ბრედ პიტი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანია მსოფლიოში. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ბრედ პიტს უმცროსი ძმა ჰყავს, თანაც, საკმაოდ რეალიზებული და გარკვეულ წრეებში ძალიან ცნობილიც. ძმისგან განსხვავებით, დუგლას პიტი, რომელიც სამი წლით უმცროსია ბრედზე, სრულიად არ იხიბლება გლამურული ცხოვრებითა და საჯაროობით, ცნობილია, როგორც წარმატებული მეწარმე, ინვესტორი და ფილანტროპი, მის ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი უკავია ქველმოქმედებას.
დუგლასიც და ბრედიც საკმაოდ რელიგიურ ოჯახში გაიზარდნენ.მამა უილიამ პიტი მენეჯერი იყო ერთ-ერთ კომპანიაში, დედა ჯეინ ეტა ჰილჰაუსი კი ადგილობრივ სკოლაში მასწავლებლობდა. ძმები სპრინგფილდში იზრდებოდნენ.

ერთ-ერთ ინტერვიუში პიტი ამბობდა, რომ მამა მასთან ძალიან მკაცრი იყო. მის ოჯახში მუდმივად შეზღუდვები, აკრძალვები და მითითებები იყო. შვილებს გამუდმებით აკონტროლებდნენ.