იაკო ჭალაგანიძეს სოციალურ ქსელებში უამრავი ადამიანი იცნობს. მან 18-საათიანი დიეტის დახმარებით, 80 კილოგრამი დაიკლო და ახლა საკუთარ გამოცდილებას სხვა ადამიანებსაც უზიარებს. თუმცა, მას არასდროს დაუმალავს, რომ წონის დაკლების შემდეგ, ზედმეტი კანის მოსაშორებლად რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. იაკომ ეს პროცესი გადაცემაში "კოტcast" კიდევ ერთხელ გაიხსენა:
- მამოპლასტიკა და აბდომინოპლასტიკა ერთად გავიკეთე. 7 საათი ვიყავი ნარკოზში. ხომ არის, რომ ადამიანი ხარ და გეშინია. ცხოვრებაში არ გამიკეთებია ნარკოზი. მაგრამ, ჩემს თავს ვეუბნებოდი: "იაკო, ახლა დაიძინებ და გაიღვიძებ აბსოლუტურად სხვა ადამიანი." მუცელი მქონდა. ამხელა წონა კი დავიკელი, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც არ მეტყობოდა. ვერ ვიცვამდი იმას, რაც მინდოდა. მოკლედ, გავიღვიძე, თვალი გავახილე და პირველი ვიკითხე: "აღარ მაქვს აქ არაფერი?" მითხრეს, ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარაო. ეგ დღე იყო, რომ მართლა სხვა ადამიანი ავდექი. არ მჯეროდა, სარკესთან რომ ვიდექი და ვიყურებოდი, აბსოლუტურად სხვა ადამიანი ვიყავი. გამოსული არ ვიყავი, რომ ჩემს ექიმს ვეუბნებოდი, უკვე ხელების გაკეთება მინდა-თქო. ხელებიც გავიკეთე... პირველ და მეორე ოპერაციას შორის 6 თვე იყო ინტერვალი. უფრო მალე მინდოდა, მაგრამ უფლებას არ მაძლევდნენ.
"დავიკლებ და მერე რა ვქნა?" - ეგ რომ მქონოდა, ცოტა გამიჭირდებოდა. შუალედში გადავწყვიტე, რომ ეს ზედმეტი კანი უნდა მომეშორებინა. ეს კანი რომ მოვიშორე, მერე გადავწყვიტე, ახლა მარტივად, დროზე, რეაბილიტაცია და ეს ყველაფერი ხალხს უნდა გავაცნო-თქო. მერე ერთი ადამიანი დაინტერესდა, ორი, გამოჩნდა ჩემი ინფლუენსერული გზა და სულ რაღაც ეტაპებისკენ მივდივარ. მიზნები თუ არ გაქვს დასახული, ძალიან რთულია. პლასტიკური ოპერაცია საქართველოში იაფი არ ღირს და ძალიან ბევრს ამის საშუალება არ აქვს. გვესმის ეს ყველაფერი, მაგრამ სხვა რაღაც შეიძლება. ვიღაცამ შეიძლება, ვარჯიშით ქნას ეს ყველაფერი. მე, მაგალითად, ძალიან ზარმაცი ვარ და რა ვქნა, ვარჯიში არ შემიძლია. ბევრი რაღაც არსებობს. რაღაც უნდა გქონდეს მიზნად დასახული.
იხილეთ გადაცემა სრულად: