საქართველოში 24 იანვრამდე ცივი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების ცნობით, ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე თოვლი და ყინვა შენარჩუნდება.
თბილისი:დედაქალაქში ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა ღამით -2, -6, ხოლო დღისით +2, +6 გრადუსის ფარგლებში იმერყევებს.
დასავლეთ საქართველო:სანაპირო რაიონებსა და დაბლობში მოსალოდნელია ნალექი.
მთიან და მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო, შოვი)დროგამოშვებით ითოვებს.
აღმოსავლეთ საქართველო:შენარჩუნდება ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი.
მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, ბაკურიანი, გუდაური)ღამის საათებში ტემპერატურა -18 გრადუსამდე დაეცემა.
აჭარა და გურია:
ბათუმი: 5°
ქობულეთი: 5°
ურეკი: 4°
ჩოხატაური: 1°
ოზურგეთი: 0°
შეკვეთილი: 0°
გონიო: 1°
იმერეთი, სამეგრელო, ზემო სვანეთი:
ქუთაისი: 2°
ზუგდიდი: 2°
ფოთი: 4°