როგორ გავაძლიეროთ ბავშვის იმუნიტეტი ბაქტერიული და ვირუსული სეზონის პერიოდში - მშობლები

როგორ გავაძლიეროთ ბავშვის იმუნიტეტი ბაქტერიული და ვირუსული სეზონის პერიოდში

2026-01-27 10:28:57+04:00
წელიწადის ეს დრო მშობლებისთვის განსაკუთრებულ გამოწვევებთანაა დაკავშირებული. ზამთრის ცივ და სუსხიან დღეებს თან სდევს სეზონური ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები, რომლებიც ჩვენი შვილებისთვის ხშირი ავადობის, სისუსტისა და იმუნიტეტის დაქვეითების მიზეზად იქცევა. სწორედ ამ პერიოდში მშობლებისთვის მუდმივი ფიქრისა და ხშირად, ერთგვარი დავის საგანი ხდება შვილის სკოლასა თუ ბაღში გაშვების საკითხი: გავუშვათ თუ სჯობს სახლში დავტოვოთ, კიდევ ხომ არ დასუსტდება, ისევ ხომ არ გაცივდება?

ეს შიში საფუძვლიანია, რადგან ბავშვის ორგანიზმი ამ დროს მთელ ენერგიას ვირუსებთან ბრძოლას ახმარს. თუმცა, გამოსავალი არა სახლში გამოკეტვა, არამედ ორგანიზმის შიდა ძალების გაძლიერებაშია. იმუნიტეტი ჰგავს უხილავ ფარს, რომელსაც მუდმივი განახლება და „გამოკვება“ სჭირდება.

აქ კი მეორე გამოწვევის წინაშე ვდგებით - როგორ დავარწმუნოთ პატარა, მიიღოს ის სასარგებლო ვიტამინები, რომლებიც მას ასე სჭირდება? პრობლემა კიდევ უფრო მწვავდება, როდესაც ვხედავთ, რომ ბავშვის კვების რაციონი შორს არის იდეალურისგან. ბევრი ჩვენგანი ფიქრობს, რომ თუ პატარა ხილსა და ბოსტნეულს ჭამს, ის უკვე დაცულია, თუმცა რეალობა ცოტა სხვაგვარია. საქმე ისაა, რომ ვიტამინების ნაკლებობა შეიძლება განვითარდეს მაშინაც კი, როცა ბავშვი თითქოს დაბალანსებულად იკვებება.

ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ პროდუქტების თერმული დამუშავებისას, შენახვის პირობების დარღვევისას ან თუნდაც მაცივარში სამი დღით და მეტი დროით გაჩერებისას, საკვები ნივთიერებების მნიშვნელოვანი სასარგებლო ნაწილი იკარგება. სათბურში მოყვანილი ან დიდხანს დასაწყობებული პროდუქტები კი თავიდანვე ღარიბია იმ მიკროელემენტებით, რომლებიც ბავშვის მზარდ ორგანიზმს ასე სჭირდება.

ამას ემატება თანამედროვე ბავშვების „სპეციფიკური“ გემოვნება. სტატისტიკურად, პატარების დიდი ნაწილი უპირატესობას ეგრეთ წოდებულ „ცარიელ კალორიებს“: შოკოლადებს, ფუნთუშებსა და ტკბილეულს ანიჭებს, რომლებიც დროებით ენერგიით კი ამარაგებს, მაგრამ ორგანიზმს „სამშენებლო მასალით“ და იმუნური ჯავშნით არ უზრუნველყოფს. შედეგად ვიღებთ ჩაკეტილ წრეს: ვიტამინების დეფიციტი, დაქვეითებული მადა, კიდევ უფრო ნაკლები სასარგებლო ნივთიერება, დასუსტებული იმუნიტეტი და ხშირი ავადობა.

ეს განსაკუთრებით საგრძნობია სკოლის პერიოდში, როდესაც ფიზიკურ დატვირთვას გონებრივი გადაღლაც ემატება. თუ ბავშვი მალე იღლება, უჭირს კონცენტრაცია ან მუდმივად ძილიანობას უჩივის, ეს პირველი ნიშანია იმისა, რომ მის ორგანიზმს „შიდა რესურსების“ შევსება სჭირდება.

სწორედ ამიტომ, სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა: როგორ დავეხმაროთ ჩვენს პატარებს, ისე, რომ იმუნიტეტზე ზრუნვის პროცესი მათთვისაც სასიამოვნო იყოს და ჩვენთვისაც? პატარა ასაკში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ვიტამინების მიღება არ ასოცირდებოდეს წამალთან ან იძულებასთან. ბავშვები ბევრად უკეთ ითავისებენ ისეთ ჩვევებს, რომლებიც თამაშის, გემოსა და პოზიტიური ემოციების ელემენტებს შეიცავს. როდესაც სასარგებლო ნივთიერებების მიღება არ უკავშირდება უსიამოვნო გემოს ან მკაცრ კონტროლს, ბავშვი ნაკლებად ეწინააღმდეგება და უფრო მარტივად ეჩვევა რეგულარულობას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ასაკში, როდესაც ჯანმრთელი ჩვევები ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია. ამ მიზანს კი იდეალურად ერგება ევროპული ხარისხის, კომპანია „WELT PHARMA“-ს მიერ გერმანიაში წარმოებული ვიტამინი-ჟელიბონები„ჟელი-ვიტი“.

zheli-viti-ianvari-1-1769494942.png

„ჟელი-ვიტი“წარმოადგენს საბავშვო ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსს, რომელიც შექმნილია ბავშვის ყოველდღიური საჭიროებების გათვალისწინებით. მისი დათუნია ჟელიბონის ფორმა და სასიამოვნო გემო ვიტამინების მიღებას ბავშვისთვის მარტივ და ბუნებრივ პროცესად აქცევს, ხოლო შემადგენლობა უზრუნველყოფს იმ სასარგებლო ნივთიერებებს, რომლებიც მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის, ენერგიისა და ორგანიზმის განვითარების მხარდასაჭერად.

როგორ მოქმედებს „ჟელი-ვიტი“ პრაქტიკაში?

  • მრავალმხრივი დაცვა: მასში შემავალი C ვიტამინი, თუთია და სელენი ერთობლივად აძლიერებენ იმუნიტეტს. ეს ნიშნავს, რომ სკოლასა თუ ბაღში გავრცელებულ ვირუსებს პატარას ორგანიზმი ბევრად მომზადებული ხვდება.
  • ენერგია და კონცენტრაცია: ბავშვის მზარდი ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია B ჯგუფის ვიტამინები (B6, B12, ნიკოტინის მჟავა). სწორედ ისინი ეხმარებიან პატარებს, რომ დღის ბოლომდე შეინარჩუნონ ენერგია, იყვნენ ხალისიანები და უკეთ მოახდინონ ყურადღების კონცენტრირება სწავლის პროცესში.
  • მხარდაჭერა მხედველობისა და ზრდისთვის: A და D ვიტამინების წყალობით, „ჟელი-ვიტი“ ზრუნავს ბავშვის მხედველობასა და ძვლოვანი სისტემის სწორ განვითარებაზე, რაც ასე კრიტიკულია აქტიური ზრდის პერიოდში. ამავდროულად, D ვიტამინის მარაგის შევსება წლის ამ სეზონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვები უმეტეს დროს დახურულ სივრცეში ატარებენ.

„ჟელი-ვიტი“მიიღება 4 წლის ასაკიდან შემდეგნაირად: 4-8 წელი: 1-2 ჟელიბონი დღეში; 9-13 წელი: 2-3 ჟელიბონი დღეში; 14 წლიდან: 3-7 ჟელიბონი დღეში.

R