მოდი, ვიმეცადინოთ თამაშით! - ეს „პალიტრა L“-ის პროექტია, რომლის ფარგლებშიც პირველი და მეორე კლასელებისთვის დამხმარე სასწავლო რესურსები გამოიცა. ქართული ენისა და ლიტერატურის კომპლექტი აერთიანებს როგორც წიგნს, ისე რვეულს. პირველი კლასისთვის 1 წიგნი და 2 რვეულია განკუთვნილი, მეორე კლასისთვის კი - 1 წიგნი და 1 რვეული. მათში თავმოყრილია სახალისო სავარჯიშოები, შემოქმედებითი დავალებები, განმავითარებელი ონლაინრესურსები ტექსტების ხმოვანი ვერსიებით.
სასწავლო მასალების შექმნაზე მასწავლებლების სპეციალურმა ჯგუფმა იმუშავა. მათ შორის არიან: ირინე იაშვილი, ლელა ქისტაური, ნინო მესხორაძე, ხათუნა რაზმაძე.
გამოცემის მიზანია, ბავშვებმა მარტივად შეძლონ წერა-კითხვის ათვისება. წიგნებსა და რვეულებში მოცემული სავარჯიშოები ისეა შედგენილი, რომ პატარები სწავლობენ დაკვირვებას, კითხვების დასმას და მათზე პასუხების მოძიებას.
როგორც გამომცემლობაში აღნიშნავენ, მასალები თამაშით სწავლების მეთოდს ეფუძნება, რაც სწავლის პროცესი მეტად სახალისო და საინტერესოს ხდის. კვლევებმა არაერთხელ დაადასტურა, რომ თამაში ბავშვისთვის სწავლის ყველაზე კარგი საშუალებაა.
ახალი სასწავლო რესურსების შეძენა შესაძლებელია „პალიტრა L-ის“ ვებგვერდზე ონლაინ და „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით.
R