ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ვრცელდება ინფორმაცია ბავშვების მიერ მაგნიტების გადაყლაპვის მძიმე შემთხვევებზე. სულ ახლახან, 5 წლამდე ასაკის ბავშვმა 16-მდე მაგნიტი გადაყლაპა და ორი კვირა საავადმყოფოში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაატარა. გასულ დეკემბერში კი კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც 10 წლის ბავშვის ორგანიზმიდან მაგნიტის გამოსვლას მშობლები რამდენიმე დღის განმავლობაში, შიშითა და შფოთვით ელოდნენ.
ეს ნივთები, რომლებიც ხშირად სენსორული თამაშებისთვის გამოიყენება და საკანცელარიო მაღაზიებში თავისუფლად იყიდება, ერთი შეხედვით უწყინარ გასართობს ჰგავს. თუმცა, როდესაც საქმე ბავშვების ჯანმრთელობას ეხება, „უწყინარი“ ნივთი შეიძლება უდიდეს რისკად იქცეს.
რა საფრთხეს შეიცავს მაგნიტი, რატომ არის ის სხვა მეტალებზე საშიში და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი კრიტიკულ სიტუაციაში? ამ თემაზე კლინიკა იაშვილისა და „კურაციოს“ ექიმები გვესაუბრებიან.
როდის ხდება მაგნიტი „მტერი“? – ლევან ხარაშვილის რეკომენდაციები
იაშვილის კლინიკის აბდომინური, ზოგადი და თორაკო ქირურგიის განყოფილების უფროსი, ლევან ხარაშვილი, ინტერვიუში გვიყვება, რომ მაგნიტის გადაყლაპვისას გადამწყვეტია სამი ფაქტორი: ზომა, ენერგია და რაოდენობა. ექიმი ხაზს უსვამს, რომ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მაშინ, როცა საქმე რამდენიმე მაგნიტს ეხება.
“მაგნიტი, ისევე როგორც სხვა უცხო სხეული შეიძლება გადაყლაპოს ბავშვმა. თუმცა რომ გითხრათ, რომ შემთხვევები გახშირდა ასე არ არის. ადრეც ყლაპავდნენ, ახლაც ყლაპავენ და სამწუხაროდ კიდევ ჩაყლაპავენ. გარდა ცალკე აღებული მაგნიტებისა, ბევრ სათამაშოსაც აქვს მაგნიტი, მაგალითად ჭადრაკის ფიგურებს, რომელიც მეტალის ქვაზე ეკრობა.
თავად მაგნიტი არ წარმოადგენს პრობლემას, ისეთივე უცხო სხეულია, როგორც სხვა მეტალი, მაგალითად ხურდა ფული, რომლის გადაყლაპის შემთხვევებიც ყველაზე ხშირია ბავშვებში. თუმცა მაგნიტის შემთხვევაში სამი რამ არის მნიშვნელოვანი:
მაგნიტისზომა: თუ მაგნიტი დიდია, მაშინ ის ენდოსკოპიით უნდა იქნას ამოღებული, თუ არადა ბევრს არაფერს დააშავებს განავალთან ერთად გამოვა.
სახიფათომაგნიტი: ეს არის მაგნიტი, მაღალი ენერგიით, რომელიც არ გამოიყენება სათამაშოებში და უფრო სამრეწველო წარმოებაში გვხვდება და მაღალი ენერგია აქვს. საფრთხეს ქმნის იმ თვალსაზრისით, რომ გადაყლაპვის შემთხვევაში თუ ნაწლავებში გადავიდა და ბავშვს სხეულზე აქვს მეტალის შემცველი ქამარი ან ბალთა, შეიძლება შიგნიდან მიეკრას და ასე დიდი ხნის განმავლობაში იყოს და ნაწლავი დააზიანოს. თუმცა ეს ძალიან იშვიათი შემთხვევებია.
რაოდენობა: ყველაზე საყურადღებო ამ დროს მაინც გადაყლაპული მაგნიტების რაოდენობაა. თუ ერთი მაგნიტია, პრობლემას არ ქმნის, კი აქვს გარკვეული მიზიდულობა, მაგრამ თუ მეტალი ვერ ნახა, ცხადია ვერაფერს მიეკრობა და გამოვა გარეთ. თუ ორი ან რამდენიმე მაგნიტია, მაშინ შესაძლებელია ამ მაგნიტებმა თუ ერთმანეთზე მიკრულები არ არიან, ნაწლავებში მიგრაცია დაიწყონ ცალც-ცალკე და ნაწლავის სხვადასხვა მონაკვეთში არსებული მაგნიტები ერთმანეთს მიეკროს. მათ შორის ნაწლავის კედელია და ხანგრძლივი ზეწოლის შემდეგ ხდება ნაწლავის გახვრეტა, რაც საკმაოდ სახიფათო გართულობაა. ამიტომ დაიმახსოვრეთ, თუ ორი ან მეტი მაგნიტი აქვს ბავშვს გადაყლაპული, საკმაოდ საყურადღებოა.“
– როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როდესაც გაიგებს, რომ მისმა შვილმა გადაყლაპა მაგნიტი? განაგრძეთ კითხვა