"დიდი ტრაგედია მოხდა... ნინიმ საქართველო ასახელა სპორტული წარმატებებით... ხეს შეეჯახა... არ უტარებია მოტო, ახლა სწავლობდა" - რას ჰყვებიან დაღუპულ 17 წლის გოგონაზე - მშობლები

"დიდი ტრაგედია მოხდა... ნინიმ საქართველო ასახელა სპორტული წარმატებებით... ხეს შეეჯახა... არ უტარებია მოტო, ახლა სწავლობდა" - რას ჰყვებიან დაღუპულ 17 წლის გოგონაზე

2026-01-18 11:21:49+04:00

უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა ბოლნისში. 17 წლის გოგონა, ნინი მამარდაშვილი რომელიც მოტოციკლით გადაადგილდებოდა, ავარიას ემსხვერპლა. გარდაცვლილი ახალგაზრდა წარმატებული სპორტსმენი, კარატისტი იყო.

გლოვაა ბოლნისში, სადაც ყველა იცნობდა ამ საყვარელ გოგონას, რომელმაც უზარმაზარი სიყვარული დატოვა. როგორც შევიტყვეთ, გოგონა მოტოციკლით გადაადგილდებოდა და ხეს შეეჯახა, სამწუხაროდ ადგილზე დაიღუპა. ნინი კერძო სკოლა “დავითაინის” მე-12 კლასის წარმატებული მოსწავლე იყო. სამწუხაროდ ბევრი განუხორციელები ოცნება დარჩა და ყველა განიცდის ამ დიდი მომავლის მქონე გოგონას გარდაცვალებას.

“ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, ისე განვიცდი მომხდარს. ნინი ჩემი მოსწავლე კი არა, შვილი იყო. ისეთი ურთიერთობა გვქონდა. რა უნდა გითხრათ, საოცარი, სიცოცხლით სავსე გოგონა არ გვყავს, სპორტსმენი ბავშვი, არაჩვეულებრივი გოგონა, ძალიან დიდი მომავლის. საქართველო ასახელა თავისი სპორტული წარმატებებით. ეს თავზარდამცემი ამბავი გუშინ მოხდა. ისეთ ადგილზე მოუვიდა ეს ამბავი, რომ წარმოუდგენელია. იქ საერთოდ არანაირი ტრანსპორტიც კი არ დადის. ხეს შეეჯახა და ადგილზე დაიღუპა. ხვალ დაბადების დღე აქვს და ამ ბავშვის საშინელმა ამბავმა გაგვანადგურა. უნიჭიერესი გოგონა იყო, სულ ვეუბნებოდი, არ მოდუნდე-მეთქი, თავისუფლად გადიოდა სკოლაშიც ოქროს მედალზე. ჩვენი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე იყო. შოკში ვართ ყველანი. ჩვენი მოუშუშებელი იარაა, ვერ ვიჯერებ, ჯერ კიდევ სიზმარში ვართ.

ბოლნისიდან მოშორებით, სოფელში დატრიალდა ეს დიდი ტრაგედია. როგორც მითხრეს, იმ ადგილას სწავლობენ მოტოციკლის ტარებას ახალგაზრდები. იქ ტრანსპორტიც კი არ დადის, ერთი ხე გახდა ამ დიდი ტრაგედიის მიზეზი, შეეჯახა ხეს და ბავშვი გადააგდო მოტოდან, ადგილზეა გარდაცვლილი. ეს იყო სასწაული, შესაძლოა ვერ დაიმორჩილა საჭე, იმიტომ, რომ არ უტარებია მოტო, ახლა სწავლობდა, იქ ისეთი ადგილია, ძირითადად თურმე სწავლობდნენ ტარებას, იმიტომ რომ ქალაქში აკრძალულია. განაგრძეთ კითხვა