"ოჯახური კონფლიქტი სულ დედამისის გამო იყო. ჩვენ ვიყავით ორი პატარა ბავშვი და აგვრია... მე რაც გამომატარა საზოგადოებამ, ამას არავის არ ვუსურვებ... დღეს მე და ნიკას ცივილური, კარგი ურთიერთობა გვაქვს..." - ნეკა დოროყაშვილის გულახდილი ინტერვიუ - მშობლები

"ოჯახური კონფლიქტი სულ დედამისის გამო იყო. ჩვენ ვიყავით ორი პატარა ბავშვი და აგვრია... მე რაც გამომატარა საზოგადოებამ, ამას არავის არ ვუსურვებ... დღეს მე და ნიკას ცივილური, კარგი ურთიერთობა გვაქვს..." - ნეკა დოროყაშვილის გულახდილი ინტერვიუ

2026-01-18 00:11:54+04:00

ინფლუენსერი და მოდელი, ცნობილი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი "მადისაღმძვრელი პოდკასტის" მორიგი ეპიზოდის სტუმარი იყო. გულახდილ ინტერვიუში ისაუბრა ხელახლა ნაპოვნ და გაძლიერებულ საკუთარ თავზე, ახალ ამპლუაზე - როგორც ცნობილია, მან მომღერლობა დაიწყო და ახლებურად წარდგა საზოგადოების წინაშე. ასევე ისაუბრა იმ რთულ პერიოდზე, რომელიც გაიარა ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაშორების პერიოდში. როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ ჩოგბურთელმა გერმანელ რჩეულს ხელი სთხოვა, ნეკამ კი აღნიშნა, რომ თავადაც ჰყავს საყვარელი ადამიანი, ნიკასთან კი დღეს კარგი ურთიერთობა აქვს.

- ძაან მეცოდება ამ გადმოსახედიდან ჩემი თავიც, ის ბიჭიც და მისი დედაც. მეცოდება ეს ქალბატონი. ახლა აღარ ვარ გაბრაზებული, სულიერად ბევრად განვითარებული ვარ, ვიდრე ოდესღაც ვყოფილვარ. როცა სულიერად მაღლდები, მერე აღარ გინდა, რომ ვინმე დასაჯო, ვინმეს ჭკუა ასწავლო. ერთადერთი, ისევ შენი თავი გინდა გაიძლიერო, უფრო კაი ტიპი გახადო, როცა ნიღბები აღარ გაქვს, ხარ შენ უბრალოდ და კომფორტულად ხარ შენს თავთან... უბრალოდ მეცოდება, რადგან ყველა ადამიანი ცოდოა ზოგადად, როცა შეგიძლია შენი შვილის ოჯახი გაწირო. ცოდო არ არის? შენს ოჯახს და შენს თავს რომ ვნებ და ვერ ხვდები, ცოდო არ ხარ? ამიტომ, ცოდოა და მე შევუნდე... მე ვინ ვარ, ღმერთი გვპატიობს რაღაცებს და ჩვენ არ გვაქვს უფლება, ადამიანებს არ ვაპატიოთ. ღმერთმა შეუნდოს, რაც დააშავა.

ოჯახური კონფლიქტი სულ დედამისის გამო იყო. ჩვენ ვიყავით ორი პატარა ბავშვი და კარგად დამუშავებული ვყავდით ორივე. ორივე ვიყავით პატარები, ორივე აგვრია, ფსიქიკურად შეგვარყია, არც მე ვიყავი ისე დალაგებული და დამჯდარი გონების, როგორც ახლა ვარ. მენტალურად ორივე ვიყავით პატარები... ცხოვრებამ მასწავლა ბევრი რამე. ახლა ასეთ ადამიანს ძალიან მარტივად შევხედავდი, მაშინ არ მქონდა ამ ყველაფრის ძალა.

მე რაც გამომატარა საზოგადოებამ, ამას არავის არ ვუსურვებ. მე ვიყავი ერთი პატარა გოგო (ის გოგო ჩემთვის პატარა გოგო იყო...), რომელიც არაფერ შუაში იყო, აღმოჩნდა ლაბირინთში და ყველამ გადაწყვიტა, რომ მოდი, ახლა ამას სახე ავახიოთ... ახლა აქედან მივმართავ, უკაცრავად, არ გაქვთ თქვენ მაგის უფლება, რომ ვინმეს სახე აახიოთ. ვის ეგოს ეხებით? არავის აქვს იმის უფლება, რომ სხვის ეგოს შეეხოს. არ იცი, ის რას იზამს, თავს მოიკლავს თუ შენ მოგკლავს... შეიძლება, შენზე დიდი ეგო ჰქონდეს ვიღაცას.... ვინ ხარ, ვიღაც ტილიანი შემოდიხარ, მლანძღავ, მშობლებს მილანძღავ, შვილს... მე გამლანძღეს კი არა, მიწასთან გამასწორეს, საფლავში ჩამდეს... თუმცა არ ეყოთ.

ჩემი ბულინგი არ გრძელდება, იმიტომ, რომ მე აღარ ვიღებ. "მკიდია" ახლა. მე ვარ კაი ტიპი და ეს ჩემმა ოჯახმა იცის, ჩემმა საყვარელმა ადამიანებმა იციან და თუ სხვამ არ იცის, ეგ აღარ მაინტერესებს. სხვებისთვის აღარ ვცხოვრობ. მაშინ სხვებისთვის ვცხოვრობდი... მე დიდი ხანი არაა, რაც ჩემი თავისთვის დავიწყე ცხოვრება. შეგიძლია იყო საჯარო პირი, მაგრამ ყველაფერი გააკეთო იქიდან გამომდინარე, შენ რა გინდა, შენ როგორ მოგწონს, შენ რა გაბედნიერებს. როცა შენს თავს უმტკიცებ და არა სხვებს, მაშინ ხარ რეალურად შენ.

მე და ნიკას დღეს გვაქვს ცივილური, ნორმალური, კარგი ურთიერთობა. ისე, როგორც ნორმალურ ცივილიზებულ ადამიანებს შეეფერებათ.

რეალურად ნეკა არის ძალიან მარტივი, თავისუფალი და ბედნიერი. და ერთი რაღაც სჭირდება ნეკას - უნდა გააღიმოს მამაკაცმა. მეტი არაფერი. ახლა ვიღიმი, ძაან ბედნიერი ვარ, ანუ კარგად არის ყველაფერი... ბევრი ბრძოლა გავიარე, რომ მიმეღო საკუთარი თავის ის ვერსია, როგორიც ახლა ვარ.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა გერმანელ რჩეულს ხელი სთხოვა - ცნობილი ჩოგბურთელი მილოცვებს იღებს
ნეკა დოროყაშვილი: ჩემი მეუღლე იყო პირველი მამაკაცი ჩემთვის. ვფიქრობდი, რომ თუ ოჯახს შექმნიდი, ის არასოდეს უნდა დაგენგრია