"არ მინდა ჩემს ოჯახთან შერიგება... მუდმივ შფოთვაში ვცხოვრობდი და წლები ვდუმდი.. დიახ, ქორწილში დედაჩემმა ჩაშალა პირველი ცეკვა ჩემს მეუღლესთან " - ბრუკლინ ბექჰემის სკანდალური განცხადება - მშობლები

"არ მინდა ჩემს ოჯახთან შერიგება... მუდმივ შფოთვაში ვცხოვრობდი და წლები ვდუმდი.. დიახ, ქორწილში დედაჩემმა ჩაშალა პირველი ცეკვა ჩემს მეუღლესთან " - ბრუკლინ ბექჰემის სკანდალური განცხადება

2026-01-20 11:31:18+04:00

დევიდ და ვიქტორია ბექჰემებსა და მათ უფროს ვაჟს, ბრუკლინს შორის არსებული უთანხმოება, რომელიც "ოჯახში რძლის შესვლით" დაიწყო, სულ ახალ-ახალ სიმაღლეებზე ადის.

სამი წლის წინ, როდესაც ახალგაზრდა კაცი დაქორწინდა ნიკოლა პელცზე, ამერიკელი მილიარდერების მემკვიდრეზე, საზოგადოება სერიოზულად არ აღიქვამდა ჭორებს რძლისა და დედამთილის ჩხუბის შესახებ, მაგრამ წელიწად-ნახევრის შემდეგ ბრუკლინი ოჯახს ჩამოშორდა, შეწყვიტა მათთან სტუმრობა, არ მიულოცა მამამისს იუბილე ან რაინდობის მინიჭება და მშობლებს აუკრძალა მასთან დაკავშირება - მხოლოდ ადვოკატების მეშვეობით!

დევიდი და ვიქტორია საშინლად განაწყენებულები არიან, მაგრამ არ აძლევენ საკუთარ თავს უფლებას, რომ შვილსა და მის მეუღლეზე ერთი ნეგატიური სიტყვაც კი თქვან საჯაროდ. სამაგიეროდ, ბრუკლინმა ეს წითელი ხაზიც გადაკვეთ.

რამდენიმე საათის წინ მან პირად ბლოგზე ექვსგვერდიანი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მსოფლიოს უამაბო, თუ როგორ ცხოვრობდა მშობლების სრული კონტროლის ქვეშ, რომლებიც, სავარაუდოდ, ბედნიერი ოჯახის იმიჯს ყველაფერზე მაღლა აყენებენ.

354x600-1-9f6931046785cec573f6dc2afd0c6fd5423x717-0xcnxbu63f-9553339144325811751-1768894762.jpg.webp

402x600-1-f043c7b2dd7623dd2775437cb6b4f0a9478x714-0xkiptv4qw-3312051013270068371-1768894762.jpg.webp

„არ მინდა ჩემს ოჯახთან შერიგება. წლების განმავლობაში ჩუმად ვიყავი. მაგრამ მშობლები კარნახობენ პრესას, რა დაწერონ. მე კი იძულებული ვარ, თავი დავიცვა.

დედაჩემმა „ბოროტი“ მიწოდა, როდესაც მე და ნიკოლას გვინდოდა ძიძების ჩვენს საქორწილო მაგიდასთან დასმა“, - წერს ბრუკლინი. ის ამტკიცებს, რომ მისმა ოჯახმა ნიკოლასთან მისი სიყვარულის დანგრევა ქორწილამდე და კაბის ინციდენტამდე დიდი ხნით ადრე სცადა. დიახ, 26 წლის ბექჰემის თქმით, ჭორები იმის შესახებ, რომ ვიქტორიამ განზრახ არ შეუკერა საქორწინო კაბა და ნიკოლა ყველა სტუმრის წინაშე დაამცირა, სიმართლეა.

„დედაჩემმა ჩემი პირველი ცეკვა ჩაშალა ჩემს მეუღლესთან ერთად - ის, რომელიც წინასწარ გვქონდა დაგეგმილი რომანტიკული სიმღერის თანხლებით. მიმიწვიეს სცენაზე, სადაც ჩემს მეუღლესთან ერთად ცეკვა უნდა შემესრულებინა, მაგრამ მის ნაცვლად დედაჩემი მელოდებოდა. ის არასათანადოდ მოიქცა. ცხოვრებაში არასდროს მიგრძნია თავი ასე დამცირებულად“.

„მუდმივ შფოთვაში გავიზარდე. ჩემი ოჯახი ყველაზე მეტად საზოგადოების აღიარებას აფასებს. ეს „სიყვარული“ მხოლოდ სოციალურ ქსელებში პოსტებით იზომება. ჩვენ ყველა ღონისძიებას, ყველა მოდების ჩვენებას ვესწრებოდით, რათა ჩვენი „იდეალური ოჯახი“ გვეჩვენებინა“. და როდესაც ნიკოლამ დედაჩემს ლოს-ანჯელესის ხანძრისგან ძაღლების გადარჩენის შესახებ მიმართა, მან უარი თქვა.

beckham-kids-e1746805632742-1768894929.webp

ჩემს ოჯახში სიყვარული იმით იზომება, თუ რამდენად ხშირად აქვეყნებთ სოციალურ ქსელებში და რამდენად მზად ხართ ყველაფერი მიატოვოთ საერთო ფოტოს ან პოსტისთვის“.

ბრუკლინმა ასევე აღნიშნა მამამისის 50 წლის იუბილე. შეგახსენებთ, რომ ყოფილმა ფეხბურთელმა ეს თარიღი რამდენიმე დღის განმავლობაში და რამდენიმე ქალაქში აღნიშნა. გრანდიოზული ფინალი ლონდონში გამართული გალა ვახშამი იყო, რომელზეც, რა თქმა უნდა, თავისი პირმშო დაპატიჟა. ბრუკლინი ნიკოლასთან ერთად ჩაფრინდა, მაგრამ მოწვევაზე უარი თქვა. მიზეზი? რესტორნის გარშემო უამრავი რეპორტიორი და პაპარაცი იყო - როგორ შეიძლებოდა ეს ნამდვილი ოჯახური ზეიმი ყოფილიყო? როგორც ჩანს, ბრუკლინს შემთხვევით დაავიწყდა, რომ მისი მშობლები სუპერვარსკვლავები არიან.

„ამ ყველაფრის მიუხედავად, მამაჩემის დაბადების დღეზე ლონდონში ჩავფრინდით და მთელი კვირა სასტუმროში ველოდით, ვცდილობდით მასთან დროის გატარებას. ის უარს ამბობდა შეხვედრაზე, თუ ეს არ იყო უზარმაზარი ზეიმი ასობით სტუმრითა და კამერით ყველგან. როდესაც საბოლოოდ დამთანხმდა ჩემთან შეხვედრაზე, მომთხოვა, რომ ნიკოლა არ იქნებოდა იქ“.

ბრუკლინი ნიკოლას თავის უდიდეს სასწაულსა და ხსნას უწოდებს - სწორედ მასთან იპოვა „სიმშვიდე და შვება“ შფოთვით აშლილობასთან ბრძოლის შემდეგ. მისი სიყვარული ნიკოლას მიმართ იმდენად დიდია, რომ ბექჰემმა მისი გვარიც კი აიღო და საკუთარ გვარზე წინ დაარქვა - ახლა ის პელც-ბეკჰემია.

bruklini-1718183449.jpg

„წლების განმავლობაში ჩუმად ვიყავი და ვცდილობდი, ეს საკითხები კონფიდენციალურად შემენახა. სამწუხაროდ, ჩემი მშობლები და მათი გუნდი კვლავ პრესასთან აგრძელებენ ურთიერთობას, რაც სხვა გზას არ მიტოვებს, გარდა იმისა, რომ საკუთარი სახელით ვისაუბრო და სიმართლე ვთქვა, გამოქვეყნებული სიცრუის საპასუხოდ. არ მინდა ჩემს ოჯახთან შერიგება. არავინ მაკონტროლებს; ცხოვრებაში პირველად ვიცავ ჩემს უფლებებს. ცოტა ხნის წინ საკუთარი თვალით ვნახე, თუ რა მანძილზე მიდიან ისინი მედიაში უამრავი ტყუილის გასავრცელებლად, ძირითადად უდანაშაულო ადამიანების ხარჯზე, საკუთარი ფასადის შესანარჩუნებლად. მაგრამ მე მჯერა, რომ სიმართლე ყოველთვის მჟღავნდება.“

ბრუკლინ ბექჰემმა მშობლები დაბლოკა სოციალურ ქსელში - ცნობილი რძალ-დედამთილის კონფლიქტის მორიგი შედეგი
ქორწილის ფოტოები, რომელზეც ბრუკლინ ბექჰემმა საკუთარი ოჯახი არ დაპატიჟა - პატარძალმა დედამთილთან პირველად ქორწილში იჩხუბა და მეორე ქორწილი მის გარეშე გადაიხადა