როგორი იქნება მიმდინარე კვირის ამინდის პროგნოზი, როდემდე გაგრძელდება ნალექი, თოვლის სახით და როდისაა ყინვის გაძლიერება მოსალოდნელი - გადაცემაში "იმედი დილა" სინოპტიკოსი თამარ პაპაშვილი საუბრობს:
- ბოლო წლებში თბილისისთვის ასეთი ამინდი იშვიათი მოვლენა გახდა. ინტენსიური თოვა უკვე მეორე დღეა, გრძელდება. დღესაც მთელი დღე ითოვებს. დღის მეორე ნახევარში ინტენსივობა კიდევ უფრო მოიმატებს. 20 რიცხვის ღამის საათებშიც იქნება. ხვალ უკვე დღის მეორე ნახევრიდან პროცესი გაჩერდება და უნალექო ამინდი იქნება.
დღეს აღმოსავლეთ საქართველოში ღამის ტემპერატურის მინიმუმი და დღის მაქსიმუმი თითქმის თანაბარია. -2, 0 გრადუსის ფარგლებშია. ღამის ტემპერატურა კახეთის რეგიონში ცოტა უფრო ნაკლებია.
რაც შეეხება 20 რიცხვს, თბილისში თოვლი შენარჩუნდება, შესაბამისად, ყინვაც არ გაძლიერდება. მაგრამ, შემდეგ დღეებში - 21 იანვარს და უფრო მეტად, 22 იანვარს საკმაოდ ძლიერ ყინვებს ველოდებით როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში.
დასავლეთ საქართველოში ნალექის ინტენსივობა უკვე შესუსტდა. დღეს დღის ბოლოდან კვლავ განახლდება. მთიან და მაღალმთიან რაიონებში, თოვლის სახით, სანაპირო რაიონებში თოვლჭყაპია მოსალოდნელი. 20 იანვრის მეორე ნახევრიდან კვლავ თოვლია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში, ასევე 21 რიცხვის ღამის საათებში. აღმოსავლეთ საქართველოში, როგორც გითხარით, გამოიდარებს.
დღეს დასავლეთ საქართველოში ნალექი შესუსტდება. დღის მეორე ნახევრიდან კვლავ განახლდება, გაძლიერდება, დასავლეთის მიმართულების საკმაოდ ძლიერ ქართან ერთად. ოღონდ ეს აჭარისა და გურიის სანაპირო რაიონებს, ასევე მთიან ზონას ეხება. აღმოსავლეთ საქართველოში დღის ბოლოს ქარი გაძლიერდება. შიდა ქართლის ტერიტორიაზე, მთიან და მაღალმთიან ტერიტორიაზე შენარჩუნდება. 21 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელო. ასევე, 22 იანვარს მთელი ქვეყნის მასშტაბით უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გაძლიერდება ღამის საათებში ყინვა.
23 იანვრის დღის მეორე ნახევრიდან პროცესი ოდნავ სახეს იცვლის, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში წვიმა, მთიან და მაღალმთიან რაიონებში თოვაა მოსალოდნელი. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, თბილისიდან მოყოლებული, კახეთის რეგიონში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო შიდა ქართლისა და სამხრეთ საქართველოს მთიან რაიონებში კვლავ ნალექია მოსალოდნელი, თოვლის სახით.
ახლა ღრუბელია, ნალექი და შესაბამისად, ღამის ტემპერატურა ძალიან დაბალი არ არის. 21-ში ქარი იქნება და იმ ადგილებში, სადაც ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ძლიერი ყინვა არ იქნება. 22-ში, მას შემდეგ, რაც ქარიც ჩადგება, მოიწმინდება, ღამის ტემპერატურა დაიკლებს. საკმაოდ ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოში. თბილისში შესაძლებელია, -7, -9 გრადუსამდე დაიკლოს ღამის ტემპერატურამ. ასევე, კახეთის რეგიონში. შიდა ქართლისთვის ეს განსაკუთრებული მოვლენა არ არის. იქ -15 გრადუსამდე შეიძლება, ღამის მანძილზე ტემპერატურამ დაიკლოს.
დასავლეთ საქართველოში ღამის ტემპერატურა -6, -5 გრადუსამდე იქნება. შედარებით რბილი ყინვა სანაპირო რაიონებში იქნება. რაც შეეხება მთიან და მაღალმთიან რაიონებს, -15 გრადუსამდე იქნება. მაღალ მთაში -23, -25 გრადუსამდე შესაძლოა, რომ დაიკლოს.
ზამთრის კურორტებზე ყველგან თოვს, თოვლის საფარი ძალიან კარგია.
რა თქმა უნდა, გვიხარია თოვა, ნამდვილად ძალიან ლამაზია. თუმცა, მეორე მხრივ, ეს პრობლემებს ქმნის. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთზე მოძრაობა, ხილვადობის, ლიპყინულის გამო, იზღუდება და ფრთხილად უნდა ვიყოთ.