ნოე სულაბერიძისა და ჯანეტ ქერდიყოშვილის უფროსი ქალიშვილი ანნა 6 წლის გახდა. დაბადების დღე თანატოლების და ოჯახის გარემოცვაში გადაიხადა. როგორც ჩანს, ანას ძალიან უყვარს პრინცესა ჟასმინი "ალადინიდან" - სწორედ ჟასმინის გამოსახულებით ჰქონდა ტორტი და თავადაც მის ფორმაში იყო გამოწყობილი. აღმოსავლური პრინცესას ფორმა ეცვა მის უმცროს დაიკო ლილისაც.


ცოტა ხნის წინ ინტერვიუში ჯანეტ ქერდიყოშვილმა აღნიშნა, რომ ძალიან ბედნიერია პირად ცხოვრებაში, რადგან მთელი ცხოვრება ასეთ ოჯახზე ოცნებობდა:
- ახლა რომ ვაანალიზებ ჩემს ცხოვრებას, ვხვდები, რომ აი, რამდენი რაღაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი მქონდა, კარგი თუ ცუდი, მაგრამ ფასი არაფერს აქვს მას მერე, რაც შევუღლდი და მეყოლა ბავშვები. მთელი ჩემი გააზრებული ცხოვრება ვოცნებობდი, რომ მყოლოდა თბილი, მყუდრო, ქართული ოჯახი, რომელიც დღეს მაქვს და მადლობა ღმერთს, რომ ასეა. ჩემთვის ამას აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა. დღეს მე ვარ სავსე და ბედნიერი, რომ მყავს ასეთი მეუღლე და ორი პატარა.