"თუ გაინტერესებთ, ვინ მასწავლა სიმღერა ბავშვობიდან... 9 წლამდე ყვარელში მზრდიდნენ ბებიები და ხმებში სიმღერას მასწავლიდნენ..." - ნინი შერმადინის ბებოსთან ერთად შესრულებული "საპოვნელა" (ვიდეო) - მშობლები

"თუ გაინტერესებთ, ვინ მასწავლა სიმღერა ბავშვობიდან... 9 წლამდე ყვარელში მზრდიდნენ ბებიები და ხმებში სიმღერას მასწავლიდნენ..." - ნინი შერმადინის ბებოსთან ერთად შესრულებული "საპოვნელა" (ვიდეო)

2026-01-27 21:04:20+04:00

მომღერალი ნინი შერმადინი, რომელიც ბოლო წლებია ამერიკაში აწყობს სასიმღერო კარიერას, ბებოსთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს და წერს:

"თუ გაინტერესებთ ვინ მასწავლა სიმღერა ბავშვობიდან, გაიცანით, ნელი ბურკიაშვილი. ჩემი ნელიკუნა. 9 თვიდან 9 წლამდე ყვარელში მზრდიდნენ ბებიები ნელი და დეზიკო, ჰოდა ყოველ საღამოს ხმებში სიმღერას მასწავლიდნენ, სამ ხმაში ვმღეროდით. ძალიან ვთხოვე, მოდი ვიმღეროთ-თქო და ვიდეოზე ძლივს დავითანხმე, ვეღარ ვმღერი, შვილოო…

80 წლის კვალობაზე ძალიან კარგადაც მღერის და ძალიან ლამაზადაც გამოიყურება!

"საპოვნელა” ექსპრომტად, აკაპელა მე და ნელიკუნასგან".