მოსამართლემ ბრალდებულში ყოფილი თანაკლასელი იცნო: "ღმერთო ჩემო, ის საუკეთესო მოსწავლე იყო, ყველაზე კარგი ბავშვი იყო...  და შეხედეთ, რა მოხდა" - მშობლები

მოსამართლემ ბრალდებულში ყოფილი თანაკლასელი იცნო: "ღმერთო ჩემო, ის საუკეთესო მოსწავლე იყო, ყველაზე კარგი ბავშვი იყო...  და შეხედეთ, რა მოხდა"

2026-02-03 10:09:50+04:00

სოციალურ ქსელებში ახლახან კვლავ გაიხსენეს ამბავი, რომელმაც წლების წინ მთელი მსოფლიოს ეკრანები მოიარა და მილიონობით ადამიანის გული შეძრა. ეს იყო სასამართლო დარბაზში განვითარებული ისტორია, როცა მოსამართლემ ბრალდებული იცნო - ისინი კლასელები აღმოჩნდნენ.

მოსამართლემ, რომელიც ქურდობის საქმეს განიხილავდა, ეჭვმიტანილში ყოფილი კლასელი ამოიცნო. დიალოგი, რომელიც იმ დარბაზში გაიმართა, მილიონობით ადამიანმა შემდეგ ეკრანებიდან მოისმინა.

— შენ ხომ Nautilus-ის საშუალო სკოლაში სწავლობდი? - იკითხა მოსამართლემ.

— ღმერთო ჩემო… ღმერთო ჩემო… - აღმოხდა ბრალდებულს. ამბის მთელი დრამა კლასელების შეხვედრა კი არა, ის ემოციები და სინანული აღმოჩნდა, რაც ბრალდებულმა გამოვლინა. "ღმერთო ჩემო…" - იმეორებდა ის. შემდეგ თავი ხელებში ჩარგო და უამრავი ხალხის თვალწინ ატირდა.

„ის ყველაზე კარგი ბავშვი იყო სკოლაში. ღმერთო ჩემო. ის საუკეთესო მოსწავლე იყო. მასთან ერთად ფეხბურთს ვთამაშობდი... და შეხედეთ, რა მოხდა. ძალიან ვწუხვარ… ღმერთო ჩემო.“ - თქვა პროცესზე მოსამართლემ.

ქურდობაში ბრალდებულის არტურ ბუტის ემოციები ყველას თვალწინ განვითარდა. როგორ შეიძლებოდა, ასეთი პერსპექტიული ახალგაზრდა ასე დაცემულიყო?

არტურ ბუტს ნაცნობმა მოსამართლემ ერთი წელი მიუსაჯა, თუმცა სანიმუშო ყოფა-ქცევისთვის ბუტი ათ თვეში ციხიდან გამოვიდა. და იცით, ვინ გააცილა ის გამამხნევებელი სიტყვები? სწორედ იგივე მოსამართლემ.

„იპოვე სამსახური. იცხოვრე სუფთად. ეს ყველას ერთობლივი ძალისხმევაა, რომ წარმატებას მიაღწიო. ნუ გაგვიცრუებ იმედს.“ — უთხრა მან.

„არ გაგიცრუებთ. გპირდებით.“ - იყო ბუტის პასუხი.

მოსამართლემ ბრალებული იცნო
შეხვედრა 2015 წელს

რა მოხდა რეალურად?

2015 წელს ფლორიდის შტატის მაიამის სასამართლოში ქურდობის საქმეზე ბრალდებული არტურ ბუტის პროცესი მიმდინარეობდა. საქმის განხილვისას მოსამართლე მენდი გლეიზერმა ბრალდებულს კითხვა დაუსვა, რომელიც უშუალოდ ბრალდებას არ უკავშირდებოდა. მან ჰკითხა, სწავლობდა თუ არა იგი Nautilus Middle School-ში. აღნიშნული კითხვა გახდა მიზეზი იმისა, რომ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას გაირკვა — მოსამართლე და ბრალდებული წარსულში თანაკლასელები იყვნენ.

Nautilus Middle School მაიამიში ცნობილია როგორც აკადემიურად გამორჩეული სკოლა, სადაც ყველას არ იღებენ. აქ მხოლოდ ის მოსწავლეები ირიცხებიან, რომლებმაც დაწყებითი საფეხური მაღალ ნიშნებზე დაასრულეს. მოგვიანებით მოსამართლემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ არტურ ბუტი სკოლის პერიოდში ერთ-ერთ გამორჩეულ მოსწავლედ ითვლებოდა, გამოირჩეოდა ნიჭითა და კარგი ნიშნებით, განსაკუთრებით მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში. მოგვიანებთ ბუტის დამაც განმარტა, რომ არტური სანიმუშო მოსწავლე იყო უფროს კლასებშიც და დიდი გეგმებიც ჰქონდა, თუმცა აზარტულმა თამაშებმა მისი ცხოვრება გაანადგურა.

screenshot-2026-02-02-225913-1770112041.png

სად არის დღეს არტურ ბუტი?

2024 წელს არტურ ბუტი კვლავ დააკავეს, ამჯერად უფრო მძომე ბრალდებით. სამართალდამცველი ორგანოების ინფორმაციით, მას ქურდობასა და ყაჩაღობის რამდენიმე ეპიზოდში ედება ბრალი. ის იმავე სასამართლოში აღმოჩნდა, სადაც 2015 წლის გახმაურებული შეხვედრა შედგა და კვლავ მენდი გლეიზერის პირისპირ. ბუტი იმდენად შერცხვენილად გრძნობდა თავს, რომ მოსამართლისთვის თვალებში შეხედვას გაურბოდა.

screenshot-2026-02-02-230135-1770109613.png
შეხვედრა 2024 წელს

თუმცა მოსამართლე მენდი გლეიზერმა ამჯერად საქმის განხილვაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა ბრალდებულთან წარსულში არსებული კავშირის გამო და საქმე სხვა მოსამართლეს გადაეცა.

„მე ვერ განვიხილავ თქვენს საქმეს. სხვა მოსამართლეს დავნიშნავ, რომელიც ამას მოისმენს. დაჯექით, გთხოვთ, მალე ვინმე შემოვა. იმედი მაქვს, ამჯერად ყველაფერი უკეთ დასრულდება თქვენთვის.“ - თქვა მოსამართლემ.

სამწუხაროდ, უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა. ახალმა მოსამართლემ გირაოს მოთხოვნა არ გაითვალისწინა და ბუტი პატიმრობაში დატოვა. საბოლოო განაჩენი ამ დრომდე გამოტანილი არ არის.

პატიმარი, რომლის ცხოვრება ერთმა ფოტომ შეცვალა - დღეს ის მოდელი, მსახიობი და კარგი მამაა. ყველაზე ცნობილი დამნაშავის უცნაური ამბავი