„ერთი წელია საჭმელი არ გამიკეთებია, რაც დავორსულდი, ბენმა აიღო თავის თავზე...'' - ნუკი კოშკელიშვილს ამერიკელი მეუღლე ქართული კერძებით ანებივრებს (ვიდეო) - მშობლები

„ერთი წელია საჭმელი არ გამიკეთებია, რაც დავორსულდი, ბენმა აიღო თავის თავზე...'' - ნუკი კოშკელიშვილს ამერიკელი მეუღლე ქართული კერძებით ანებივრებს (ვიდეო)

2026-01-29 19:29:51+04:00

როგორც ცნობილია, ინფლუენსერი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ცოტა ხნის წინ მეორე შვილის დედა გახდა. მან ამერიკაში გააჩინა მეორე ვაჟიც - შიო. მისი თქმით, ძმებმა ერთმანეთს "კარგად გაუგეს" და მისდა სასიხარულოდ, უფროსი, ოლივერი, არ ეჭვიანობს პატარაზე.

"როგორ ვამაყობ, ოვის რომ არ აქვს ეჭვიანობის მომენტები. მგონია, რომ უმნიშვნელოვანესია უფროს შვილს ათმაგი ყურადღება მიაქციო და სულ გაუმეორო, რომ მისი უნცროსი ძმა მასზე გიჟდება. ეს თავიდანვე დიდ პოზიტივს და მჭიდრო კონტაქტს ამყარებს ძმებს შორის. უკვე აქვე ეტყობა, რომ ძალიან განსხვავდებიან ხასიათებით. ერთი სული მაქვს, შიოს ხასიათი გავიცნო"- წერს ნუკი.

ovi-1769701666.jpg

მისივე თქმით, მისი ამერიკელი მეუღლე ბენი, რომელსაც საკმაოდ კარგად გამოსდის კულინარობა, ცოლის დაფეხმძიმების შემდეგ ამ საქმეში უფრო სერიოზულად ჩაერთო. თანაც, ასევე უყვარს ქართული კერძები და როგორც ნუკის გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, ლობიანს, აჭარულ ხაჭაპურს და ჩაშუშულს ამზადებს.

"ნუ არ ვიცი… ვის ჰყავს კიდევ ბენი ჩემისთანა?! ბოლო ერთი წელია, მე საჭმელი არ გამიკეთებია, რაც დავორსულდი, ბენმა აიღო თავის თავზე ეს პასუხისმგებლობა და გვანებივრებს მე და ოვის. პრინციპში, მაგის ბრალია, რომ ზედმეტი 20!!!!! კგ მაქვს', - წერს ნუკი.

ეს არის ჩემი სხეული ორსულობამდე, მშობიარობის მეორე დილას და მეოთხე დღეს... ვიცი ბევრი გამაკრიტიკებს, მაგრამ მე არ ვუმალავ ჩემს გამომწერებს რეალობას'' - ნუკი კოშკელიშვილი