"რომ მახსენდება, რა სისულელეები მაქვს ჩადენილი, ეს მაწუხებს... დედა ხელებში ჩამაკვდა... ჩემ თვალწინ აღარ იყო" - ზურა ყიფშიძე დედაზე - მშობლები

"რომ მახსენდება, რა სისულელეები მაქვს ჩადენილი, ეს მაწუხებს... დედა ხელებში ჩამაკვდა... ჩემ თვალწინ აღარ იყო" - 72 წლის ზურა ყიფშიძე დედაზე

2026-01-29 16:25:33+04:00

მსახიობი ზურა ყიფშიძე გადაცემაში "შუადღე" რუბრიკაში "დაუვიწყარი ემოცია", თავის დაუვიწყარ ემოციებს იხსენებს. მათ შორის, დედის, ცნობილი მსახიობის ელენე ყიფშიძის გარდაცვალებას:

- დედას სულ მადლობას და ბოდიშს ვუხდი... რომ მახსენდება, რა სისულელეები მაქვს ჩადენილი, ეს მაწუხებს ნამდვილად. მე ხელში ჩამაკვდა... ხელი გავარტყი კიდეც, იმიტომ, რომ არ მინდოდა, რომ აღარ ყოფილიყო. ჩემ თვალწინ აღარ იყო. ამას ვერ აღწერ ვერც სიტყვით, ვერც გრძნობით. საშინელებაა...

zura3-1769690517.png

მე სამი დედა მყავდა - დედა და ორი დეიდა... ბოლო ორი წელი, ძაღლთან ერთად მათთან გადავედი და ვუვლიდი. თითქოს მინდოდა გადამეხადა... რომ ვიხსენებდი, რა ტანჯვები გაიარეს ამ ქალებმა ჩემ გამო... საოცარი ხალხი იყო, პატიოსანი, სუფთა.

მსახიობმა ასევე ისაუბრა შვილიშვილებზე - 5 შვილიშვილი ჰყავს ორი შვილისგან. ლენუკას ერთი ვაჟი ჰყავს, ხოლო გიორგის - 4 შვილი.

თუ შვილები მეტნაკლებად გამოვიდა-არ გამოვიდა, შვილიშვილები მართლა გამოვიდა. ნატალია, ნიკოლოზი, ალექსანდრე, არაჩვეულებრივები არიან. და ეს ორი, რომელიც ჩემთან არის ახლა. რაღაცნაირი გრძნობაა. ბიჭებსაც, გოგოებსაც კარგი თვალები აქვთ, კეთილი.

zura5-1769692224.png

zura88-1769692224.png

zur44-1769692373.png

ყოველდღე 8-ზე ვდგები, ვამზადებ, მიმყავს ბაღში, მერე ვრეცხავ სარეცხს... ბაღში თუ არ წავიდნენ, იმ დღეს დაღუპული ვარ... სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ჩემი გაზრდილები არიან - გიორგი ყიფშიძე მარტოხელა მამობაზე
ლელას შვილიშვილობა ყველაზე დიდი საჩუქარია ჩემთვის... - ნატალია ყიფშიძე ბებიას დაბადების დღეს ულოცავს და საოჯახო ფოტოებს აქვეყნებს