65 წლის შონ პენი სერიალების 30 წლის ვარსკვლავთან უკვე საჯაროდ ჩნდება - შედგება თუ არა მსახიობის მეოთხე ქორწინება? - მშობლები

65 წლის შონ პენი სერიალების 30 წლის ვარსკვლავთან უკვე საჯაროდ ჩნდება - შედგება თუ არა მსახიობის მეოთხე ქორწინება?

2026-01-17 13:30:00+04:00

65 წლის შონ პენი საჯაროდ თავის შეყვარებულთან, 30 წლის მსახიობ ვალერია ნიკოვთან ერთად გამოჩნდა. წყვილი კალიფორნიის შტატის ქალაქ სანტა მონიკაში სეირნობისას შენიშნეს. პენი და ნიკოვი ხელჩაკიდებულები მოდიოდნენ.

616567943-1181228860842993-9132243047865998479-n-1768642918.jpg

მედიამ პენის და ნიკოვის ურთიერთობის შესახებ პირველად 2024 წლის ზაფხულში გავრცელდა ინფორმაცია. მას შემდეგ ისინი პერიოდულად ერთად ჩნდებიან. წყვილი 2025 წლის კანის კინოფესტივალსაც დაესწრო და იმავე წელს მსახიობი პარიზში რენატა ლიტვინოვას სპექტაკლზე ნახეს, რომელშიც ვალერიამ ერთ-ერთი როლი შეასრულა.

dddfd32612f205830b10cc9019209ddb-1768642918.jpgbestimage-00728123-000129-1768642918.jpgsean-penn-valeria-nicov-17th-film-festival-lumiere-101525-d168b25ae7b547baab3d0ae89d7e0bba-1768642919.jpgsean-penn-girlfriend-valeria-nicov-make-red-carpet-debut-05-1768642919.webp

ნიკოვი, რომელიც პენზე 35 წლით უმცროსია, კიშინიოვში დაიბადა და გაიზარდა. პარიზში გადასვლის შემდეგ, მოდელად მუშაობდა, თანამშრომლობდა დიზაინერ კაროლინა ჰერერასთან, ასევე ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Dada Sport, La Galpa და Bonanza. მისი კინოდებიუტი 2018 წელს შედგა ფრანგულ კომედიაში „პარიზი პიგალი“ და ასევე ეპიზოდური როლი ჰქონდა „ემილი პარიზში“. მას შემდეგ არაერთი ცნობილ სერიალში ითამაშა მთავარი როლი და ახლა ნამდვილი ვარსკვლავია.

img-0010-e1538652804171-1768642919.jpg1752022-1768642918.jpg

emmabirski-for-premiummodelsmakeup-mauve-lc-1768642919.webp

მათი რომანის დაწყებამდე ორი წლით ადრე, ოსკაროსანი მსახიობი შონ პენი თავის მესამე ცოლს დაშორდა, მსახიობ ლეილა ჯორჯს, რომელთანაც დაქორწინებული იყო 2020 წლიდან 2022 წლამდე. მანამდე პენი, რომელიც ცნობილია როგორც „ჰოლივუდის ცუდი ბიჭი“ თავისი პრობლემური და არასტაბილური რეპუტაციის გამო, დაქორწინებული იყო მადონაზე (1985-1989) და რობინ რაიტზე (1996-2010). ამ უკანასკნელთან ჰყავს ზრდასრული ვაჟი და ქალიშვილი. ასევე ჰქონდა ურთიერთობა შარლიზ ტერონთან და სიუზან სარანდონთან. ჯორჯთან განქორწინების შემდეგ, ხვდებოდა უკრაინელ მსახიობ ოლგა კოროტიაევას და ავსტრალიელ მსახიობ ნატალი კელის.

sean-penn-1-sized-1768642919.jpgsean-penn-2541c296-1768642919.jpggettyimages-1491513270-1024x683-1768642919.jpg

თუმცა ყველაზე დიდხანს ბოლო დროს თავის ახალ მიჯნურთანაა და ამბობენ, რომ მეოთხე ქორწინებაც მოსალოდნელია.

d3e19ed8f2a60220a63c771eae6da2ab-1768642918.webp89257aa49cf6-gettyimages-2215482501-1768642918.jpg.webp64-yasindaki-oscar-odullu-oyuncu-paris-te-17959877-9921-m-1768642918.webp