რა განსხვავებაა ვანილინსა და ნამდვილ ვანილს შორის და რა საფრთხეები გააჩნია ამ პროდუქტს - მშობლები

რა განსხვავებაა ვანილინსა და ნამდვილ ვანილს შორის და რა საფრთხეები გააჩნია ამ პროდუქტს

2026-02-02 10:01:22+04:00

რა განსხვავებაა ვანილინსა და ნამდვილ ვანილს შორის და რა საფრთხეები გააჩნია ამ პროდუქტს - ამ საკითხზე სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული საუბრობს:

"ნამდვილი ვანილი ვანილის ორქიდეის ნაყოფისგან მიიღება და დაახლოებით ერთი წელი სჭირდება მის დამწიფებას. ვანილი მცირე რაოდენიბთ უსაფრთხოა და იშვიათად იწვევს ალერგიულ რეაქციებს.

ვანილინი კი არის ნივთიერება, რომელსაც აქვს ვანილის სუნი და ხშირ შემთხვევაში, ქიმიური გზით მიიღება. მისი ძირითადი ინგრედიენტია შაქარი, ვანილის შემცველობა კი 3%. ასევე შეიცავს ვანილის ხელოვნურ არომატიზატორს და სიმინდის სახამებელს.

პრობლემა იწყება მაშინ, როცა ვანილი დიდი რაოდენობითაა ყოველდღიურ საკვებში - ნაცხვარში, ტკბილეულში თუ სხვა საკონდიტრო ნაწარმში.

ზოგჯერთ ადამიანში ვანილინმა შეიძლება თავის ტკივილი, დიარეა და ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს. განსაკუთრებით საყურადღებოა ორსულებსა და პატარა ბავშვებში.

ხშირად ეტიკეტზე გვხვდება წარწერა, რომ არის ვანილი არომატი, სინამდვილეში გვხვდება ვანილინი. მარტივად რომ განასხვაოთ, ის პროდუქტები, რომლებიც ფხვნილი სახით არის წარმოდგენილი ბაზარზე, ეს არის ვანილინი, რომელიც შედგება ინგრედიენტებისგან და მათში არის შაქარი. ნამდვილი ვანილი კი არის ჩხირების სახით და ფასში ძალიან დიდი განსხვავებაა. ჯობს ვიცოდეთ, რა პროდუქტს მოვიხმართ, რადგან სურსათი უვნებლობა მხოლოდ ჯანმრთელობის დაცვა არ არის, გულისხმობს იმასაც, რომ მომხმარებელს სწორი ინფორმაცია ჰქონდეს და მიიღოს და შეარჩიოს ის პროდუქტი, რომელიც სურს." - ამბობს ირაკლი არაბული.

როგორ უნდა შევარჩიოთ ახალი ხორცი, ნატურალური თაფლი, არაფალსიფიცირებული ყველი და ჯანსაღი თხილეული - ირაკლი არაბულის რჩევები საახალწლოდ პროდუქტების მომარაგებამდე