ხინკალი უფრო უსაფრთხოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის თუ მწვადი? - შეკითხვას გიორგი ღოღობერიძე პასუხობს - მშობლები

ხინკალი უფრო უსაფრთხოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის თუ მწვადი? - შეკითხვას გიორგი ღოღობერიძე პასუხობს

2026-02-02 18:02:08+04:00

როცა საქმე ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს ეხება, სწორი კვება და დიეტა ცოტა ძნელი გასათვალისწინებელია. თუმცა ის, რაც ძალიან გვიყვარს, დღესასწაულების გარეშეც ხშირად ხვდება ჩვენს მენიუში და ამიტომ ნამდვილად ღირს დავფიქრდეთ ამ საკვების ზემოქმედებასა და საკუთარ ჯანმრთელობაზე.

ხინკალი უფრო უსაფრთხოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის თუ მწვადი? ამ შეკითხვას ცნიბილი ექიმი გიორგი ღოღობერიძე პასუხობს:

"ახლახან მკითხვეს, რომელი უფრო უსაფრთხოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ხინკალი თუ მწვადი. სიმართლე რომ გითხრათ, ეს არის ხინკალი. მოხარშული ხორცი თერმულად უკეთ არის დამუშავებული, ვიდრე შემწვარი. გარდა ამისა, შემწვარ ხორცში ჩვენი სხეულისთვის საზიანო ნივთოერებების შემცველობა ძალიან ბევროა. ასე რომ, ხინკალი.

ხინკლის რეცეპტი

1 კილო ფქვილი + 1 კილო ფარში = 35-40 ცალი ხინკალი (გააჩნია, რა ზომის ხინკალს მოახვევთ)

ცომი:

  • 1 კილო ფქვილი
  • 460 მლ. ცივი წყალი
  • 1 სუფრის კოვზი მარილი

გულსართი:

  • 1 კილო გატარებული საქონლის (70%) და ღორის (30%) ხორცი
  • 2 საშუალო ზომის ხახვი
  • 450-500 მლ. ცივი წყალი
  • მარილი
  • ძირა
  • დაღერღილი წითელი წიწაკა

ცომის გადაზელვის შემდეგ აუცილებლად უნდა დაასვენოთ რომ უფრო მორჩილი და ელასტიური გახდეს, სასურველია მაცივარში 1-2 საათი, თუ არადა ნახევარი საათი მაინც შეასვენეთ.

ხინკალი, პელმენები, ვარენიკები, სპაგეტი - რას ფიქრობს მარი მალაზონია ბავშვის მენიუში ამ კერძების ჩართვაზე