ბექჰემების ოჯახის თავზე შავი ღრუბლები გროვდებოდა - ვიქტორიასა და დევიდის უფროსმა ვაჟმა საჯაროდ უარყო ოჯახი და ისინი მრავალ პრობლემაში დაადანაშაულა. ბრუკლინმა აღიარა, რომ წლების განმავლობაში იტანჯებოდა შფოთვით და მუდმივი ზეწოლით, როგორც საზოგადოების, ასევე ოჯახის მხრიდან. მხოლოდ ნიკოლა პელცთან შეხვედრის შემდეგ იგრძნო შვება და თავისუფლება. მაგრამ აქაც კი ახალი გამოწვევა ელოდა - მისმა ცნობილმა მშობლებმა უარი თქვეს ნიკოლას ოჯახში მიღებაზე.
„ჩემი ოჯახი ყველაფერზე მეტად აფასებს საზოგადოების აღიარებას. ეს „სიყვარული“ მხოლოდ სოციალურ ქსელში პოსტებით იზომება. ჩვენ ყველა ღონისძიებას, ყველა მოდების ჩვენებას ვესწრებოდით, რათა ჩვენი „იდეალური ოჯახი“ გვეჩვენებინა. და როდესაც ნიკოლამ დედაჩემს მიმართა, რომ ძაღლები ლოს-ანჯელესის ხანძრისგან გადაერჩინა, მან უარი თქვა. ჩემს ოჯახში სიყვარული იმით იზომება, თუ რამდენად ხშირად აქვეყნებ სოციალურ ქსელში პოსტებს და რამდენად სწრაფად ხარ მზად, ყველაფერი მიატოვო ფოტოსა და ერთად პოსტისთვის“, - დაწერა ბრუკლინ ბექჰემი სოციალურ ქსელში.
და მიუხედავად იმისა, რომ ბექჰემების უფროსმა ვაჟმა გამოთქვა თავისი აზრი, მისმა მშობლებმა ოჯახურ კონფლიქტს დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭეს.
დღეს, 50 წლის დევიდ ბექჰემი დავოსში გამართული 56-ე ყოველწლიური მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დროს შენიშნეს და ჰკითხეს. „დევიდ, იმედგაცრუებული ხარ, რომ ოჯახური პრობლემები საჯაროდ გაჟღერდა?“

მან შეკითხვა პასუხგაუცემელი დატოვა და ამის ნაცვლად, ინტერვიუ მისცა, რომელშიც მხოლოდ ირიბად შეეხო უფროს შვილთან კონფლიქტს.
„მე ყოველთვის ვსაუბრობდი სოციალურ მედიაზე და მის გავლენაზე... როგორც კარგზე, ასევე ცუდზე. ის, რაზეც ბავშვებს წვდომა აქვთ ამ დღეებში, შეიძლება საშიში იყოს. მაგრამ მე პირადად დავინახე, განსაკუთრებით ჩემი შვილების მაგალითზე, რომ ის სწორი მიზნებისთვის უნდა გამოიყენო... მე შევძელი ჩემი პლატფორმის გამოყენება მიმდევრების მოსაზიდად და UNICEF-ის მხარდასაჭერად“.
საკუთარ შვილებზე საუბრისას, დევიდმა ნათლად განაცხადა, რომ შერიგება არასდროს არის გვიან და ყველა უშვებს შეცდომებს.
„ისინი უშვებენ შეცდომებს, მაგრამ ბავშვებს აქვთ შეცდომების დაშვების უფლება. ასე სწავლობენ ისინი. სწორედ ამის სწავლებას ვცდილობ ჩემი შვილებისთვის. ზოგჯერ მათაც უნდა მისცეთ ამ შეცდომების დაშვების უფლება“, - დაასკვნა ბექჰემმა.
ამის საპასუხოდ კი, მისმა რძალმა ნიკოლა პელცმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ვირუსულად გავრცელდა - თუ როგორ პოზირებს ოჯახი ერთ-ერთ პრემიერაზე, 2023 წელს, და როგორ იცილებს ვიქტორია ბრუკლინსა და ნიკოლას.

ფაქტია, ამ ოჯახში მილიარდერების მემკვიდრისა და მსახიობი სარძლოს გამოჩენის დღიდან რაღაც გაიბზარა, რასაც უკვე ვეღარ ამთელებენ.