ქალი ყველაზე უჩვეულო სტილით და პრესტიჟული ჯილდოებით კინოში, მუსიკასა და ქორეოგრაფიაში - მრავალმხრივი ტეიანა ტეილორი მსოფლიოს იპყრობს - მშობლები

ქალი ყველაზე უჩვეულო სტილით და პრესტიჟული ჯილდოებით კინოში, მუსიკასა და ქორეოგრაფიაში - მრავალმხრივი ტეიანა ტეილორი მსოფლიოს იპყრობს

2026-02-02 23:38:48+04:00

2025-2026 წლები ტეიანა ტეილორისთვის ნამდვილად გამორჩეული აღმოჩნდა. ამერიკელ მომღერალს, სიმღერების ავტორს, მოცეკვავეს, მოდელს და მსახიობს, რომელსაც მრავალმხრივი კარიერის წყალობით წლებია იცნობენ შოუბიზნესში, ხელახალი მსოფლიო აღიარება კინოში ეფექტურმა გამოჩენამ და წელს, ბევრისთვის მოულოდნელად, "ოქროს გლობუსის" აღებამ მოუტანა. მართლაც ვინ იფიქრებდა, რომ ტეიანა აღიარებულ და ცნობილ მსახიობებს ჩამოიტოვებდა და ლეონარდო დი კაპრიოსთან ერთად შესრულებული როლისთვის ფილმში One Battle After Another ასეთ პრესტიჟულ ჯილდოს დაეუფლებოდა. და ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა - ტეიანა "ოსკარზეც" არის წარდგენილი.

46324-teyanataylor-139940-1770063090.jpg

ბავშვობიდან წარმატებული

ტეიანა ტეილორი 1990 წლის 10 დეკემბერს დაიბადა ნიუ-იორკში, ჰარლემში. მას აფროამერიკული და ტრინიდადული წარმომავლობა აქვს. დედისთვის, რომელიც ასევე მისი მენეჯერიცაა, ტეიანა ერთადერთი შვილია. მამას კი სხვა შვილებიც ჰყავს სხვა ურთიერთობებიდან.

545948207-759258563760006-7609816887886163947-n-1770063370.jpg

გოგონა ბავშვობიდან მღეროდა და ცეკვავდა. 2006 წელს, 15 წლისა უკვე ეწერა ტიტრებში, როგორც ქორეოგრაფი ბეიონსეს ჰიტის ვიდეოკლიპისა Ring the Alarm. 2007 წელს კონტრაქტი შესთავაზეს ფარელ უილიამსის ლეიბლთან Star Trak Entertainment. ამავე წლის თებერვალში პირველად გამოჩნდა საჯაროდ მაყურებლის წინაშე MTV-ს შოუში «My Super Sweet Sixteen». შემდეგ გამოჩნდა, როგორც მოცეკვავე, Jay-Z-ის კლიპში «Blue Magic». მუშაობდა კანიე უესტის სიმღერებზე, იყო მისი რამდენიმე კლიპის ქორეოგრაფიის თანაავტორი, ასევე ითამაშა მის ერთ-ერთ კლიპში და ამანაც დიდი წვლილი შეიტანა მის პოპულარობაში.

2014 წელს სადებიუტო ალბომიც გამოუშვა და მალე გაიცნო ფართო საზოგადოებამ, როგორც მრავალმხრივ ნიჭიერმა ადამიანმა. პირველ ალბომს არაერთი წარმატებული ალბომი მოჰყვა. ამავე პერიოდიდან აქტიურად გამოჩნდა კინოში და ტელეშოუებში. ტეიანა ასევე ცნობილია, როგორც რეჟისორი ფსევდონიმით «Spike T» და მიღებული აქვს BET Award-ის პრემია თავისი ნამუშევრისთვის, ხოლო ქორეოგრაფიისთვის - MTV VMA Award-ის პრემია. მის ანგარიშზეა "გრემის" პრემიაც და კიდევ რამდენიმე პრესტიჟული ჯილდო. და რასაკვირველია, ჯილდოები და ნომინაციები, როგორც მსახიობსაც არაერთი აქვს. მის ანგარიშზე საკმაოდ ბევრი ფილმი დაგროვდა და არაერთ ცნობილ მსახიობთან მოუწია თანამშრომლობა.

sa2-3640-94eb11-e1768434627438-1770064190.webp

teyana-taylor-leonardo-dicaprio-one-battle-after-another-081225-6ab511b826d141dead2fb386060e59e3-1770064190.jpg

მის სხვა პროექტებს შორისაა Adidas-თან და Air Jordan-თან თანამშრომლობა, არის სხვადასხვა ბრენდის სახე. ტეილორმა საკუთარი თავისთვის და სხვა შემსრულებლებისთვის არაერთი მუსიკალური კლიპი გადაიღო, ახლა კი სრულმეტრაჟიანი ფილმის გადასაღებად.

ტეიანა - დედა

ტეილორი მცირე ხანს კალათბურთელ ბრენდონ ჯენინგსს ხვდებოდა. 2014 წლიდან მის ცხოვრებაში გამოჩნდა კიდევ ერთი კალათბურთელი იმან შამპერტი, რომელზეც ორ წელიწადში იქორწინა.

teyana-taylor-iman-shumpert-1770064534.jpgteyana-taylor-iman-shumpert-1-5000e1020dd7419ba83cc561d6dc9e93-1770064534.jpg

წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავს.

iman-teyana-1770064534.jpgimage-1-1770064534.webpimage-1770064534.webpteyana-taylor-family-1770064534.jpg

მათმა ქორწინებამ 2023 წლამდე გასტანა. სწორედ ამ წელს გამოაცხადეს დაშორების შესახებ, 2024 წელს კი ოფიციალურად განქორწინდნენ.

გამორჩეული სტილი

გარდა უდაო ნიჭიერებისა, ტეილორმა საზოგადოების ყურადღება გამორჩეული სტილითაც მიიპყრო. თანაც, არა მხოლოდ წითელ ხალიჩაზე, მას ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ყველასგან გამოარჩევთ.

01-teyana-taylor-vmas-breakout-beauty-1770064784.webp

tei-1770064785.png119735296-1770064784.webp

624478232-1471179597706639-729190338205636898-n-1770064784.jpgf466b32988837aaf29d9d2b355750cdb-1770064784.webpgettyimages-1218441059-1770064784.jpggf1-2481-1770064784.webpimage-2-1770064784.webpmv5bmzbjnjziodgtzwu1yy00mzjlltg3nmetmtu3mjcwn2q3zmu4xkeyxkfqcgc-1770064784._V1_FMjpg_UX1000_.jpgnews-751-68f8a12c57af4-huge-1770064785.webpteyana-taylor-2-1770064785.jpgteyana-taylor-110625-a459d567a38f47c8917d643bba31e425-1770064785.jpgteyana-taylor-wore-marc-jacobs-to-the-one-battle-after-another-la-premiere-1770064785.webp

tei3-1770064785.png87b108b038c5bd8643d6cbd42512b6c57e8db222-cmt8366-1-1770064784.jpg249005977cb4a951170202fa6bb5ab94-1770064784.jpg

teyana-taylor-110625-a459d567a38f47c8917d643bba31e425-1770064785.jpg

გამუდმებით უარმყოფდნენ და იმედი მიცრუვდებოდა... ახლა აქ ვდგავარ, როგორც მომღერალი და სიმღერების ავტორი, ასე რომ, ჩემი ოცნება ასრულდა - კორეელი მომღერლის ცრემლები ოქროს გლობუსზე
ოცნება ფეხბურთელობაზე, მილიარდერი საცოლე და განსაკუთრებული სტილი - ამბები ჰოლივუდის ვარსკვლავ ტიმოთი შალამეზე
ის უბრალოდ არ იცვლება... - 58 წლის ჯულია რობერტსის გამოჩენას ოქროს გლობუსზე დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა