2026 წლის 22 იანვარს პლანეტების აღლუმია - რატომაა ამ დღის ენერგია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ - მშობლები

2026 წლის 22 იანვარს პლანეტების აღლუმია - რატომაა ამ დღის ენერგია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ

2026-01-16 12:42:06+04:00

2026 წლის 22 იანვარს იშვიათი ასტროლოგიური მოვლენა - პლანეტების აღლუმია. დედამიწასთან ყველაზე ახლოს მდებარე სამი პლანეტა, მერკური, ვენერა და მარსი, მზესთან ყველაზე ახლოს განლაგდება.

სამწუხაროდ, პლანეტების განლაგების შეუიარაღებელი თვალით დაკვირვება შეუძლებელია. ეს ფენომენი სპეციალიზებულ აღჭურვილობას მოითხოვს და ჩვენ საჭირო აპარატურის გარეშე, ვერ დავინახავთ. მაგრამ, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს იშვიათი ასტროლოგიური მოვლენა გავლენას ყველა ადამიანზე მოახდენს.

აღნიშნულ დღეს განსაკუთრებული ენერგეტიკული დატვირთვა აქვს. იმისათვის, რომ დღის ენერგია სწორად გამოვიყენოთ და წარმატებას მივაღწიოთ, მნიშვნელოვანია, ასტროლოგების რამდენიმე რჩევა გავითვალისწინოთ.

planetebis-aglumi-2-1768553014.jpg

თხის რქისა და მერწყულის ძლიერი ენერგია თითოეულ ადამიანზე მოქმედებს. როგორც ასტროლოგები ამბობენ, სფინქსის საინტერესო ვარსკვლავური ნაკადი იხსნება. ახალი ხედვების ჩამოყალიბებისთვის, იდეების, პროექტების განსაზღვრისთვის შესანიშნავი დღეა. წინგადადგმული ნაბიჯები იმაზე პერსპექტიული აღმოჩნდება, ვიდრე შეიძლება, იფიქროთ.

ძალიან კარგი პერიოდია იმისათვის, რომ წინააღმდეგობები გადაჭრათ, ამოცანებს გაუმკლავდეთ, დაწყებული საქმეები საბოლოოდ დაასრულოთ და სიახლეებზე იფიქროთ. თვითგანვითარებისთვის იდეალური დროა, იყავით გულწრფელი - თუ დიდი ხანია, რადიკალურ ცვლილებებს გეგმავთ, ამ დღის ენერგია შესაძლოა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმაროთ და სწორი მიმართულება გაჩვენოთ. გაატარეთ დრო სიჩუმეში, განმარტოვდით და დაიწყეთ იმაზე ფიქრი, რაც დიდი ხანია, გაწუხებთ და თქვენგან კონკრეტულ ნაბიჯებს მოითხოვს.

მნიშვნელოვანია, რამდენიმე შეკითხვა გამოყოთ. მაგალითად:

  • რა მოხდება, თუ ყველა სიტუაცია და სცენარი უცვლელი დარჩება და არჩეული მიმართულებით გააგრძელებთ სვლას?
  • ან პირიქით, რა მოხდება, თუ ცვლილებებს გადაწყვეტთ?

planetebis-aglumi-3-1768553027.jpg

მაქსიმალურად გულწრფელი იყავით და საკუთარ თავს ნუ მოატყუებთ. სწორი გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გახსნილი ხართ, რამდენად შეგიძლიათ მოუსმინოთ საკუთარ თავსა და შინაგან ხმას.

ეს დღე გრძელვადიანი გეგმების ჩამოყალიბებისთვის იდეალურია. საკმარისი შეუპოვრობითა და შრომისმოყვარეობით, ყველაფერი გამოვა.

იანვრის პლანეტების აღლუმი სიახლეებისკენ გვიბიძგებს. ეს შეიძლება ეხებოდეს როგორც პირად, ასევე საქმიან ურთიერთობებს. თუმცა, გახსოვდეთ, რომ მნიშვნელოვანია, გააზრებული ნაბიჯები გადადგათ და არა იმპულსური.