"ერთი წლის წინ ქიმიოთერაპიის ბოლო კურსი დავასრულე... ჩემი ახალი თმა ყოველდღე მახსენებს, რა გზა გავიარე..." - ცნობილი მოდელის აღიარება და ახალი ცხოვრება - მშობლები

"ერთი წლის წინ ქიმიოთერაპიის ბოლო კურსი დავასრულე... ჩემი ახალი თმა ყოველდღე მახსენებს, რა გზა გავიარე..." - ცნობილი მოდელის აღიარება და ახალი ცხოვრება

2026-01-28 23:20:40+04:00

ცნობილი იტალიელი მოდელი ბიანკა ბალტი ბოლო პერიოდი სიმსივნეს ებრძოდა და უამრავი გულშემატკივარი ჰყავდა. სულ ახლახან მან გამოაქვეყნა ვიდეო შემდეგი ტექსტით:

"ერთი წლის წინ ქიმიოთერაპიის ბოლო კურსი დავასრულე. არანაირი ზარი. არანაირი ცერემონია. იმ მიზეზების გამო, რომლებიც დღემდე მწყინს, ამ მომენტმა მშვიდად ჩაიარა - და მწარე გემო დატოვა, რომელსაც დღემდე ვგრძნობ.

მაგრამ ბევრი თქვენგანი მეკითხება ჩემს თმაზე. აი, ისიც. ეს არის ჩემი მოგზაურობა.

არანაირი პროდუქტი. არანაირი ხრიკი. ჩემი თმა უფრო სქელი გახდა... და გაცილებით ხვეული, ვიდრე ოდესმე. ის ველურია, საკმაოდ ურჩი და მე ის უფრო მიყვარს, ვიდრე შემიძლია ავხსნა.

ეს ჩემი ტკბილი, გამძლე თმაა. ის ყოველდღე მახსენებს, რომ ჩემი სხეული გადარჩა.

არასოდეს მიიღოთ თქვენი თმა ისე, როგორც რაღაც თავისთავადი.

თუ ამას კითხულობთ, გამიკეთეთ სიკეთე: აკოცეთ თქვენს თმას, უთხარით „მიყვარხარ“ და მადლობა გადაუხადეთ".

წარმატება

იტალიელი მოდელი, 41 წლის ბიანკა ბალტი მსოფლიომ გაიცნო, როგორც "დოლჩე და გაბანას" მოდელი და წლების განმავლობაში ამ ბრენდის სახე.

2310aa1f1b3d650a52f565d9f460a216-1769630666.jpg

senatus-lmiocy-1769630666.jpg

მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ მოდელებს შორის ირიცხებოდა და გამუდმებით ჩნდებოდა ჟურნალების გარეკანებზე, ჩვენებებზე, ღონისძიებებზე.

bianca-balti-4-1769630666.jpgbianca-balti-vanity-fair-it-21213001-1769630666.webpvenice-italy-september-02-bianca-600nw-1322938526-1769630666.webp

პირად ცხოვრებაშიც აქტიური იყო.პირველად იტალიელ ფოტოგრაფ კრისტიან ლუციდიზე დაქორწინდა, რომელთანაც 2007 წელს ქალიშვილი, მატილდა, შეეძინა.

balti-lucidi-figlia-2008-1769630831.webp

ისინი 2010 წელს განქორწინდნენ. 2015 წლის 14 აპრილს მან მეორე ქალიშვილი, მია მაკრეი, გააჩინა თავის ამერიკელ შეყვარებულ მეთიუ მაკრეისგან, რომელიც ესპანეთის ქალაქ მარბელაში დასვენების დროს გაიცნო. ისინი 2016 წელს დაქორწინდნენ.

supermodel-wedding-01-1761465279-1769630831.jpg

მოგვიანებით ეს წყვილიც დაიშალა და ბიანკამ ქალიშვილებთან ერთად განაგრძო ცხოვრება.

32d6e0a8f35841d66f905d6bf32fa055-1761465295-1769630942.jpg

bianca-balti-daughters-440nw-12581446ha-1769630831.jpg

განსაცდელი

2024 წლის სექტემბერში ბიანკამ სრულიად მოულოდნელად კლინიკიდან გამოაქვეყნა ფოტოები და საზოგადოებას აცნობა, რომ მესამე სტადიის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.

002020202020020202-pic4-zoom-1500x1500-64984-1726547550-1769631110.jpg

ბიანკას თქმით, ჯერ კიდევ 2022 წელს მან გაიკეთა პრევენციული ორმაგი მასტექტომიის ოპერაცია (როგორც ანჯელინა ჯოლიმ), მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ BRCA1 გენის ვარიანტის მატარებელი იყო - ძუძუსა და საკვერცხის კიბოს გენეტიკური რისკი მაღალი ჰქონდა. თუმცა მაშინ საკვერცხეების ამოღება გადადო, რადგან კიდევ სურდა შვილების გაჩენა. ორ წელიწადში კი ეს დიაგნოზი დადგა და საკვერცხის კიბოს სამკურნალოდ ქიმიოთერაპიის კურსები დაიწყო.

640-0-67a247c3bec1e-1769631110.jpeg

ამის შემდეგ ბიანკა აქტიურად უყვებოდა საზოგადოებას თავისი ავადმყოფობის, მკურნალობის, ბრძოლის ამბებს და მიუხედავად ავადობისა, კვლავ აქტიურად ჩნდებოდა საზოგადოებრივ ღონისძიებებზე, ჟურნალების გარეკანებზე, ყველგან საუბრობდა ღიად.

turning-heads-1769631110. 01When I was diagnosed with cancer, I somehow knew that I would make it through, .jpg

"როცა სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს, რატომღაც ვიცოდი, რომ გავუმკლავდებოდი, თუმცა ძალიან განვიცდიდი, რომ ოჯახს ვეღარ ვარჩენდი. ჩემი პროფესიონალური ფასეულობა ყოველთვის დაკავშირებული იყო ჩემს გარეგნობასთან, მუცელზე დიდი იარით და უთმოდ კი ნამდვილად არ ვარ მოდელის სტერეოტიპი. საწოლში იძულებით ყოფნისას გავაცნობიერე, რომ ძალიან ვაკავშირებ თვითშეფასებას პროდუქტიულობასთან", - ამბობს 40 წლის ბიანკა.

turning-heads-1769631110. 01When I was diagnosed with cancer, I somehow knew that I would make it through,  (1).jpgunintervista-che-e-durata-tre-mesi-1769631111. Tra telefonate notturne, il Festival di Sanremo, il Party d.jpg

ახლა კი, ბიანკას თქმით, ქიმიოთერაპიის ბოლო კურსიდან ერთი წლის შემდეგ, თავს შესანიშნავად გრძნობს. თმაც გაეზარდა, ახლებური იმიჯით გამოჩნდა.

in-the-new-issue-of-vogue-adria-we-return-to-the-construction-foundations-and-silhouettes-tha-1769631433.jpg

front-row-this-sunday-50-years-of-empire-one-month-without-mr-armani-1769631432. My hair’s short now, bo (1).jpg

harpersbazaares-1769631433.jpgproud-humbled-and-so-thankful-to-be-1769631433.jpgproud-humbled-and-so-thankful-to-be-n-1769631433.jpgproud-humbled-1769631433.jpg

და მის გვერდით საყვარელი ადამიანიც არის, რომელიც ბოლო პერიოდში მუდამ მხარში უდგას - ალესანდრო კატრერა, რომელთან ერთადაც საზოგადოებაში აქტიურად ჩნდება.

front-row-this-sunday-50-years-of-empire-one-month-without-mr-armani-1769631432. My hair’s short now, bo.jpgfront-row-this-sunday-50-years-of-empire-one-month-without-mr-armani-1769631432. My hair’s short now, bo (2).jpg