„მადამ, მესიე, სად არის ბრუკლინი?... ვიქტორია ცრემლებს ძლივს იკავებდა" - ბექჰემების პირველი საჯარო გამოჩენა შვილის სკანდალის შემდეგ - მშობლები

„მადამ, მესიე, სად არის ბრუკლინი?... ვიქტორია ცრემლებს ძლივს იკავებდა" - ბექჰემების პირველი საჯარო გამოჩენა შვილის სკანდალის შემდეგ

2026-01-28 10:41:43+04:00

პარიზში გაიმართა მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელმაც კიდევ ერთხელ მიიპყრო მსოფლიო მედიის ყურადღება: ვიქტორია ბექჰემი საფრანგეთის კულტურის სამინისტროსგან ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერის წოდებით დაჯილდოვდა. დიზაინერის მხარდასაჭერად საფრანგეთში მისი მეუღლე დევიდ ბექჰემი, შვილები — რომეო და კრუზი ჩავიდნენ თავიანთ პარტნიორებთან ერთად, ასევე ქალიშვილი ჰარპერი.

ეს გამოჩენა განსაკუთრებით სიმბოლური აღმოჩნდა, რადგან ბექჰემების ოჯახი უკვე დიდი ხანია საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრშია — ოჯახური კონფლიქტის გამო. ნაწილი გულშემატკივრებისა მხარს უჭერს უფროს შვილს, ბრუკლინ ბექჰემს, და მის მეუღლეს ნიკოლა პელტცს, ნაწილი კი ემოციურად თანაუგრძნობს ვიქტორიასა და დევიდს. გავრცელებული ინფორმაციით, სკანდალმა მშობლებს დიდი დარტყმა მიაყენა თუმცა, ბექჰემების ოჯახი წლების განმავლობაში მიჩვეულია საკუთარი ემოციების საჯაროდ კონტროლს.

ორდენის მიღების შემდეგ ვიქტორიამ სოციალურ ქსელში მადლობა გადაუხადა ყველას, ვისაც მისი გზის სჯეროდა, და განსაკუთრებულად აღნიშნა მეუღლე, დევიდ ბექჰემი.

დაძაბული გამოჩენა კამერების წინ

900x1200-1-c96726656303cf1100399d059ab3aef91440x1920-0xxd6tljkh-7011875441898169880-1769583834.jpg

პარიზში გამართული საღამო ემოციურად დატვირთული აღმოჩნდა. პაპარაცები, სკანდალის შესახებ ინფორმირებულნი, ხმამაღლა ეკითხებოდნენ: „მადამ, მესიე, სად არის ბრუკლინი?“ ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს, როგორ აქვთ ვიქტორიასა და დევიდს ერთმანეთისთვის ხელი ჩაჭიდებული. ვიქტორია გარეგნულად მშვიდია, თუმცა სახეზე დაძაბულობა ეტყობა - ბევრი თვლის, რომ ცრემლებს ძლივს იკავებდა. დევიდი, რომელიც ჩვეულებრივ ღიმილიანი და გახსნილია, ამჯერად სერიოზული და ჩაფიქრებული ჩანდა. ის განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა ოჯახის მიმართ — მანქანაში ჯერ მეუღლეს, შემდეგ შვილებსა და მათ პარტნიორებს სვამდა. მშობლებისგან განსხვავებით, უმცროსი ვაჟები, განსაკუთრებით კრუზი, უფრო თავისუფლად და მშვიდად გამოიყურებოდნენ.

ერთიანობის დემონსტრაცია თუ იმიჯური სტრატეგია?1456x971-1-920c6407c9adc655b711ff419f5a30ca5000x3333-0xfptllwmw-4855220433406153010-1769583853.jpg

სოცქსელებში კომენტარების ავტორთა ნაწილი ამ გამოჩენას ოჯახის ერთიანობისა და სიმტკიცის დემონსტრაციად აფასებს, ნაწილი კი თვლის, რომ ეს კიდევ ერთი ნაბიჯია კარგად გააზრებულ იმიჯურ სტრატეგიაში — სწორედ იმაზე, რაზეც ბრუკლინმა თავის განცხადებაში ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ მრავალწლიანი კონფლიქტი 19 იანვარს გამწვავდა, როდესაც ბრუკლინმა საჯაროდ დაადანაშაულა მშობლები წლების განმავლობაში კონტროლში. მისი თქმით, ოჯახში „სიყვარული“ სოციალური ქსელების პოსტების რაოდენობით იზომებოდა და „ბრენდი ბექჰემი ყოველთვის პირველ ადგილზე იდგა“. ბრუკლინის განცხადებით, მუდმივი შფოთვისა და სტრესისგან გათავისუფლება მხოლოდ მაშინ შეძლო, როცა მშობლებთან ურთიერთობა შეწყვიტა და საკუთარი ცხოვრების ახალი, ბედნიერი ეტაპი დაიწყო.

ქორწილის ისტორია, რომელმაც ყველაფერი შეცვალა

ყველაზე ხმაურიანი დეტალი ბრუკლინისა და ნიკოლა პელტცის 2022 წლის ქორწილს უკავშირდება. ბრუკლინის მტკიცებით, დედამ „წაართვა“ მას პირველი ცეკვა მეუღლესთან. მომღერალმა მარკ ენტონიმ სცენაზე საქმრო მიიწვია, თუმცა იქ ნიკოლას ნაცვლად ვიქტორია დახვდა. ბრუკლინის თქმით, დედამ მასთან „უხერხულად და შეუფერებლად“ იცეკვა, რითაც ნიკოლა სტუმრების წინაშე დაამცირა. ისტორიამ მალევე წარმოშვა ხუმრობების ტალღა და ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიზუალები. ქორწილის დიჯეიმ, ფეთ ტონიმ, მოგვიანებით დაადასტურა, რომ სიტუაცია „ძალიან უხერხული“ იყო და ნიკოლამ დარბაზი ცრემლიანი თვალებით დატოვა.

960x1200-1-53c5bc827d72d79fcd1df768f138cf541066x1332-0xcss88ukh-9525896838251443784-1769583868.jpg

გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილის შემდეგ ნიკოლამ ბრუკლინს მკაცრი ულტიმატუმი წაუყენა — „ან მე, ან დედაშენი“. საბოლოოდ, ბრუკლინმა მეუღლე აირჩია და გარკვეული დროის განმავლობაში ბექჰემებთან კონტაქტი შეწყვიტა. მოგვიანებით კონფლიქტი თითქოს განელდა და ახალგაზრდა წყვილი კვლავ ჩნდებოდა ოჯახურ ღონისძიებებზე.

თუმცა, დღეს ძველი ფოტოები და ვიდეოები სრულიად სხვა თვალით აღიქმება: კადრებში აშკარად ჩანს ნიკოლას დისტანცირება საერთო ფოტოებიდან და ვიქტორიას დაძაბულობა, როცა უფროსი ვაჟი და რძალი მას უახლოვდებიან — დეტალები, რომლებიც იმაზე მეტყველებს, რომ ოჯახური ბზარები ბევრად უფრო ღრმა იყო, ვიდრე ადრე ჩანდა.

მან ყოფილი ბოიფრენდიც აჩხუბა ოჯახთან, როგორც ბრუკლინ ბექჰემი... - საზოგადოება ტოქსიკურ ნიკოლა პელცს განიხილავს