აქცია„გადაიხადერამდენიცგინდა“ იწყება!
გამომცემლობა „პალიტრა L“ ტრადიციულ საქველმოქმედო აქციას აანონსებს, რომლის მთავარი ადრესატი ამჯერად ნიკო არდოტელი და მისი ოჯახია.
პირიქითა ხევსურეთში, იქ, სადაც ცა და დედამიწა ერთმანეთს ერწყმის, ციხე-სოფელი არდოტი ნელ-ნელა მოსახლეობისგან იცლება. 1843 წელს აქ 446 ადამიანი ცხოვრობდა, დღეს კი სოფლის ისტორიულ ნაწილს, მის მრავალსაუკუნოვან კოშკებსა და ნასახლარებს მხოლოდ ერთი კაცი –ნიკო არდოტელი (იგივე მურღვა) და მისი მეუღლე აცოცხლებს.
მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში საზღვრისპირა სოფელი, ურთულესი ბუნებრივი და ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო, დაცარიელდა, ნიკომ ადგილზე დარჩენა გადაწყვიტა.
ნიკო უბრალო მცხოვრები არ არის. იგი 23 წლის განმავლობაში მესაზღვრედ მსახურობდა და მუცოს სექტორზე საქართველოს სახელმწიფო საზღვარს იცავდა. დღეს, პენსიაზე გასული პოეტი მეუღლესთან, მარინა დაიაურთან ერთად, არდოტის ერთადერთ მუდმივ მცველად რჩება.
არდოტში ცხოვრება გმირობის ტოლფასია, თუმცა ეს გმირობა ყოველდღიურ გაჭირვებაზე გადის. ნიკო და მარინა 50 სულ საქონელს უვლიან, რათა ბარში მყოფ შვილებს ლუკმაპური გაუგზავნონ. ყველაზე მეტად კი ყოფიერება ზამთარში მძიმდება.

„ოქტომბრის ბოლოდან აპრილის ბოლომდე მოწყვეტილები ვართ ყველაფერს, მთავარია ცუდად არავინ გავხდეთ და გაგვიჭირდეს. ფაქტობრივად სიკვდილთან ხარ ახლოს. ცუდ ამინდებში შვეულმფრენიც ვერ მოფრინდება და დარჩები ადამიანი განწირული“,- ამბობს ნიკო.
ამ იზოლაციაში ყველაზე მეტად ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების არქონა თრგუნავთ. ზამთრის ყინვაში, როცა სოფელში არც ცხელი წყალია და არც გამართული ელექტროენერგია, ყოველი დღე ბრძოლაა.
„ყველაზე მეტად მეუღლის ყურება მტკივა... ხელები ეყინება, როცა სარეცხს გარეთ, ტაშტში რეცხავს. მთაში ცხელი წყალი და ელემენტარული გაყვანილობა ფუფუნებაა, რომელიც ჩვენ არ გაგვაჩნია“.

ნიკოსა და მარინას ოცნებაა, ჰქონდეთ გამართული ენერგოსისტემა, რათა მთაში დარჩენა მხოლოდ გადარჩენისთვის ბრძოლა კი არა, ღირსეული ცხოვრება იყოს. სამსახურისა და მოსწავლეების გარეშე დარჩენილი მასწავლებელი მის ოჯახთან ერთად, დაბრკოლებების მიუხედავად, ცხოვრებას საკუთარ მიწა-წყალზე აგრძელებს - სწამს, რომ ამ კუთხეს ყველაზე კარგად სწორედ აქ გაზრდილი ადამიანი იცნობს და იცავს.
30 იანვრიდანმკითხველს ეძლევა შესაძლებლობა, შეიძინოს სამი გამორჩეული წიგნიდან ნებისმიერი მათთვის სასურველ ფასად:
ერთ ადამიანზე 3 წიგნი გაიცემა.
ნიკო არდოტელი ამბობს:„არსად წამსვლელი არა ვარ...მხოლოდ ამ მთებმა იციან, რა მიხარია, რა მიჭირს“. ჩვენ შეგვიძლია, რომ ამ ზამთარს ნიკოსა და მარინას რთული ყოველდღიურობა ცოტათი მაინც გავათბოთ.
შეიძინე წიგნი და დაეხმარე ხევსურეთის უკანასკნელ მეციხოვნეს.
აქციაგაგრძელდებამარაგისამოწურვამდე.
R