ცნობილმა იუთუბერმა ორი შვილი მოკლა და თავი მოიკლა, მკვლელობამდე კი ცოლს მესიჯი გაუგზავნა... - თურქეთში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები - მშობლები

ცნობილმა იუთუბერმა ორი შვილი მოკლა და თავი მოიკლა, მკვლელობამდე კი ცოლს მესიჯი გაუგზავნა... - თურქეთში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

2026-01-20 13:37:27+04:00

თურქეთის ქალაქ ადანაში, 34 წლის იუთუბერმა და სავიზო კონსულტანტმა სერგენ ალთუნბაშმა თავისი ორი შვილი, 6 წლის მერთი და 8 წლის ადა მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. მკვლელობამდე მან მეუღლეს შეტყობინება გაუგზავნა: „მხოლოდ ერთი არჩევანი დამრჩა. იცი, რატომ არ გიტოვებ ბავშვებს?“ ხოლო ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე სოციალურ ქსელში ცოლის ფოტო გამოაქვეყნა შემდეგი წარწერით:

"ქალი შეიძლება იყოს ვეზირიც და სირცხვილიც".

iki-evladini-oldurup-canina-kiyan-youtuber-son-19468443-4779-m-1768902671.webp

წყვილი 2021 წელს განქორწინდა, მაგრამ ერთ სახლში განაგრძობდნენ ცხოვრებას და ბოლოდროინდელი კამათის შემდეგ ცოლი სახლიდან წავიდა. სავარაუდოდ, სწორედ ამ ბოლო კონფლიქტის შემდეგ, ცოლი რომ არ დაბრუნდა შინ, სერგენმა აფექტში ჯერ შვილები მოკლა, მერე კი თავი მოიკლა.

iki-evladini-oldurup-canina-kiyan-youtuber-son-19468442-7794-amp-1768903112.webp

მეზობლებმა სროლის ხმა გაიგეს და პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე მისულმა ოფიცრებმა ალთუნბაშის და მისი შვილების ცხედრები აღმოაჩინეს.

ტრაგედიის შემდეგ ცოლის ნათესავებმა ალთუნბაშის მანქანას ცეცხლი წაუკიდეს.

whatsapp-image-2026-01-16-at-17-27-28-1768902826.jpeg

პატარა ბავშვები გვერდიგვერდს დაკრძალეს. ბავშვების დედას, გიზემ დენიზს, ახლობლებთან ერთად მოჰქონდა კუბოები და თან იმეორებდა: "მათ არავის არ მივცემ". თავად ალთუნბაში ცალკე დაკრძალეს.

thumb-1-1768903112.jpg

1f3a19c1-ba02d898-571d-4894-9c08-a1b5a8874f37-1768903112.webp

სერგენ ალთუნბაში ცნობილი იყო აშშ-ის ვიზის მიღების შესახებ YouTube ვიდეოებით და ვიზასთან დაკავშირებულ კონსულტაციებს საკუთარი კომპანიის მეშვეობით სთავაზობდა - ის და მისი ოჯახი მანამდე აშშ-ში ცხოვრობდნენ.

turk-1768902296.pngwhatsapp-image-2026-01-16-at-17-27-28-1-1768902826.jpeg