ექიმი ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა ჯანსაღი პურის რეცეპტს უზიარებს გამომწერებს:
პური, რომელიც არ ასუქებს? კი, ეს შესაძლებელია!
დაივიწყეთ მაღაზიის ცომეული — ეს რეცეპტი თქვენს წარმოდგენას შეცვლის პურზე! ფუმფულა, სასარგებლო და მხოლოდ 5 ინგრედიენტით. იდეალურია მათთვის, ვინც უფრთხილდება წონას ან უბრალოდ
ჯანსაღი კვება უყვარს.
დაგჭირდებათ:
- 1 თავი ახალი ბროკოლი
- 3 კვერცხი
- 1/2 ჭიქა წიწიბურას ფქვილი
- 1 ს.კ. გამაფხვიერებელი
- 1 ჩ.კ. მარილი
- გოგრის ან მზესუმზირის თესლები (მოსაყრელად)
მომზადების წესი:
- მომზადება: ბროკოლი დაანაწევრეთ ყვავილებად და დააბლენდერეთ წვრილად (ნუ აქცევთ პიურედ, უბრალოდ დააქუცმაცეთ).
- შერევა: დაქუცმაცებულ მასას დაუმატეთ კვერცხი, ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი.
- მასის მიღება: ყველაფერი კარგად აურიეთ (ან დააბლენდერეთ), სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
- გამოცხობა: ჩაასხით ფორმაში, მოაყარეთ თესლები და აცხვეთ 180°C-ზე 45 წუთის განმავლობაში.
სულ ეს არის! მიიღებთ უგემრიელეს, ვიტამინებით სავსე პურს, რომელიც ბავშვებსაც კი შეუყვარდებათ.