ცნობილების ნათელ-მირონობა - ვინ არიან შოუბიზნესის, პოლიტიკისა და სპორტის წარმომადგენლების ნათლიები და ნათლულები - მშობლები

ცნობილების ნათელ-მირონობა - ვინ არიან შოუბიზნესის, პოლიტიკისა და სპორტის წარმომადგენლების ნათლიები და ნათლულები

2026-01-19 20:13:08+04:00

ცნობილ ადამიანებს ერთმანეთთან ნათელ-მირონობა აკავშირებთ. ვინ ვისი ნათლიაა, ამის შესახებ AMBEBI.GE გიამბობთ.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ზურიკო დავითაშვილის ვაჟის ერთ-ერთი ნათლია, ხვიჩა კვარაცხელიაა.

“ქართული ოცნების" დეპუტატმა, კალათბურთელმავიქტორ სანიკიძემ უმცროსი ვაჟი - სანი სანიკიძე რამდენიმე თვის წინ მონათლა. სანის ნათლიები “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ბერა ივანიშვილი და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი, გიორგი ამილახვარი არიან.

ბრიტანეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მომღერალიქეთი მელუას შვილის ნათლიებს შორის იყო გორის ქალთა კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ცირამუა.

ვიქტორ სანიკიძის ვაჟი ბერა ივანიშვილმა და განათლების ყოფილმა მინისტრმა მონათლეს - ულამაზესი ტორტი, განსაკუთრებული ზეიმი და ნანუკა გუდავაძის სადა იმიჯი: კადრები ლურჯი მონასტრიდან

მომღერალნოდიკო ტატიშვილისა და მისი მეუღლის, ექიმ თათია ერქვანიძის შვილი სულ რამდენიმე კვირის წინ მოინათლა. პატარა კესანეს ნათლიები ოჯახის ახლო მეგობრები – მომღერალი ლელა წურწუმია და ექიმი-ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა არიან. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები