იცოდით ეს ამბები ტყუპისცალებზე? - 10 საინტერესო ფაქტი ტყუპზე - მშობლები

იცოდით ეს ამბები ტყუპისცალებზე? - 10 საინტერესო ფაქტი ტყუპზე

2026-01-21 13:17:24+04:00

ტყუპი ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციებს აღძრავს ადამიანებში, განსაკუთრებით, პატარები. თუ როდესმე გიოცნებიათ ტყუპის ან ტყუპი შვილის ყოლაზე, მათ შესახებ ეს ინფორმაცია დაგაინტერესებთ.

განსხვავება ტყუპებს შორის

იცით, რომ სხვადასხვა ტიპის ტყუპების არსებობენ? ე.წ. "ნამდვილი" ტყუპი ერთი კვერცხუჯრედისგან ჩნდება, რომელიც ერთმა სპერმატოზოიდმა გაანაყოფიერა. სწორედ ამიტომ მათ ერთი კვერცხუჯრედის ტყუპს უწოდებენ. ასეთ ბავშვებს ერთნაირი გენების ნაკრები აქვთ, ყოველთვის ერთი სქესის არიან და ერთმანეთს ორი წყლის წვეთივით ჰგვანან. ყველა ტყუპის დაახლოებით ერთი მესამედი სწორედ ასეთია.

დანარჩენი დაახლოებით 65% ე.წ. „მოჩვენებითი“ ტყუპია — მათი დაბადებისთვის აუცილებელია, რომ ოვულაციისას საკვერცხიდან ერთის ნაცვლად ორი ან მეტი კვერცხუჯრედი გამოვიდეს. თითოეულ მათგანს სხვადასხვა სპერმატოზოიდი ანაყოფიერებს. ასეთ ბავშვებს სხვადასხვაკვერცხუჯრედის ტყუპები ეწოდებათ. ისინი შეიძლება სხვადასხვა სქესის იყვნენ და ერთმანეთს და-ძმასავით ჰგავდნენ, ან საერთოდ არ ჰგავდნენ, როგორ ხდება ხოლმე ზოგჯერ და-ძმას შორის.

ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რომელ დღეს გაიყო კვერცხუჯრედი

იმისთვის, რომ ორი ახალი სიცოცხლე გაჩნდეს, განაყოფიერების შემდეგ კვერცხუჯრედი ორ ნაწილად იყოფა. თუ ეს პროცესი პირველ 3 დღეში ხდება, მომავალი ბავშვები საკუთარ „საცხოვრებელს“ იღებენ — თითოეული იზრდება ცალკე სანაყოფე პარკში და დედას საკუთარი პლაცენტით უკავშირდება. ამის გამო ტყუპისცალები შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავებულად განვითარდნენ.

თუ გაყოფა ხდება მე-4–8 დღეს, ბავშვები ერთ პლაცენტას იზიარებენ, თუმცა სხვადასხვა სანაყოფე პარკში იზრდებიან. ხოლო თუ კვერცხუჯრედი მე-9–10 დღეს იყოფა, ბავშვებს უწევთ საერთო პლაცენტის და საერთო სანაყოფე პარკის გაზიარება. ეს ვარიანტი ყველაზე არასასურველია, რადგან ამ შემთხვევაში მაღალია რისკი, რომ ბავშვები ერთმანეთის ჭიპლარებში აიხლართონ.

ხელოვნური განაყოფიერება და ტყუპი

დაახლოებით 10 წლის წინ ტყუპების ნამდვილი ბუმი იყო. ამის მთავარი მიზეზი უნაყოფობის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები გახდა. მაგალითად, ეკსტრაკორპორალური განაყოფიერების დროს ქალის საშვილოსნოში ერთზე მეტი განაყოფიერებული კვერცხუჯრედი გადაჰყავდათ. ზოგჯერ ყველა მათგანი წარმატებით იმკვიდრებდა თავს და ოჯახში ორი ან სამი ბავშვი იბადებოდა. ბოლო წლებში ექიმებმა ამ პრაქტიკაზე უარი თქვეს.

მემკვიდრეობა

ტყუპის გაჩენის უნარი შეიძლება მემკვიდრეობითი იყოს და, როგორც წესი, დედის ხაზით. ანუ თუ ქალმა სხვადასხვა კვერცხუჯრედის ტყუპი გააჩინა, მის ქალიშვილს უფრო მაღალი შანსი აქვს, იგივე სცენარი გაიმეოროს.

ტყუპის გაჩენის კიდევ ერთი მიზეზი საკვერცხეებზე ჰორმონების ძლიერი ზემოქმედებაა. ეს ზოგჯერ ორგანიზმის თავისებურებებითაა განპირობებული, ხშირად კი — ექიმების ჩარევით. მაგალითად, ჰორმონული პრეპარატების მიღებისას საკვერცხეებმა შეიძლება ერთის ნაცვლად ორი კვერცხუჯრედი მოამწიფონ. ეს დაკვირვებები მხოლოდ სხვადასხვა კვერცხუჯრედის ტყუპს ეხება.

თუ ქალს "ნამდვილი" ტყუპი შეეძინა, მისი ქალიშვილებისთვის ამ სცენარის განმეორების შანსი სხვა ქალებზე მეტი არ იქნება.

მშობიარობა თითქმის ყოველთვის ნაადრევია

ტყუპზე ორსულობა ჩვეულებრივზე ნაკლებ ხანს გრძელდება. ბევრ შემთხვევაში ტყუპები თითქმის 3 კვირით ადრე იბადებიან, ხოლო 25–50%-ში — ერთ ან ორ თვემდე ადრეც. ასეთი ბავშვები ბუნებამ უკეთ მოამზადა დაბადებისთვის: მაგალითად, მათი ფილტვები და ტვინი საშუალოდ 10 დღით ადრე მწიფდება. ითვლება, რომ ტყუპი უკვე 37–38 კვირაზე სრულად მზადაა დაბადებისთვის.

ტყუპები ყოველთვის ერთნაირი დაავადებებით არ ავადდებიან. დაბადებისთანავე თითოეული მათგანი დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს და მიუხედავად საერთო გენებისა, ისინი სხვადასხვანაირად შეიძლება განვითარდნენ.

სამის მაგივრად ჭამა

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თუ ქალი ორ ბავშვს ელოდება, წონაც ორჯერ მეტი უნდა მოიმატოს. სინამდვილეში სხვაობა დიდი არ არის: საშუალოდ 12 კილოგრამის ნაცვლად 14–15 კილოგრამი.

ქალის ორგანიზმი ყოველთვის მზად არ არის იმ დატვირთვებისთვის, რაც ტყუპით ორსულობას ახლავს. ორ ბავშვს ორჯერ მეტი სასარგებლო ნივთიერება სჭირდება და ხშირად არც ერთისთვის არის საკმარისი. ამიტომ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა რკინის დეფიციტია. სწორად შერჩეული, ცილებით, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი კვება ამ რისკს ამცირებს.

ერთი უფრო დიდი, მეორე — პატარა

ტყუპს შორის წონის სხვაობა ხშირად 200–300 გრამია, ზოგჯერ კი უფრო მეტიც. ეს განსაკუთრებით ხშირია იმ ტყუპებში, რომლებსაც ერთი პლაცენტა აქვთ. ასეთ შემთხვევაში სისხლძარღვებს შორის ყალიბდება სპეციალური კავშირები და სისხლი ერთიდან მეორეში გადადის. ექიმები ამ მდგომარეობას მუდმივად აკონტროლებენ.

მშობიარობა ხშირად საკეისრო კვეთით სრულდება

ტყუპის დაბადება ხშირად უფრო რთულია, რადგან საშვილოსნოს კუნთები გადაჭიმულია და მშობიარობა დიდხანს გრძელდება. პრობლემები შეიძლება ნაყოფების მდებარეობამაც გამოიწვიოს. ზოგჯერ პლაცენტა ბლოკავს საშვილოსნოს გასასვლელს და ოპერაცია აუცილებელი ხდება.

40–50%-ში წყლები ვადამდე იღვრება და მშობიარობა ადრე იწყება. თუ დედისა და ბავშვების მდგომარეობა კარგია, ექიმები ბუნებრივ მშობიარობას ცდილობენ, გართულებების შემთხვევაში კი საკეისრო კვეთას ატარებენ.

ერთი მეორეზე რამდენიმე წუთით უფროსია

პირველი ბავშვის დაბადების შემდეგ შეკუმშვები დროებით ჩერდება და 10–20 წუთში განახლდება. ექიმები ამ პროცესს მკაცრად აკონტროლებენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა პლაცენტა ერთია. ტყუპებს შორის დაბადების ინტერვალი ყოველთვის არსებობს, ამიტომ ამბობენ, რომ ერთი მათგანი რამდენიმე წუთით უფროსია.

კვების სირთულეები

ორი ჩვილის ერთდროულად კვება ადვილი არ არის. თუმცა ბუნებამ ესეც გაითვალისწინა — აქტიური წოვისას ქალის ორგანიზმი მეტ პროლაქტინს გამოიმუშავებს და რძის რაოდენობა იზრდება. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა რეჟიმი და ერთდროული შიმშილი ხშირად დედებისთვის სერიოზულ გამოწვევად იქცევა, რის გამოც ისინი ხშირად იყენებენ ხელოვნურ კვებას და გამოწველილ რძეს.

ყველაზე იდენტური ტყუპი და, რომელსაც ქმარიც კი საერთო ჰყავს, ერთად დაორსულებაზე ოცნებობს
20-წლიანი მოლოდინის შემდეგ ჯანმრთელი ტყუპი გოგონა შეგვეძინა... - ქართველ წყვილს დიდი ხნის ოცნება აუხდა