეთიდან აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად. წყვილმა ოფიციალურად ამერიკაში იქორწინა, შემდეგ კი საქართველოშიც ჰქონდათ საქორწინო ცერემონია.

mcituridzze-1728565983-1-1768549029.webp

a8fc918ec9824daa2d1298fc176eafa06593dedfeaf4b156646560-1768549432.jpg

სამი წლის წინ, ჟურნალ Elle-ის იაპონურმა ვერსიამ მსოფლიოში ყველაზე სასტიკი მწვრთნელების რეიტინგი გამოაქვეყნა. სიის თავში ქართული წარმოშობის მწვრთნელი ეთერ თუთბერიძე აღმოჩნდა. სტატიის ავტორის თქმით, რუსი სპორტსმენების მწვრთნელი ძალიან სასტიკია, ამიტომაც ჩემპიონი ფიგურისტები ხშირად მისგან მიდიან ან საერთოდ უარს ამბობენ სპორტული კარიერის გაგრძელებაზე.

სტატიაში მოხსენიებულია იულია ლიპნიცკაია, 2014 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. გოგონა ანორექსიით იტანჯებოდა და ადრე დაასრულა სპორტული კარიერა. არც ისე დიდი ხნის წინ თუთბერიძესთან მუშაობაზე უარი თქვეს ალექსეი ეროხოვმა და ალექსანდრა ტუსოვამ. მსოფლიო ჩემპიონი ახლა ვიქტორ ბუცაევთან ვარჯიშობს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ტუსოვა კი ევგენი პლუშენკოს გუნდში გადავიდა.
რაც შეეხება თავად ეთერ თუთბერიძის განმარტებას მის სიმკაცრეზე, მედიას ადრინდელ ინტერვიუში ასეთი პასუხი გასცა: "მითია ის, რომ მე მკაცრი და სასტიკი ვარ. უბრალოდ, მკაცრი და უხეში ლაპარაკი ვიცი. შემიძლია სიტყვით დავსაჯო ადამიანი", - განაცხადა თუთბერიძემ ერთ-ერთ ინტერვიუში.