ნიკოლა პელცი ინტერნეტში კრიტიკის ობიექტი გახდა მას მერე, რაც მის გამო მისი მეუღლე, ბრუკლინ ბექჰემი, საკუთარ მშობლებს და ოჯახის სხვა წევრებს განუდგა. მომხმარებლებმა გაიხსენეს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პელცმა „დაანგრია“ მიჯნურის ურთიერთობა ოჯახთან.
ბრუკლინ ბექჰემთან შეხვედრამდე ნიკოლა ერთი წლის განმავლობაში ხვდებოდა ანვარ ჰადიდს, სუპერმოდელების, ჯიჯი და ბელა ჰადიდების ძმას. მათი ურთიერთობის დროს პელცი 22 წლის იყო, ხოლო ანვარი - მხოლოდ 17-ის, რაც მის მშობლებს არ მოსწონათ. სიყვარულის ცეცხლში გახვეული ჰადიდი ოჯახს წაეჩხუბა ნიკოლას გამო და სოციალურ ქსელებში მათი გამოწერა შეწყვიტა. დაშორების შემდეგ ანვარი კვლავ შეურიგდა ოჯახს.

სოციალური მედიის ზოგიერთი მომხმარებელი დარწმუნებულია, რომ ეს ამბავი უბრალო დამთხვევა არ არის, არამედ ნიკოლა პელცმა განზრახ დააშორა ბრუკლინი მშობლებს. ისინი თვლიან, რომ მილიარდერის, ნელსონ პელცის ქალიშვილს თავდაპირველად სურდა ბექჰემის ბრენდის ნაწილი ყოფილიყო (მან ქმრის გვარიც კი მიიღო და პელც-ბექჰემი გახდა), თუმცა, სავარაუდოდ, მისმა დედამთილმა წინააღმდეგობა გაუწია, რადგან მასაც ყოველთვის ყურადღების ცენტრში ყოფნა სურს.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ ნიკოლა თავის ვარსკვლავ მეგობრებთანაც უბრადაა. მაგალითად, სელენა გომესთან მეგობრობდა წლების წინ, თუმცა სელენამ ის ქორწილშიც არ დაპატიჟა, რადგან ნიკოლაა მეგობრებთანაც ტოქსიკურია და გამუდმებით ყურადღებას ითხოვს.

ბრუკლინ ბექჰემის გამოცხადებებმა ინტერნეტში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია: ზოგიერთმა მომხმარებელმა მას და ნიკოლას მხარი დაუჭირა, მათ შორის დევიდ ბექჰემის ყოფილმა პირადმა ასისტენტმა და „საყვარელმა“, რებეკა ლუსმა. სხვები მხარს უჭერენ ვიქტორიას და დევიდს და აღნიშნავენ, რომ მათი შვილი მადლიერი უნდა იყოს და არ აქვს უფლება საჯაროდ დაადანაშაულოს ისინი.
შეგახსენებთ, რომ 26 წლის ბრუკლინ ბექჰემმა, რომელიც დიდი ხანია დაშორებულია მშობლებს, ვიქტორიას და დევიდ ბექჰემებს, საჯაროდ ისაუბრა კონფლიქტის მიზეზებზე. მან განაცხადა, რომ მშობლები ბავშვობიდან აკონტროლებენ მის ცხოვრებას და მათთვის ერთადერთი, რაც მნიშვნელოვანია, „ძლიერი ოჯახის“ იმიჯია. ბრუკლინი ასევე ამტკიცებს, რომ მათ სძულთ მისი ცოლი. მის განცხადებებში უკვე აღმოჩენილია უზუსტობები: ნიკოლა პელცის სტილისტმა ეჭვქვეშ დააყენა ბრუკლინის მტკიცება, რომ მისმა ცოლმა საქორწინო კაბა „ბოლო წუთს“ შეარჩია, რადგან თითქოსდა ვიქტორიამ უარი თქვა მის შეკერვაზე. სინამდვილეში, ნიკოლას Valentino-ს კაბის შექმნას ერთი წელი დასჭირდა.
