ბოლო დროს, ამერიკელი რძლები ცნობილი ბრიტანული ოჯახებისთვის ნამდვილ წყევლად იქცნენ. მეგან მარკლის ამბავი არ ჩამცხრალა, რომელმაც პრინც ჰარის ტიტული და ოჯახი დააკარგინა, ახლა მსოფლიო უკვე ბექჰემების ამბავს განიხილავს, რომელთაც ამერიკელმა რძალმა ფაქტობრივად, გადაკიდა შვილი და ნამდვილ განხეთქილების ვაშლად იქცა.
სხვათა შორის, ბრიტანელი ვიქტორია ამერიკელი მილიარდერის ქალიშვილს უფროსი ვაჟისთვის შეუფერებელ მეწყვილედ მიიჩნევდა, თუმცა ბრუკლინმა ნიკოლა აირჩია და მათი ქორწილი შედგა. როგორც ბრუკლინ ბექჰემმა სოციალურ ქსელში გულწრფელ პოსტში დაწერა, დედამისი იმ დღეს დიდი მონდომებით ცდილობდა პატარძლის კუთვნილი ყურადღების დაპყრობას, ტიპური მონსტრული დედამთილივით იქცეოდა. ვიქტორია ასევე განაწყენებული იყო, რომ ბრუკლინმა ცოლის გვარის მიიღო და შეერთებულ შტატებში დარჩენა გადაწყვიტა. თავდაპირველად, წყვილი მნიშვნელოვან ოჯახურ დღესასწაულებზე დიდ ბრიტანეთში ჩადიოდა, მაგრამ მოგვიანებით ესეც შეწყვიტეს.
როდესაც სკანდალი ახალი დაწყებული იყო და მხოლოდ ჭორები ვრცელდებოდა, ინტერნეტის მრავალი მომხმარებელი ნიკოლა პელცს აკრიტიკებდა. ისინი წერდნენ, რომ გოგო განზრახ ცდილობდა ქმრის ოჯახისგან გაუცხოებას და ადანაშაულებდნენ მას ცნობილი ადამიანების ოჯახის დანგრევაში, იმის ნაცვლად, რომ მადლიერებით გამხდარიყო მისი ნაწილი. თუმცა, თავად ნიკოლას არანაკლები გავლენით შეუძლია დაიკვეხოს. მოდით გავარკვიოთ, ვინ არის "უფრო მაგარი": ბექჰემები თუ პელცები და რომელ მათგანს აქვს სინამდვილეში მეტი ფული.
ნიკოლა ნელსონ პელცის და კლაუდია ჰეფნერის რვა შვილიდან ერთ-ერთია. მისი მამა ცნობილი ამერიკელი მრეწველია და მან თავისი კარიერა ნულიდან დაიწყო. ნიუ-იორკში დაბადებულმა ნელსონმა პრესტიჟული ბიზნეს სკოლა დაამთავრა და, დამთავრების შემდეგ, ბაბუის საკვების დისტრიბუციის კომპანიაში სატვირთო მანქანის მძღოლად დაიწყო მუშაობა. მრავალი წლის შემდეგ, მან და მისმა ძმამ ოჯახური ბიზნესი ჩაიბარეს და ერთად აიყვანეს ის მაღალ დონეზე, საბოლოოდ კი საკუთარი საინვესტიციო ფონდი დააარსეს.
ნიკოლა პელცის დედა, კლაუდია ჰეფნერი, ყოფილი მოდელია, რომელიც არაერთხელ გამოჩნდა Vogue-ში, Harper's Bazaar-სა და Elle-ში. პირველი შვილის დაბადების შემდეგ, მან კარიერა მიატოვა, რათა თავი მიეძღვნა ოჯახისა და ოჯახის ფონდის მართვისთვის. პელცები პალმ-ბიჩში ცხოვრობენ. მათი სასახლე, რომლის ღირებულება 76 მილიონ დოლარს შეადგენს, ფლორიდაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული უძრავი ქონებაა.

თავად ნიკოლა ამჟამად სამსახიობო კარიერას მისდევს და მნიშვნელოვანი შემოსავლით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ მისი მშობლები მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერას უწევენ მას და ბრუკლინს. სავარაუდოდ, მათ 11 მილიონი დოლარი შესწირეს წყვილის პირველ სახლს და ასევე ინვესტიცია ჩადეს ბრუკლინის ბიზნესში, როდესაც მას საკუთარი საბურგერის გახსნა სურდა.
დევიდ და ვიქტორია ბექჰემები დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ უმდიდრეს ოჯახად ითვლებიან, მაგრამ მათი წმინდა ქონება გაცილებით ნაკლებია, ვიდრე პელცების. დევიდმა თავისი სიმდიდრის უმეტესი ნაწილი სპორტული კარიერის განმავლობაში დააგროვა: ის 21 წლის განმავლობაში თამაშობდა ფეხბურთს, იღებდა დიდ ხელფასს და სპონსორობის გარიგებებს. მისი დანაზოგი შეიძლებოდა უფრო დიდი ყოფილიყო, მაგრამ ყოველთვის მნიშვნელოვან თანხებს სწირავდა ქველმოქმედებას.
2014 წლიდან დევიდი ამერიკული საფეხბურთო კლუბ „ინტერ მაიამის“ მფლობელია, რომელმაც 2025 წელს აშშ-კანადის პრემიერ ლიგის ტიტული მოიპოვა. ბექჰემს ასევე 10-წლიანი სარეკლამო ხელშეკრულება აქვს კატარის ტურიზმის სამსახურთან და ფლობს თავისი კომპანიის, DB Ventures-ის 45%-ს, პერიოდულად აფორმებს ახალ სარეკლამო ხელშეკრულებებს.
ვიქტორია გამდიდრდა Spice Girls-ში მონაწილეობის წყალობით და მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია ჯგუფი დატოვა, ყოველწლიურად აგრძელებს თავისი ნამუშევრებიდან უხვი ჰონორარის მიღებას. ამჟამად, მისი პირადი შემოსავლის ძირითადი წყაროებია Victoria Beckham-ის მოდის სახლი და Victoria Beckham Beauty-ს სილამაზის ხაზი, მაგრამ აქედან დიი მოგება არ აქვს. ვიქტორიამ დიზაინერობის ნიჭით ფულის გამომუშავება მხოლოდ რამდენიმე წლის წინ დაიწყო, მანამდე მისი ბრენდები მხოლოდ ზარალზე მიდიოდა, რასაც დევიდი გულუხვად ფარავდა. 2025 წელს ვიქტორიამ ასევე მნიშვნელოვანი მოგება მიიღო Netflix-ის მიერ გადაღებული ოჯახური დოკუმენტური სერიალიდან.

ექსპერტებმა ასევე შეაფასეს ნიკოლა პელცის პირადი ქონება - 50 მილიონ დოლარად, ხოლო ბრუკლინ ბექჰემის - 10 მილიონ დოლარად. მას შეეძლო გარკვეულ მომენტში ოჯახისგან დიდსულოვანი მემკვიდრეობა მიეღო, მაგრამ ახლა შესაძლებელია, მისი სახელი მთლიანად ამოღებულ იქნას ოჯახის ანდერძიდან, რაც ნიკოლას აძლევს უპირატესობას, საბოლოოდ აიღოს მთავარი მარჩენალის როლი.
ამასობაში ნიკოლაზე, რომელსაც ცუდი ხასიათის გამო ცნობილი მეგობრებიც განუდგნენ, მისი ახლო გარემოცვიდან კიდევ ერთმა ადამიანმა გააკეთა საჯარო განცხადება - მისმა ყოფილმა სტილისტმა, ჯასტინ ანდერსონმა, რომელიც მასთან ერთად მუშაობდა „ტრანსფორმერები 4“-ის პრესტურნეს დროს. თანამშრომლობის შემდეგაც კი, ანდერსონმა ნიკოლას საჯაროდ „მონსტრი“ და „ყველაზე უარესი“ უწოდა და პირობა დადო, რომ „მასთან არასდროს იმუშავებს“.

მათი კონფლიქტი მოხდა მას შემდეგ, რაც ნიკოლამ განაცხადა, რომ ჯასტინმა გაღიავებისას „თმა დაუწვა“. ახლა, ცნობილმა სტილისტმა ვერ შეძლო, კვლავ არ გამოსულიყო მილიარდერის ქალიშვილის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც ბრუკლინ ბექჰემმა, სკანდალური აღიარება გააკეთა ცნობილი მშობლების წინააღმდეგ.
სოციალურ მედიაში ანდერსონმა განაცხადა, რომ ის ძალიან განაწყენებულია 26 წლის ბრუკლინის თავდასხმით ვიქტორიასა და დევიდ ბექჰემებზე. სტილისტი დარწმუნებულია, რომ მეუღლემ უბიძგა მას ამ ქმედებებისკენ და ბრუკლინმა არ გაითვალისწინა, რომ ვერ შეძლებდა თავისი სიტყვების უკან წაღებას, რადგან „მთელი მსოფლიო უყურებს“.
„რატომ აკეთებს ამას? როგორც ჩანს, ვიღაც უბიძგებს მას და ეუბნება: „ჯობია საჯაროდ თქვა რამე და ისინი ცუდად წარმოაჩინო, რადგან არ მინდა, მე გამოვჩნდე ცუდი“, - ამტკიცებს ჯასტინ ანდერსონი.
ჯასტინმა აღიარა, რომ მათი თანამშრომლობიდან მრავალი წლის შემდეგაც არ შეუცვლია აზრი ნიკოლა პელცზე და მას „უსიამოვნოდ“ მიიჩნევს. „იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რამდენი ქორწილის დამგეგმავი ჰყავდა, ვფიქრობ, პრობლემა მასშია. სრული დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ის კარგ ენერგიას არ ასხივებს“.