ვინ არის 82 წლის რობერტ დე ნიროს 35 წლით უმცროსი რჩეული და მისი მე-7 შვილის დედა? - როგორ შეხვდა ვარსკვლავი ნამდვილ ჩემპიონს - მშობლები

ვინ არის 82 წლის რობერტ დე ნიროს 35 წლით უმცროსი რჩეული და მისი მე-7 შვილის დედა? - როგორ შეხვდა ვარსკვლავი ნამდვილ ჩემპიონს

2026-01-18 20:50:37+04:00

კარნეგი ჰოლში სუხიშვილების კონცერტს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ქართულ სოციალურ ქსელში კონცერტის ტრიუმფთან ერთად, აქტიურად განიხილავდნენ იმ ფაქტს, რომ წარმოდგენას რობერტ დე ნირო დაესწრო მეუღლესთან ერთად და კონცერტის მერეც მოინახულა სუხიშვილები.

აქტიურად განიხილავდნენ ასევე მსახიობის მეორე ნახევარს. ვინ არის ტიფანი ჩენი, რომელმაც ასეთ მხცოვან ასაკში მყოფ მსახიობს გაუჩინა შვილი და უკვე რამდენიმე წელია მის გვერდითაა?

საბედისწერო შეხვედრა

რობერტი და ტიფანი ერთმანეთს 2015 წელს ფილმ "სტაჟიორის" გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ, როდესაც ქალი ტაი ჩის ინსტრუქტორად მუშაობდა. მათ რომანი 2021 წელს დაადასტურეს და ორი წლის შემდეგ ჯია შეეძინათ.

426159306-700364832269133-9175249079687918498-n-1707581912-1710173152.jpg

deniro1-1762772056.jpg

robert-de-niro-and-tiffany-chen-at-cannes-142744401-1x1-1768756640.webp

ჯია რობერტის მეშვიდე შვილია. მის დაბადებამდე, მას წინა ურთიერთობებიდან ექვსი შვილი ჰყავდა. პირველ მეუღლესთან, დიანა აბოტთან, 57 წლის დრენა და 48 წლის რაფაელი. შემდეგ ყოფილ შეყვარებულთან, ტუკი სმიტთან, ტყუპი - ჯულიანი დაეირინი (29 წლის). მეორე მეუღლესთან, გრეის ჰაიტაუერთან, მას ასევე ჰყავს 26 წლის ელიოტი და 13 წლის ჰელენ გრეისი.

ტიფანი საბრძოლო ხელოვნების ინსტრუქტორია. ნამდვილი პროფესიონალია, შთამბეჭდავი რეზიუმეთი, რომელმაც კარიერის განმავლობაში ათობით ოქროს მედალი და მსოფლიო ტიტული მოიპოვა. კუნგ-ფუს ოსტატის ოჯახში დაიბადა, დიდოსტატის - უილიამ ჩ.ჩ. ჩენის ქალიშვილია.

robert-de-niro-tiffany-chen-cannes-051325-1149b311d34141d6b4ef1e84723977d9-1768756640.jpg

მიუხედავად იმისა, რომ საბრძოლო ხელოვნება მისი მთავარი საქმეა, ჩენის ინტერესი ამ სპორტის მიმართ ადრეულ ასაკში ცეკვის, მათ შორის ბალეტისა და ჰულას, გამოცდილებიდან მოდის. მის ვებსაიტზე განთავსებული ბიოგრაფიის თანახმად,ხუთი წლის ასაკში დაიწყო ცურვა და ტანვარჯიში. რვა წლის ასაკში უკვე ციგურეზე იდგა და 11 წლისამ რეგიონულ შეჯიბრში სამი ოქროს მედალიც მოიპოვა. ფიგურული სრიალი რომ უფრო დაეხვეწა, სამეჯლისო ცეკვების გაკვეთილები გაიარა, მაგრამ სწრაფად მიხვდა, რომ ტაი ჩი მისი მთავარი გატაცება იყო. შემდეგ სწორედ ამ ხელოვნებას მიუძღვნა ცხოვრების ძირითადი წლები და ნამდვილ პროფესიონალად იქცა. სწორედ ამ საქმიანობამ შეახვედრა მსოფლიო ლეგენდასთანაც.

robert-de-niro-tiffany-chen-white-house-state-dinner-041024-f9cea85cf51640cda0c15331d90e982e-1768756641.jpg

სხვათა შორის, მშობიარობის შემდგომ ჩენს საკმაოდ სერიოზული გართულებები ჰქონდა და ე.წ. სბელის დამბლის დიაგნოზი დაუსვეს. სახის კუნთები პარალიზებული ჰქონდა და მოგვიანებით ყვებოდა, რომ სახის ნაწილებს ვერ გრძნობდა და ყველაფერი თითქოს დაუბუჟდა. შემდეგ ხანგრძლივი მკურნალობის კურსი დასჭირდა.

xvicha-1768756641.png

ტიფანი დღეს უფრო ხშირად ჩნდება საჯარო ღონისძიებებზე დე ნიროს გვერდით. ოფიციალურად არ უქორწინიათ, თუმცა უკვე მის მეუღლედ მოიხსენიებს ყველა.

c7f9019b-86b2-4332-a52e-5545ddd95b69-632e67f0-1768758082.webp

მსახიობი კი ხშირად აღნიშნავს, რომ პატარა ქალიშვილის დაბადებამ ხელახლა შთაბერა სული და ძალიან ბედნიერია.

ამ ასაკშიც კი, რობერტ დე ნირო მოთხოვნადია, მუდმივად აქვს ახალი პროექტები და შეთავაზებები, ასევე ძალიან წარმატებულია მისი სამშენებლო და სარესტორნო ბიზნესი. პოლიტიკურადაც აქტიურია. თუმცა მისი ამ დაძაბული გრაფიკით მისი ახალგაზრდა რჩეული ხანხადან უკმაყოფილოა. ტიფანი ამბობს, რომ რობერტი მისთვის საკმარისად ვერ იცლის და ერთად დიდ დროს ვერ ატარებენ.

მიყვარდა როგორც ვაჟი, ახლა მიყვარს როგორც ქალიშვილი... - რობერტ დე ნირომ საჯაროდ დაუჭირა მხარი ტრანსგენდერ შვილს