მარად ახალგაზრდა, 88 წლის ჯეინ ფონდას სილამაზის საიდუმლო - როგორ დაამარცხა ბავშვობის ტრავმები, მძიმე დიაგნოზები და იქცა მილიონობით ქალის სტიმულად - მშობლები

მარად ახალგაზრდა, 88 წლის ჯეინ ფონდას სილამაზის საიდუმლო - როგორ დაამარცხა ბავშვობის ტრავმები, მძიმე დიაგნოზები და იქცა მილიონობით ქალის სტიმულად

2026-01-25 23:19:53+04:00

რამდენიმე დღის წინ 88 წლის ჯეინ ფონდას ვიდეო გავრცელდა,ამერიკელი თეატრის, კინოსა და ტელევიზიის მსახიობის, სოციალური აქტივისტისა და მწერლის. ეს საოცარი ქალი არის ორი ოსკარის (1972, 1979), ხუთი ოქროს გლობუსის (1962, 1972, 1978, 1979, 2021), ორი BAFTA-ს (1979, 1980) და ემის (1984) მფლობელი. თუმცა ბოლო წლებში, მისი ნიჭიერების გარდა, მისი მარადიული ახალგაზრდობა აოცებს საზოგადოებას - 88 წლის ასაკში ის არაჩვეულებრივად გამოიყურება, უწინდებურად აქტიურია და სტიმულად იქცა უამრავი ქალისთვის. ასაკის მიუხედავად, მსახიობი აგრძელებს ფილმებსა და სატელევიზიო სერიალებში მონაწილეობას, ხოლო მისი ფოტოები მსოფლიოს ყველაზე ფართოდ წაკითხული ჟურნალების გარეკანებს ამშვენებს.

gettyimages-2239686659-5b0f243c1a6d4bdab5f36c96f92c9a65-1769402082.webp

მდიდარი, თუმცა ტრაგიკული ბავშვობა

ჯეინ სეიმურ ფონდა დაიბადა 1937 წლის 21 დეკემბერს, ნიუ-იორკში, მსახიობ ჰენრი ფონდასა და საზოგადო მოღვაწე ფრენსის ფორდ სეიმურის ოჯახში. ჯეინ ფონდას სახელი ეწოდა ლედი ჯეინ სეიმურის, მეფე ჰენრი VIII-ის მესამე ცოლისა და ჯეინის დედის შორეული ნათესავის საპატივცემულოდ.

wr-750-1769402854.webp
ჯეინის მშობლები

ჯეინი მდიდარ ამერიკულ ოჯახში გაიზარდა. მისი დედა, ფრენსის სეიმური, საზოგადო მოღვაწე იყო, ხოლო მამამისი, ჰენრი ფონდა, ცნობილი მსახიობი. მსახიობს ჰყავდა უმცროსი ძმა, პიტერი, რომელიც ასევე მსახიობი გახდა.

gettyimages-497231326-1024x1024-1769402854.jpg
ძმასთან ერთად

მიუხედავად სიმდიდრისა და გარეგნული კეთილდღეობისა, ფონდას ურთიერთობა მშობლებთან საკმაოდ ტრაგიკული იყო. მამამისი გამოუსწორებელი მექალთანე იყო. 1949 წელს მან ცოლს გამოუცხადა, რომ სხვაზე უნდა დაქორწინებულიყო. ფრენსისს მაშინ საკმაოდ მძიმე ფსიქიკური მდგომარეობა ჰქონდა. მალევე მოხვდა ფსიქიატრიულ კლინიკაში, სადაც თავი მოიკლა. მაშინ ჯეინი 12 წლის იყო. ეს უდიდეს დარტყმად იქცა მის ცხოვრებაში. ამას ემატებოდა მამის მუდმივი საუბარი ქალის სილამაზეზე. მის მიერ ქალის სილამაზის აღქმამ დამანგრეველი შედეგები გამოიწვია. როგორც თავად ჯეინმა აღიარა, 35 წლის ასაკამდე იმ რწმენით ცხოვრობდა, რომ მას არ შეიყვარებდნენ, თუ ლამაზი არ იქნებოდა. მამამისმა ეს რწმენა კიდევ უფრო გააძლიერა სახლში ახალ-ახალი ლამაზი "დედინაცვლების" მიყვანით...

კინო

წლების წინ ინტერვიუში ფონდამ აღიარა, რომ მსახიობი სასოწარკვეთილების გამო გახდა. მდივნის თანამდებობიდან გაათავისუფლეს და სწორედ ამ დროს გადაეყარა გზაზე ლი სტრასბერგი, რომელმაც მისი ნიჭი შენიშნა.

jane-fonda-tty-01-gty-jef-171219-11x13-1600-1769402083.jpg

ოჯახმაც მხარი დაუჭირა მის სურვილს, თავი მიეძღვნა შემოქმედებისა და ხელოვნებისთვის, მით უმეტეს, რომ გენებიც უწყობდა ხელს, ნიჭიც და გარეგნობაც.

260346d679699d45b235bbf4aa5aafe5-1769402082.jpggettyimages-3232204-1024x1024-1769402082.jpg

ამიტომ სამსახიობო ხელოვნების შესწავლის შემდეგ ჯეინმა დაიწყო მუშაობა თეატრის მსახიობად და მოდელად.

მომავალი ეკრანის ვარსკვლავის ნიჭი მაშინვე არ შეუმჩნევიათ რეჟისორებსა და ქასთინგ დირექტორებს. მაგრამ მისი შთამბეჭდავი გარეგნობა და თითქმის იდეალური ფიგურა თვალსაჩინო იყო, ამიტომ ეკრანის დაპყრობა თანდათანობით, მაგრამ წარმატებით განხორციელდა.

jane-fonda-1950s-1769402083.jpg

მსახიობის პირველი მნიშვნელოვანი კინოროლები 1960 წელს შედგა, მაგრამ ყოველთვის ვერ ახერხებდა საკუთარი თავის, როგორც დიდი პოტენციალის მქონე დრამატული მსახიობის წარმოჩენას - მისი როლები ხშირად შემოიფარგლებოდა „წარმოუდგენლად მიმზიდველი გოგონას“ იმიჯით. ერთ-ერთი ასეთი ფილმი იყო „მტაცებლები“, რომელშიც ფონდამ ალენ დელონთან ერთად ითამაშა. მოგვიანებით იყო კომედია „ფეხშიშველი პარკში“, რობერტ რედფორდთან ერთად. 1967 წლის სტანდარტებით, ფილმმა შთამბეჭდავი 19,9 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და ჯეინმა BAFTA-ს ნომინაცია მიიღო.

0-1-1769402082.jpg1959-jane-fonda-567-0-ad49c2ee7fb349739857cf0034b066dc-1769402082.jpg

მხოლოდ 1960-იანი წლების ბოლოს დაიწყეს ნიჭიერი მსახიობისთვის ისეთი როლების შეთავაზება, რომლებიც ნამდვილად ავლენდა მის დრამატულ ოსტატობას. 1969 წელს ოსკარზე იყო ნომინირებული საცეკვაო მარათონის შესახებ ფილმში მონაწილეობისთვის, მაგრამ ვერ მოიპოვა სასურველი ქანდაკება. "ოსკარი" ორი წლის შემდეგ მიიღო და საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო მოიპოვა კრიმინალურ თრილერში „კლუტი“ შესრულებული როლისთვის.

jane-fonda-best-performances-and-movies-1769403328.webp

შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში ჯეინი ძირითადად ეკრანზე არ ჩნდებოდა და მეორე ქმართან ერთად პოლიტიკასა და რევოლუციურ მოძრაობას მიუძღვნა თავი. თუმცა, 1977 წელს გამოვიდა დრამა „ჯულია“, რომლისთვისაც მან "ოქროს გლობუსი" მიიღო.

შემდეგ ფონდამ მეორე ოსკარი მოიპოვა ფილმისთვის „სახლში დაბრუნება“.ასევე ითამაშა ჯეიმს ბრიჯესის თრილერში „ჩინეთის სინდრომი“. ამ როლმა მას BAFTA-ს ჯილდო მოუტანა, ხოლო თავად ფილმმა ხუთი ოქროს გლობუსი და ოთხი ოსკარის ნომინაცია მიიღო.

ჯეინ ფონდა და აერობიკა

ჯეინ ფონდას სახელი კინოსთან ერთად, მჭიდროდ არის დაკავშირებული აერობიკასთან. სწორედ მის სახელს უკავშირდება აერობიკის მსოფლიო პოპულარობა და მისი მაგალითით დაიწყეს ადამიანებმა ტელევიზორის ყურებისას მუსიკის ფონზე ვარჯიშების გამეორება.

1990-იანი წლების დასაწყისში წარმატებული და პროდუქტიული კინოკარიერის ფონზე, ჯეინმა გადაწყვიტა ჰოლივუდი დაეტოვებინა, რათა საზოგადოების გონებაში სამუდამოდ ახალგაზრდა და ლამაზი დარჩენილიყო.

ასე მიმართა რაკურსი ახალი სფეროსკენ: კარგი ფიზიკური ფორმის შესანარჩუნებლად აერობული ვარჯიშების ნაკრების შემუშავებას მიჰყო ხელი. შემდეგ გამოაქვეყნა წიგნი და ვიდეოკასეტები საფირმო ვარჯიშებით, რამაც გამოიწვია ჯეინ ფონდას ფიტნეს ცენტრების გახსნა მთელ შეერთებულ შტატებში. ვარსკვლავი ასევე ამბობდა, რომ უწყვეტი თვითგანვითარება და ჯანსაღი ძილი ახალგაზრდობის შენარჩუნების მთავარი საიდუმლოა.

jane-fonda-anos-80-workout-20200219201846-1769402083.webp

ფონდას კინოში ტრიუმფალური დაბრუნება ახალ ათასწლეულში მოხდა - 2005 წელს ის ეკრანზე გამოჩნდა, ჯენიფერ ლოპესის დედამთილის როლი შეასრულა კომედიაში „მონსტრის კანონი“. ამას მოჰყვა კიდევ უფრო მასშტაბური კინოპროექტები და რამდენიმე სატელევიზიო სერიალში გამოჩენა, თავდაპირველად ეპიზოდურ, შემდეგ კი მთავარ როლებში. ის კვლავ ძალიან მოთხოვნადია და ბოლო წლებშიც არაერთი ახალი პროექტით წარდგა მაყურებლის წინაშე.

ქორწინებები

მის რომანებზე საკმაოდ ბევრს საუბრობდნენ და წერდნენ. ავტობიოგრაფიაში თავადაც ისაუბრა პირველ სექსუალურ გამოცდილებასა და რომანებზე უორენ ბიტისთან, პიტერ მანთან...

პირველად კი რეჟისორ როჯერ ვადიმზე იქორწინა 1965 წელს. მათი ქორწინება 1973 წლამდე გაგრძელდა. 1968 წლის 28 სექტემბერს მათ ქალიშვილი ვანესა შეეძინათ. მას მსახიობ ვანესა რედგრეივის სახელი დაარქვეს.

gettyimages-953421122-1024x1024-1769402082.jpg

famiglia-vadim-fonda-e-figlia-1769405709.jpg

მეორე ქორწინება ტომ ჰეიდენზე დაქორწინდა, „ახალი მემარცხენეების“ ომის საწინააღმდეგო აქტივისტზე. ამ ნაცნობობამ ის პოლიტიკურ აქტივიზმში ჩაითრია და მისი მეშვეობით ჯეინმა ომის საწინააღმდეგო დემონსტრაციებში მიიღო მონაწილეობა. 1973 წლის 7 ივლისს მათ ვაჟი, ტროი ო’დონოვან ჰეიდენი შეეძინათ. ეს ქორწინება 1973 წლიდან 1990 წლამდე გაგრძელდა. ამავე ქორწინების პერიოდში იშვილა ჯეინმა მერი ლუანა უილიამსი და გაზარდა.

fondasonhayden-1976-1769404629.jpg

კინომაგნატი და საკაბელო ტელევიზიის მფლობელი ტედ ტერნერი, 1991 წელს მისი მესამე ქმარი გახდა. თუმცა, ეს ქორწინებაც 2001 წელს განქორწინებით დასრულდა ტერნერის ღალატის გამო.

ted-turner-jane-fonda-1992-1769404669.jpg

jane-fonda-2-te-230224-2dbe72-1769402083.jpg
შვილებთან ერთად

დაავადებები

2018 წელს მსახიობმა ჯანმრთელობის პრობლემებზე ისაუბრა. მას ტუჩიდან ავთვისებიანი სიმსივნე მოკვეთეს. რვა წლით ადრე ჯეინს უკვე ჰქონდა კიბოსთან შეხება - მკერდის ოპერაცია ჩაუტარდა.2022 წლის შუა პერიოდში გავრცელდა ასევე ამბავი, რომ მომღერალი ექვსი თვის განმავლობაში ჰოჯკინის ლიმფომის დიაგნოზით ცხოვრობდა. ფონდამ ქიმიოთერაპიების კურსი დაიწყო და ოპტიმისტურად იყო განწყობილი. რამდენიმე თვის შემდეგ განაცხადა, რომ დაავადება დაამარცხა და რემისიაში შევიდა.

jane-fonda-at-the-2025-cannes-film-festival-cropped-1769402082.jpg

გარეგნობა და სტილი

ჯეინს საკმაოდ უჭირდა დამკვიდრებული სილამაზის სტანდარტების დაცვა. დაბერების პირველი ნიშნებისთანავე ჰოლივუდის დივამ პლასტიკურ ქირურგიას მიმართა, თუმცა მოგვიანებით აღნიშნა, რომ დროულად მოახერხა ამ მანიის შეჩერება.

30-დან 40 წლამდე მსახიობის ცხოვრებაში ანორექსიისკენ იყო მიდრეკილი, ხოლო 50 წლის ასაკში დეპრესიის დიაგნოზი დაუსვეს. თუმცა, მან გადალახა ეს სირთულეებიც და ისწავლა საკუთარ თავთან ჰარმონიაში ცხოვრება. ამჟამად ის დაახლოებით 60 კგ-ს იწონის და 173 სმ სიმაღლისაა.

gettyimages-2245440765-55b57f9e86064e78b9e6f9062eb6b8a4-1769402082.webp

ფონდა ეკრანზე პირველი გამოჩენიდან სტილის ხატად იქცა და მთელი თავისი კარიერის განმავლობაში შეინარჩუნა უნიკალური სტილი. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მისი გამორჩეული ხელწერა, უნაკლო გემოვნებისა და განსაცვიფრებელი ფიგურის გარდა, მისი ხალისიანი პიქსის ვარცხნილობაა. მოკლე თმა, სხვადასხვა სიგრძისა და ფერის მკვეთრი ძაფებით, სხვადასხვა მიმართულებით შეღებილი, ქმნის ცოცხალ და შთამბეჭდავ იერს.

ვარსკვლავის ვარცხნილობას მთელ მსოფლიოში მილიონობით ზრდასრული ქალი ბაძავს, რადგან ის ქალის გარეგნობას წლებს არ მატებს და არც ზედმეტად ახალგაზრდულად გამოიყურება. საკის მიუხედავად, ჯეინი თავს უფლებას აძლევს, მინიმალური ცვლილებებით გავიდეს გარეთ, ზოგჯერ მაკიაჟის გარეშეც კი.

მსახიობმა აღიარა, რომ მრავალი წლის განმავლობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამცველი იყო, რომელიც უსარგებლო საკვებისგან, კოფეინისგან და მოწევისგან თავის შეკავებას უჭერდა მხარს. ახლა კატეგორიულად უარყოფს დიეტებს და წონის უეცარ კლებას და, შესაბამისად, ჯანსაღ კვებას ინარჩუნებს.

gettyimages-2218855332-a845fabcd92e450eb7e8e1d608ce3389-1769402082.webp

ჯეინი საკმაოდ აქტიურია საზოგადოებრივ ასპარეზზეც, პოლიტიკურ განცხადებებსაც არ ერიდება და ტრამპიც არაერთხელ გააკრიტიკა.

ციტატები

  • „კაცს ოთხივე სეზონი აქვს განკარგულებაში, ქალს კი მხოლოდ გაზაფხული“.
  • „კარგ ფორმაში ყოფნა პოლიტიკური აქტია: საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობას იღებ“.
  • „მე მიყვარს ჩემი ნაოჭები, რადგან მხოლოდ შუახნის ასაკში აღმოაჩენს ადამიანი საბოლოოდ, თუ რა არის მისი ნამდვილი სახე“.
  • „მე ძალიან ბევრ ფულს ვხარჯავ ჩემი რანჩოსთვის დიდი, მწიფე ხეების ყიდვაში. ნერგებისთვის უკვე ძალიან დიდი ვარ“.
  • „კაცები, რომლებსაც მხოლოდ ჩაქუჩი აქვთ, ყველაფერს, რასაც ცხოვრებაში წააწყდებიან, ლურსმნებად აღიქვამენ“.
  • „შეგიძლია ადამიანს ყველაფერი წაართვა, გარდა ერთი რამისა: არჩევანის თავისუფლებისა, მოცემულ სიტუაციაზე რეაქციის თავისუფლებისა.“
  • „მე სრულყოფილი ვარ. მხოლოდ ერთი რამ არის ჩემს კონტროლს მიღმა - გრავიტაციის ძალა.“

b183a4093ffd-jane-fonda-1769405133.jpg.webp

2011-b-e15e2fe14784477eae7510fccbdb668e-1769405708.jpg

jane-fonda-cannes-film-festival-2024-3-051424-2030c81960404066afd64a4c29069284-1769405709.jpgsei-202704077-cb21-1769405709.webp