"როცა ერთად ცხოვრება დავიწყეთ, მე ვიყავი 17 წლის, ირაკლი - 34-ის, ზუსტად ორჯერ ჩემზე დიდი... ერთ თვეში გახდება 20 წელი, რაც აღარ არის... მართლა 24 საათი ერთად ვიყავით, წამი მენანებოდა მის გარეშე გატარებული..." - ქეთათო ირაკლი ჩარკვიანზე - მშობლები

"როცა ერთად ცხოვრება დავიწყეთ, მე ვიყავი 17 წლის, ირაკლი - 34-ის, ზუსტად ორჯერ ჩემზე დიდი... ერთ თვეში გახდება 20 წელი, რაც აღარ არის... მართლა 24 საათი ერთად ვიყავით, წამი მენანებოდა მის გარეშე გატარებული..." - ქეთათო ირაკლი ჩარკვიანზე

2026-01-28 15:26:05+04:00

მუსიკოსი ქეთათო (ქეთი პოპიაშვილი) ირაკლი ჩარკვიანთან ურთიერთობის შესახებ საუბრობს ნანკა გვარის პოდკასტში "მარტოობის 15 წუთი":

- მე ვიყავი 17 წლის, ირაკლი - 34-ის, ზუსტად ორჯერ ჩემზე დიდი, როცა ერთად ცხოვრება დავიწყეთ. 16 წლიდან ვიცნობდი, თუმცა 17 წლის ვიყავი, როცა ერთად აღმოვჩნდით... ეს ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი, გარდამტეხი და ყველანაირად ბედნიერი ვიყავი. თითქოს ეს იყო ადამიანი, რომელსაც მთელი ბავშვობის განმავლობაში ვეძებდი, რომელიც იქნებოდა მეგობარი, საერთო ინტერესებით, საერთო საქმით, სიყვარულით, უგულშემატკივრებდით ერთმანეთს - ეს ყველაფერი ერთად რომ თანხვედრაშია, ძალიან კარგია... ბალერინა ვიყავი და მანამდე მუსიკაზე სულ არ მიფიქრია. რა თქმა უნდა, მუსიკა მიყვარდა, მაინტერესებდა, თან ჩემი თინეიჯერობის დროს ძალიან ბევრი მუსიკალური ტენდენცია იყო, ახალი ჯგუფები, სხვადასხვა კლიპი... მუსიკა ძალიან გცვლის შინაგანად, იცვლები იმის მიხედვით, რა მუსიკას უსმენ, რა წიგნებს კითხულობ და რა ინფორმაციასაც შეისრუტავს ადამიანი, ის არის მერე... ეს იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო და თვითონ მუსიკის კეთების პროცესზეც გავგიჟდი, ისე მომეწონა. მერე თავისთავად მოხდა, რომ რაშიც მეტი ინტერესი მქონდა, იმ სფეროში უფრო შევედი და ბალეტი ნელ-ნელა უკანა პლანზე გადავიდა. ირაკლი სულ მეუბნებოდა, იმღერეო და არ ვაპირებდი სიმღერას, მერე ნელ-ნელა დავიწყე.

irakli4-1-1769601582.png

ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრებაზე ქეთათო ამბობს:

- კოშმარია... მაგ დროს თავდაცვის ინსტინქტი გერთვება. ბოლომდე ვერ იაზრებ, იმდენად შოკში ხარ... ძალიან მტკივნეულია, აბსოლუტური სიცარიელე რჩება. რასაც ჰქვია შავი ხვრელი... ერთ თვეში გახდება 20 წელი, რაც აღარ არის... როცა კარგად იცნობ ადამიანს და ძალიან გიყვარს, მისი გარდაცვალების შემდეგაც თითქოს შინაგანი დიალოგი გაქვს მასთან, როგორც საკუთარ თავთან... თავიდან იბადები და სწავლობ ცხოვრებას.

64354900444728207979582423n-1769603157.jpg64354900444728207979582423n-1769603157.jpg

ჩვენ არ გვქონდა სტანდარტული ურთიერთობა, მართლა 24 საათი ერთად ვიყავით, წამი მენანებოდა მის გარეშე გატარებული. ალბათ ინტუიტიურად იმასაც ვგრძნობდი, რომ ეს იმდენად კარგი პერიოდია, ეს არის დროებითი. მე სულ ამით ვცხოვრობდი, სამწუხაროდ. ამ ბედნიერებას, სანამ ირაკლისთან ვიყავი, თან სდევდა ეს მომენტი, რომ ეს არის დროებითი. გვერდიდანაც კი მიგრძნია, თითქოს სპექტაკლია და ვთამაშობთ და ეს არის დროებითი... ღამის კოშმარებიც მაწუხებდა მაგასთან დაკავშირებით. როცა ასაკით შენზე უფროსია, როცა ძაან გიყვარს, ეს შიშები გაქვს.

  • ნანაზე:

2ccba60b2c136fc5e654367a371a86bc-1769602294.jpg

- ფიზიკურად ძალიან ჰგავს ირაკლის, ჩემს რაღაცებსაც ვხედავ, მაგრამ ხასიათით თვითონაა, ნანაა. ბავშვობიდან სულ უნდოდა, რომ მე ვიღაცის შვილი კი არ ვარ, მე მე ვარ. სულ ჰქონდა ეგ მომენტი. ადვილად წერს მელოდიას, ტექსტს, ალბათ ესეც გენეტიკურია. მინდა, რომ მეტად აკეთოს მუსიკა, თუმცა თვითონ ბევრი სხვადასხვა ინტერესი აქვს. მომწონს, რომ სულ თავის თავის ძიებაშია. ბავშვობაში მცხობელობა უნდოდა და სულ აცხობდა რაღაცებს. 10 წლისას სკოლაში ტორტები მიჰქონდა თავისი გამომცხვარი... ახლა თითქოს როლებიც გვაქვს ხანდახან შეცვლილი და ის დედაა, მე - შვილი, ჭკუას მარიგებს ხოლმე. ჩემი მეგობარია. მეგობრები ვართ და თან სულ ვაკონტროლებთ ერთმანეთს.

  • ცხოვრება ახლა:

- მყავს მეგობარი, ადამიანი, რომელთან ერთადაც ვარ ათი წელია. არის ხოლმე აღმასვლები და დაღმასვლები, სულ კარგად ვერ იქნები, მაგრამ ათი წელია ერთად ვართ.

გილოცავ, ძალიან მიყვარხარ... - ნანა ჩარკვიანი უფროს ძმას დაბადების დღეს ულოცავს. რას საქმიანობს ირაკლი ჩარკვიანის ვაჟი
2 წლიდან განვიცდი, რომ ვერ მნახა ირაკლიმ ისეთი, როგორიც თუნდაც შენ მნახე... ახლა შენც იქვე ხარ და უკვე ერთად გაიღიმებთ ჩემს წარმატებაზე - ნანას წერილი ბაბუას - გელა ჩარკვიანს