"ქართველი სიძე და კენიელი პატარძალი... მან პირველად დაინახა თოვლი" - ულამაზესი საქორწილო ფოტოსესია კავკასიის მთებში - მშობლები

"ქართველი სიძე და კენიელი პატარძალი... მან პირველად დაინახა თოვლი" - ულამაზესი საქორწილო ფოტოსესია კავკასიის მთებში

2026-01-19 17:30:45+04:00

სოციალურ ქსელში სიძე-პატარძლის ულამაზესი კადრები ვრცელდება. მათ ფოტოსესიის ავტორი Andria Photography ავრცელებს.

"ქართველი სიძე, კენიელი პატარძალი და კავკასიის მთებში. მათი პირველი შეხვედრა თოვლთან.
სიყვარულს საზღვრები არ აქვს — არც ქვეყნებს, არც კლიმატს, არც კულტურას. დღეს მან პირველად დაინახა თოვლი, და მე დავიჭირე ის მომენტი, როცა სამყარო ცოტათი უფრო ჯადოსნური გახდა," - წერს ფოტოგრაფი.
619259638-1461931341960027-7565891572122614444-n-1768830040.jpg
619082190-1461931675293327-7529712694127002868-n-1768830066.jpg

მისი თქმით, ფოტოსესია დაბა კოჯრისკენ, აზეულას მთაზეა გადაღებული.

616674071-1461931748626653-2445758362361802160-n-1768830088.jpg

აზეულა გახლავთ მწვერვალი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთით— თელეთის ქედზე, დაბა კოჯრის სამხრეთით. ზღვის დონიდან 1200 მ. აზეულაზე დგას ციხესიმაგრე აგარანი.

ცნობილი ქართველი ფიტნესინსტრუქტორის ინდური და ქართული ქორწილი - თიკო ყაველაშვილი გულშემატკივრებს ქორწილის ფოტოებს უზიარებს
ჩეჩენი ქალი, რომელმაც ქმრის ქორწილში მისი ახალი ცოლისთვის იცეკვა... - ერთი თვის წინ შვილი გააჩინა, მისმა ქმარმა კი უკვე მეორე ცოლი შეირთო (ვიდეო)
ქართველი ქალისა და აფრიკელი კაცის ქორწილი შორეულ კონტინენტზე - ერთად გამოვაცხვეთ ჩვენი აფრიკულ-ქართული ქორწილი