ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ექსკლუზიურ ინტერვიუს აანონსებს კესარია აბრამიძის დედასთან, რომელიც საუბრობს, როგორ აგრძელებს ცხოვრებას შვილის გარდაცვალების შემდეგ:
- ის ცოცხალია, ის ცოცხალია ჩემთვის და იმის იმედი მაქვს, რომ მეც იქ უნდა წავიდე, ველოდები წუთებს... აქ რომ მოვედი, კესარიამ მომცა ალბათ იმის ძალა, რომ მოვსულიყავი... მე ახლაც ვამაყობ ჩემი შვილით. კესარია მარტო მაკიაჟი და ჩაცმა არ იყო... დიდ ბოდიშს მოვიხდი დედამისთან, მაგრამ მე ის ბიჭი არ მომწონდა. განაჩენით კმაყოფილი ვარ, რა უნდა მაგას გარეთ...
როგორც ცნობილია, ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ყველა წარდგენილ ბრალდებაში და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 26 წლის ბექა ჯაიანმა 37 წლის კესარია აბრამიძე განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა.

კესარია (პირვანდელი სახელი - ბესო) აბრამიძე 1987 წლის 18 აგვისტოს დაიბადა. ის იყოპირველი ქართველი, რომელმაც საჯაროდ აღიარა და ისაუბრა საკუთარი ტრანსსექსუალობის შესახებ.


იყო ცნობილი სახე, მოდელი, ინფლუენსერი, თამაშობდა კინოში. 2018 წელს მის ტრანს მსოფლიოს სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა საქართველოს სახელით.

კესარიას საზღვარგარეთ გენეტიკური მასალის გაყინვა ჩაუტარდა, რისი საშუალებითაც შეეძლო ბიოლოგიური შვილის ყოლა. გაკეთებული ჰქონდა რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია. 2014 წელს განაცხადა, რომ სასქესო ორგანოს ოპერაციაც გაიკეთა, რითაც ნამდვილ ქალად იქცა.
რაც შეეხება დედას, ალისას, რომელზეც ძალიან ხშირად საუბრობდა, რომელთანაც მეგობრობდა და ამბობდა, რომ გარეგნულად სწორედ მას ჰგავდა, ის თბილისში დაბადებული უკრაინელი ქალბატონია.





ასევე აქვეყნებდა ხოლმე დის - ანას ფოტოებს.
