ლაბუბუ, ძაღლები და ტორტი-მანქანა - როგორ აღნიშნა ქეთა თოფურიამ ერთადერთი ვაჟის დაბადების დღე - მშობლები

ლაბუბუ, ძაღლები და ტორტი-მანქანა - როგორ აღნიშნა ქეთა თოფურიამ ერთადერთი ვაჟის დაბადების დღე (ვიდეო)

2026-01-22 09:11:07+04:00

რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერლის, სამი შვილის დედის ქეთა თოფურიას შუათანა შვილი და ერთადერთი ვაჟი ადამი 5 წლის გახდა. დაბადების დღე სახლში აღუნიშნეს ადამს, გმირების გარემოცვაში და მანქანის ფორმის ტორტით - როგორც ჩანს, ადამს მანქანები იტაცებს.

619838198-18551222620018134-7783143336263255101-n-1769059905..jpg

ქეთამ სოციალურ ქსელშიც მიულოცა შვილს დაბადების დღე:

"გილოცავ, დღეს 5 წლის გახდი. მთელი ეს ხუთი წელი ამბობდი, რომ 5 წლის ხარ და საინტერესოა, რა იქნება ახლა... იყავი ყველაზე ბედნიერი, ჯანმრთელი და ძლიერი ბიჭი. დედა და მამ სულ გვერდით იქნებიან".

ket4-1769060055.jpg

ket12-1769060056.jpgაket3-1769060055.jpgket44-1769060056.jpg

ადამი ქეთა თოფურიას და მისი მეორე მეუღლის ლევ დენგოვის პირველი საერთო შვილია. წელიწადზე მეტი ხნის წინ, მათ ქალიშვილი ნიკოლი შეეძინათ. წყვილი ერთად ზრდის ქეთას სამივე შვილს და ადამი და ქეთას უფროსი ქალიშვილი ოლივია გეიხმანი განსაკუთრებულად მეგობრობენ ერთმანეთთან.

ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ქეთის დედა მის დედობაზე საუბრობდა და აღნიშნა: "გიჟი დედაა. ყოველთვის ჰყავდა ძიძა, მაგრამ ძირითადად მან გაზარდა ოლივია და ახლა მეორე შვილსაც ზრდის. როგორი დაღლილიც უნდა იყოს კონცერტის შემდეგ, ღამეს არაფრით გაათევს სასტუმროში, ჩაჯდება თვითმფრინავში და იმავე ღამეს ჩამოფრინდება, რომ შვილებს ჩაეხუტოს. ადრე დგება, აცმევს, აჭმევს, უცვლის, აძინებს..."

ქეთა თოფურია თავისი ახალი ტყისპირა სახლიდან საახალწლო ვიდეოს აქვეყნებს
ქეთა გიჟი დედაა... ადრე დგება, აცმევს, აჭმევს, უცვლის, აძინებს - რას ამბობს ქეთა თოფურიას დედა მასზე და როგორ ულოცავს ერთადერთი ქალიშვილი დაბადების დღეს