რამდენიმე დღის წინ, მუსიკოს ირაკლი ჩარკვიანის მეუღლეს ქეთათოს ჰქონდა ვრცელი ინტერვიუ, რომელიც ეხებოდა მისი და ირაკლი ჩარკვიანის დიდ სიყვარულს, გამორჩეულ ურთიერთობას, მათ ქალიშვილს და ა.შ. ქეთათო 17 წლის იყო, როცა 34 წლის ირაკლისთან თანაცხოვრება დაიწყო. ამ დროს მუსიკოსს უკვე ჰყავდა ვაჟი - მაქსიმე ჩარკვიანი, მეორე მეუღლისგან, რომელიც რუსეთში გაიზარდა და პერიოდულად, ბავშვობიდან დღემდე, ყოველ წელს ჩამოდის საქართველოში. ქეთათოს არა მხოლოდ ირაკლის ვაჟთან, მის დედასთან და მუსიკოსის მეორე ცოლთანაც შესანიშნავი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. ამის შესახებ მუსიკოსის ვაჟმა წლების წინ ისაუბრა გულახდილ ინტერვიუში ბახვა ბრეგვაძესთან ინტერვიუში.
მაქსიმეს დედა, მოსკოველი მსახიობი ლენა დღესაც ჩარკვიანების გვარს ატარებს. ის ირაკლი ჩარკვიანის მეორე ცოლი გახლდათ. როგორც მაქსიმე იხსენებს, ის მოსკოვში დაიბადა, მერე კი ცოლ-ქმარი თბილისში ცხოვრობდა მცირე ხანს. "სამი-ოთხი თვის ვყოფილვარ, როცა თბილისში ჩავედით საცხოვრებლად. 8 წლამდე იქ ვცხოვრობდი. მშობლების განქორწინების შემდეგ კი მოსკოვში დავბრუნდით".





ამჟამად მაქსიმე რეჟისორი, კრეატიული პროდიუსერი და სცენარისტია. იღებს რეკლამებს, კლიპებს. გარეგნულად საკმაოდ ჰგავს მამას და ამას ბევრი აღნიშნავს.


მაქსიმე ასე იხსენებს მამასთან ურთიერთობას:
"პირველ რიგში ვუყურებდი, როგორც მამას. და მეორე რიგში, ჩემთვის იყო, როგორც ძმა. ასაკობრივი სხვაობა თითქოს არ იყო, ყოველთვის ერთ ტალღაზე ვიყავით, ვმეგობრობდით.
ყველა მეუბნება, რომ ხელებით ვგავარ მამას. დედაჩემი მეუბნება, რომ მიმიკებით ვგავარ ძალიან...

ძალიან ცუდად ვსწავლობდი სკოლაში, ინსტიტუტში. სკოლიდან გამომაგდეს, უნივერსიტეტიდან გამომაგდეს. ჩემი სკოლა და ინსტიტუტი საქართველოში იყო, პირველ რიგში ირაკლი და გელა მასწავლიდნენ და რაც ცხოვრებაში მივიღე, მათგან მივიღე. მამა თანატოლივით მექცეოდა და საერთოდ არ იგრძნობოდა, რომ სხვადასხვა თაობის ვიყავით. ისეთ თემებზე ვლაპარაკობდით, რომლებიც არ ი"ო იმ დროს მიღებული, 90-იან წლებში, სექსი იქნებოდა, მუსიკა თუ ა.შ."
ამ თემაზე მაქსიმე რუსულ მედიაშიც საუბრობდა:
"სკოლის მერე დიდხანს ვფიქრობდი, სად ჩამებარებინაა, ერთი პერიოდი ლონდონში მინდოდა წასვლა სასწავლებლად, მერე მქონდა არჩევანი - საერთაშორისო ურთიერთობები ან მსახიობობა. საბოლოოდ იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე. 4,5 წელი ვისწავლე და მეხუთე კურსზე გამრიცხეს, ცუდი ქცევის გამო, ამიტომ დაუსრულებელი უმაღლესი განათლება მაქვს. ვერც ვიგებდი, რატომ ვსწავლობდი, არასდროს დამიგეგმავს იურისტობა".

ისევ ბახვასთან ინტერვიუში მაქსიმე აგრძელებს:
"გელა ნამდვილი ენციკლოპედიაა. და არ იცვლება - როგორიც არის ტელევიზიით, როგორიც არის გარეთ, ისეთია სახლშიც და ნაღდია ყველგან. სერიოზულად ამეცადინებდა ჩემს მამიდაშვილებსაც, ნანასაც, მეც.
ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა ირაკლის შვილობა, გელას შვილიშვილობა...


ქეთათო ეგრევე მივიღე, რადგან ჩემთვის ირაკლის, მამაჩემის არჩევანი პატივსაცემი იყო. და არა მარტო მაგიტომ, ქეთათო თვითონ, როგორც პერსონა და ადამიანი მომეწონა. ძალიან ახლო ადამიანი გახდა ჩემთვის. ახლაც ჩემი საუკეთესო მეგობარია.
ნანა ჩემთვის შოკია. მე მივდივარ, 9-10 თვე ვერ ვხედავ და აბსოლუტურად სხვა ტიპი მხვდება...



დედაჩემი მსახიობია, თეატრში, მიუზიკლებში თამაშობს, მღერის. ლენა ჩარკვიანი - გვარი არ შეიცვალა. უყვარს აქაურობა, ყოველ წელს ჩამოდის, გელასთან ცხოვრობს. ლენა და ქეთათო დაქალობენ...

ვოცნებობ კინოს გადაღებაზე და წიგნის დაწერაზე..."
.jpg)


