29 იანვარს „XS სათამაშოები“ ფაზლის საერთაშორისო დღეს უერთდება - აღმოაჩინეთ ახალი ჰობი - მშობლები

29 იანვარს „XS სათამაშოები“ ფაზლის საერთაშორისო დღეს უერთდება - აღმოაჩინეთ ახალი ჰობი

2026-01-29 13:04:20+04:00

ფაზლის საერთაშორისო დღე ოფიციალურად 21-ე საუკუნიდან აღინიშნება. ეს დღე საერთაშორისო ფაზლების მოყვარულთა საზოგადოების, საგანმანათლებლო წრეებისა და თამაშების ინდუსტრიის მხარდაჭერით დაფუძნდა. ფაზლის საერთაშორისო დღე ყოველ წელს, 29 იანვარს აღინიშნება. ეს თარიღი უკავშირდება ჯონ სპილსბერის სახელს, ადამიანს, რომელიც ითვლება პირველი ფაზლის შემქმნელად. მე-18 საუკუნეში მან პირველი ხის ფაზლი შექმნა, როგორც სასწავლო ინსტრუმენტი ბავშვებისთვის, რათა მათ გეოგრაფია უფრო მარტივად ესწავლათ. ამ გლობალური დღესასწაულის მიზანია საგანმანათლებლო და შემეცნებითი მნიშვნელობის გამოკვეთა. ასევე, ლოგიკური აზროვნების განვითარება ბავშვებში. ის ფაზლების მოყვარულებს აერთიანებს მსოფლიოში. სხვადასხვა ქვეყანაში ამ დღეს საინტერესო აქტივობებითა და ღონისძიებით აღნიშნავენ. ფაზლის საერთაშორისო დღე საზოგადოებას ახსენებს, რომ სწავლა თამაშითაც შეიძლება. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ფაზლები ბავშვებისთვის სწავლის ხელსაწყო იყო, დღეს კი აქტიურად გამოიყენება თერაპიაში და პოპულარულია მოზარდებში, როგორც სტრესის შემცირების ეფექტური გზა.

„XS სათამაშოები“ 29 იანვარს ამ გლობალურ დღესასწაულს უერთდება და მთელ კვირას ამ საოცარ, ინტელექტუალურ გასართობს უძღვნის. ახლა საუკეთესო დროა, შეარჩიოთ თქვენი პირველი 3D მოდელი და თამაში აქციოთ ნამდვილ შემოქმედებით პროცესად.

„XS სათამაშოების“ მაღაზიებში წარმოდგენილია ცნობილი ბრენდის - Cubic Fun-ის 3D ფაზლების მრავალფეროვანი არჩევანი. ამ ბრენდმა ფაზლების მთელი ინდუსტრია შექმნა. Cubic Fun 1994 წელს ჩინეთში დაარსდა. თავდაპირველად ეს იყო პატარა გუნდი, რომელსაც სურდა, ტრადიციული, ორგანზომილებიანი ფაზლებისთვის ახალი სიცოცხლე შთაებერა. მათ გამოიგონეს სპეციალური მასალა - EPS ქაფის ფირფიტა, რომელიც მაღალი ხარისხის ქაღალდითაა დაფარული. ამ ინოვაციამ საშუალება მისცა ბრენდს, შეექმნა ისეთი მოდელები, რომლებიც წებოსა და მაკრატლის გარეშე იწყობა, არის მსუბუქი და საოცრად მყარი.

დღეს Cubic Fun მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და მისი პროდუქცია აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და ეკოლოგიური სათამაშო.

და მაინც, საინტერესოა, რატომ გახდა 3D ფაზლები პოპულარული მსოფლიოში?

თუ კლასიკური ფაზლი 2 განზომილებაში გვაფიქრებინებს, 3D ფაზლი ავითარებს სივრცით აზროვნებას;გვაიძულებს წარმოვიდგინოთ მოცულობა, სიმაღლე, ბალანსი;უფრო რთული და საინტერესოა ტვინისთვის;ქმნის რეალურ ობიექტს - კოშკი, შენობა, მანქანა;მზადდება ხისგან, მეტალისგან, ქაფისგან, ზოგჯერ წებოც არ სჭირდება;აქვს ანტისტრესული ეფექტი - უფროსებისთვის რთული კონსტრუქციის აწყობა ერთგვარი მედიტაციაა. ეს არის საშუალება, სამუშაო დღის შემდეგ ტვინი გადართოთ სხვა რამეზე და ციფრული ხმაურისგან დაისვენოთ.

თუ 3D ფაზლს ბავშს ადრეული ასაკიდანვე შეაყვარებთ, ეს მისი საყვარელი გასართობი გახდება, რომელიც მას ცხოვრებისთვის ყველა საჭირო უნარს შესძენს.

ესტუმრეთ „XS სათამაშოების“ მაღაზიას, ჩაერთეთ ფაზლის კვირეულში და აღმოაჩინეთ ახალი ჰობი.

R