მოზარდ მაყურებელთა თეატრი პრემიერისთვის ემზადება. 20, 21 ,22 თებერვალს, მცირე სცენაზე წარმოდგენილი იქნება , პლასტიკური და მუსიკალური წარმოდგენა „ ერთი ქილა ნატვრა“, რომელიც შექმნილია სულან -საბა ორბელიანის „ გლახაკი და ქილა ერბოს“ სიუჟეტურ მოტივებზე.
სპექტაკლი ალეგორიული ფორმით გადაიაზრებს კლასიკურ ტექსტს და მას თანამედროვე სცენური ენის საშუალებით აცოცხლებს.
წარმოდგენაში გამოყენებულია ქართული ტრადიციული მუსიკა, როგორც ხალხური საკრავებით შესრულებული, ასევე სულხან ცინცაძის კომპოზციები. ვიზუალურ სამყარო შთაგონებულია ნიკო ფროსმანის მხატვრობით და რეალიზებულია ვიდეოინსტალაციების ფორმით.

პერსონაჟები იგავ-არაკის სიუჟეტს გვიყვებიან ქორეოგრაფიით, სადაც გამოყენებულია ქართული ტრადიციული ცეკვის ელემენტები. წარმოდგენის სიუჟეტი აგებულია სულცან-საბას იგავ -არაკის მიხედვით, თუმცა ტექსტად გამოყეებულია ხალხური პოეზია.
ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი გიორგი სულთანიშვილი.ქორეოგრაფი ნიკოლოზ ნანიტაშვილი. სცენოგრაფი ნინო კიტია. მუსიკალური გაფორმება ირაკლი ხვთისიაშვილის. რეჟისორის ასისტენტი ხათუნა საძაგლიშვილი.
მონაწილეობენ: სოფო ფერაძე, ლალი ღერკენაშვილი, გიორგი ჯიქურიძე.
NS