ყოველი წუთი მნიშვნელოვანია, ამიტომ მისი სწორად გამოყენება აუცილებელია. სამწუხაროდ, ადამიანებს თავისუფალი დრო თითქმის აღარ აქვთ, უფრო მეტიც, ეს მათთვის ფუფუნებად იქცა. ცხოვრების აჩქარებული ტემპი, დატვირთული სამუშაო გრაფიკი და ოჯახური ვალდებულებები, გამოსავლის პოვნისკენ გვიბიძგებს. ჩვენ მუდმივად ვეძებთ ისეთ გზებს, რაც ცხოვრებას და ყოველდღიურობას გაგვიმარტივებს.
რთული სამუშაო დღის ბოლოს, სახლში დაბრუნებული ადამიანისთვის სამზარეულოში შესვლა და კერძის მომზადება ერთ დიდ თავსატეხად შეიძლება იქცეს, თუმცა Temu-ზე შევხვდებით არაერთ ნივთს, რომელიც ამ პროცესს გაამარტივებს და მეტიც, სამზარეულოში ფუსფუსს უფრო საინტერესო, მარტივსა და კომფორტულს გახდის.
ჩვენ შევარჩიეთ 5 ნივთი, რომელიც დიასახლისის ნამდვილი დამხმარე გახდება:

ძალიან დიდი ტევადობის საწური თასი ბოსტნეულისა და ხილის გასარეცხად, სადრენაჟე ხვრელით, სამზარეულოს აუცილებელი აქსესუარია. ის ერთდროულად ასრულებს თასისა და საწურის ფუნქციას, სწორედ ამიტომ, ძალიან პრაქტიკული და საჭირო ნივთია, რომელიც ყველას უნდა ჰქონდეს სამზარეულოში. მას იყენებენ ბრინჯის გასარეცხად, ხილისა და ბოსტნეულის დასაწურად. როდესაც ბრინჯს ან მაკარონს ჩვეულებრივ საწურში ასხამთ, რაღაც რაოდენობა ხშირად ვარდება ნიჟარაში. საწური თასი კი ამ პრობლემას აღმოფხვრის და საქმეს გაგიმარტივებთ.
რატომაა მრავალფუნქციური?
იმიტომ რომ გამოდგება:
ბრინჯისთვის;სალათის ფოთლებისთვის;ხილისა და ბოსტნეულისთვის;მაკარონისთვის.სარგებელი: გარდა იმისა, რომ მრავალფუნქციურია, ძალიან პრაქტიკულია და სამზარეულოში პატარა სივრცეს იკავებს.19.90 ლარის ნაცვლად - 5.36 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ.
დეტალურად სანახავად და შესაძენად გადადით ბმულზე

ნაყინის, კრუასანების, ცომეულის, ვაფლისა და ეკლერის საცხობი ფორმები Temu-ზე ძალიან პოპულარულია. ეს განსაკუთრებით მათთვისაა, ვისაც ძალიან უყვარს სამზარეულოში ფუსფუსი და სხვადასხვა ტკბილეულის მომზადება.
უჟანგავი ფოლადის საცხობი ფორმები გამძლე, ჰიგიენური და უნივერსალურია.
რატომ არის პრაქტიკული და უსაფრთხო?
თანაბრად აცხობს - უჟანგავი ფოლადი კარგად ანაწილებს სითბოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაკლები შანსია ერთი მხარე დაიწვას და მეორე უმი დარჩეს.
არ რეაგირებს საკვებთან - არ იღებს სუნს, ფერს, გემოს. არ შედის ქიმიურ რეაქციაში მჟავე პროდუქტებთან.ადვილად ირეცხება - არ იწოვს ჭუჭყს და ცხიმს.17.53 ლარის ნაცვლად - 7.95 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ.
დეტალურად სანახავად და შესაძენად გადადით ბმულზე

თევზის ქერცლის საფხეკი (თევზის მოსაშორებელი ხელსაწყო) ძალიან პრაქტიკული და საჭირო ნივთია სამზარეულოში. ის ამარტივებს თევზის მომზადების პროცესს, რომელიც ბევრი ადამიანისთვის ძალიან არაკომფორტული და არაჰიგიენურია.
რატომ არის პრაქტიკული?
სწრაფად აშორებს ქერცლს და მნიშვნელოვნად აჩქარებს პროცესს. ხელით ქერცლის მოშორება ძალიან არასასიამოვნო და შრომატევადი პროცესია. ასეთ დროს, სამზარეულოს მაგიდა ქერცლით იფარება, შემდეგ კი რამდენიმე საათია საჭირო მისი გაწმენდისთვის. უსაფრთხოა - ნაკლები რისკია დანით ხელის გაჭრისა და დაზიანების.კომფორტულია - საფხეკს აქვს სპეციალური თავსახური, რომელიც თევზის გასუფთავების პროცესს მეტად ამარტივებს. მარტივად ირეცხება - პლასტმასის ან უჟანგავი ფოლადის საფხეკი ადვილად ირეცხება. თუ დროისა და ნერვების დაზოგვა გნებავთ სამზარეულოში, ეს ნივთი თქვენთვისაა.
7.92 ლარის ნაცვლად - 3.21 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ. დეტალურად სანახავად და შესაძენად გადადით ბმულზე

ეს ნივთი კერძის მომზადებისას (შეწვისას) თქვენი მარჯვენა ხელი გახდება. ზეთის შხეფებისგან დამცავი, სამზარეულოში, ზედმეტ ცხიმს თავიდან აგაცილებთ. ის შექმნილია თბოიზოლაციის უზრუნველსაყოფად და დამწვრობისგან თავის ასარიდებლად.
რატომ არის ის სამზარეულოში ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ნივთი?
გიცავთ დამწვრობისგან;
5 ცალი კარტოფილის შეწვა მთელ სამზარეულოს დასალაგებელს არ გიხდით;
ადვილად ირეცხება;
უნივერსალურია - ერგება სხვადასხვა ზომის ტაფას.
მოკლედ, ის იცავს თქვენს ხელებს დამწვრობისგან, სამზარეულოს - ზედმეტი ცხიმისგან.
73.82 ლარის ნაცვლად - 5.35 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ.დეტალურად სანახავად და შესაძენად გადადით ბმულზე

ერგონომიული სახელურით საწმენდი ჯაგრისი ძალიან პრაქტიკული ნივთია სამზარეულოში. ის ბევრად უფრო კომფორტული და ეფექტურია, ვიდრე ჩვეულებრივი ჯაგრისი.
რა უპირატესობა აქვს ამ ნივთს?
ერგონომიული სახელური კომფორტისთვის - ერგონომიული სახელური საშუალებას გაძლევთ ჯაგრისი ხელში მშვიდად და კომფორტულად დაიჭიროთ. მისი გამოყენება განსაკუთრებით მოსახერხებელი მაშინაა, როდესაც საჭიროა ჭურჭლის ზედაპირის კარგად გასუფთავება. ასეთი სახელურის მქონე ჯაგრისი ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს და რაც მთავარია - ხელს არ გტკენთ გაწმენდის დროს.
ნაზი ძაფები და ბეწვი - მათი მეშვეობით, ჭურჭელი, რომელსაც აქვს ყალიბის ან მინის ზედაპირი არ ზიანდება (იკაწრება).
უნივერსალურია - ასეთი ჯაგრისები ხშირად გამოიყენება არა მხოლოდ ჭურჭლის, ქვაბებისა და ტაფების გაწმენდისთვის, არამედ ასევე ზედაპირების გასუფთავებისთვის, რომელიც საჭიროებს ფრთხილ მიდგომას. მაგალითად, მილების ირგვლივ, ნიჟარის კუთხეებში.
მარტივად არ ფუჭდება - პრემიუმ კლასი ნიშნავს იმას, რომ ის დამზადებულია გამძლე მასალებისგან.
ჰიგიენური და უსაფრთხო - სწორად არჩეული ბეწვი ეფექტურად აღწევს ლაქებამდე. ასეთი პრაქტიკული და ხარისხიანი პრემიუმ კლასის ჯაგრისი ნამდვილად კარგი არჩევანია თქვენი სამზარეულოსთვის. ის ამარტივებს მუშაობას და ამცირებს დაღლას.
5.78 ლარის ნაცვლად - 2.30 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ
დეტალურად სანახავად და შესაძენად გადადით ბმულზე
თუ სამზარეულოში ბევრ დროს ატარებთ, ეს 5 ნივთი თქვენი ერთგული და შეუცვლელი დამხმარე გახდება.
ანა შვანგირაძე