ოჯახური კონფლიქტი ხშირად ქალებს არა მხოლოდ ფიზიკურად და ემოციურად, არამედ მატერიალურადაც აზარალებს. რა სამართლებრივი ბერკეტები აქვთ სახელმწიფოს, რომ მეუღლესთან კონფლიქტის გამო მშობელი მცირეწლოვანი შვილებით ღია ცის ქვეშ, უსახსროდ არ დარჩეს.
შეკითხვებით ადვოკატ გივი კაკუშაძეს მივმართეთ და ცოლ-ქმარს შორის ქონებრივი დავების შესახებ რამდენიმე სხვა საკითხის განმარტება ვთხოვეთ:
- საზოგადოებაში მსგავსი საკითხები საკმაოდ ხშირია. კანონის მიხედვით, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ესე იგი, თუ ცოლსა და ქმარს შორის საქორწინო ხელშეკრულება არ არის, ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება ორივე მეუღლეს თანაბრად ეკუთვნის, მიუხედავად იმისა, ვისი სახსრებითაა შეძენილი ეს ქონება.
აუცილებელია, მეუღლემ სარჩელით მიმართოს სასამართლოს და ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების თანამესაკუთრედ აღრიცხვა მოითხოვოს.
- იმისთვის, რომ ქმარმა ქონება არ გაასხვისოს, ცოლმა სასამართლოში დავის დასრულებამდე, სადავო ქონების გასხვისების აკრძალვა უნდა მოითხოვოს, რასაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ჰქვია.
იმ შემთხვევაში, თუ ქონება უკვე გასხვისებულია, უფრო მეტად რთულდება დაზარალებული მეუღლის სამართლებრივი მდგომარეობა, რადგან მან გარიგების ბათილობაზე უნდა იდავოს და დაამტკიცოს, რომ მეუღლემ სწორედ იმიტომ გაასხვისა ქონება, რომ არ გაყოფილიყო.
- გაყოფას ექვემდებარება მხოლოდ მეუღლეთა თანასაკუთრებაში შეძენილი ქონება. თუ ქონება აღრიცხულია ბებიის ან ბაბუის სახელზე, ამ ქონებიდან მეუღლე ვერ მოითხოვს თავის წილს.
- მოგეხსენებათ საქართველოში სასამართლო ძალიან გადატვირთულია და დავები შესაძლოა, წლობით გაგრძელდეს. მსგავსი ტიპის სამოქალაქო დავებიც საკმაოდ დიდხანს გაგრძელებულა. ამ პერიოდში რაიმე მექანიზმი, რომ მეუღლე იყოს საცხოვრებლით უზრუნველყოფილი, არ არსებობს.
- ასეთ შემთხვევაში, მცირეწლოვანი შვილების დედას შეუძლია, იურიდიული დახმარების სამსახურს მიმართოს, სადაც გამოცდილი და კვალიფიციური ადვოკატები მუშაობენ და მას შესაბამის სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ. ასევე, არსებობს არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ქალთა და ბავშვთა უფლებებს იცავს და ახორციელებს დახმარებას, მათ შორის - სამართლებრივს.
- კანონის მიხედვით, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას).
ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.
შესაბამისად, ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება მეუღლეებს შორის გაიყოფა თანაბრად.
ქორწინების განმავლობაში შეძენილი ყველა ქონება არ წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას. მაგალითად, დაქორწინებამდე არსებული ქონება და ისეთი ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით, მეუღლეთა თანასაკუთრებას არ წარმოადგენს.
- მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება. თუმცა, მეუღლეებს თანაბარი უფლება-მოვალეობები გააჩნიათ არასრულწლოვანი შვილების მიმართ.
- მეორე მეუღლე ქონების მიღებას სასამართლოს მეშვეობით შეძლებს. მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება, გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ. პრაქტიკაში ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როდესაც დავის დაწყების შემდეგ მხარეები მორიგებულან და აღარ დაელოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას. ზოგადად, მორიგება ყველაზე კარგი გამოსავალია ასეთ დროს.
- ყველაზე ხშირად დავა წარმოიშობა უძრავი ქონებისა და ავტომობილის გაყოფასთან დაკავშირებით. ეს განპირობებულია ამ ქონების მაღალი საბაზრო ღირებულებით.
- შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტების ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
შვილებს მშობლების ქონებაზე უფლებები წარმოეშობათ, მხოლოდ მათი გარდაცვალების შემდეგ, როდესაც მემკვიდრეები გახდებიან.